უორენ ბაფეტი - აშშ-ის მდიდარი ფენა საკმარისად არ იბეგრება

უორენ ბაფეტი - აშშ-ის მდიდარი ფენა საკმარისად არ იბეგრება

access_time2019-02-28 09:05:26

ცნობილი ამერიკელი მილიარდერი, ინვესტორი და ფილანტროპი უორენ ბაფეტი თვლის, რომ აშშ-ის მოსახლეობის მდიდარი ფენა უფრო მეტად უნდა დაიბეგროს, ვიდრე ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობა.


„მდიდრები ჩვეულებრივ მოსახლეობასთან შედარებით, გაცილებით ნაკლებ გადასახადს იხდიან. უფრო რომ დავაკონკრეტო, მდიდარი უფრო მდიდრდება. ისმება კითხვა, როგორ ზრუნავ იმ ადამიანზე, რომელიც ჩინებული მოქალაქეა, რომლის მამაც ნორმანდიაში დაიღუპა და რომელიც არ არის ბაზრის პროფესიონალი მოთამაშე? ჩემი აზრით, საშემოსავლო გადასახადი საუკეთესო გზაა ამ საკითხის მოსაგვარებლად. ეს ნიშნავს, რომ ჩემნაირი ადამიანები მეტს გადაიხდიან, მაგრამ მე ეს მაწყობს“,- განაცხადა ბაფეტმა ტელეკომპანია „სიენბისი-სთან“ ინტერვიუში.


აშშ-ის კონგრესის ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის დემოკრატი ალექსანდრია ოკაზიო კორტესი თვლის, რომ მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებს შორის სულ უფრო მზარდი სხვაობა რომ გათანაბრდეს, მდიდარ ფენას საშემოსავლო გადასახადი უნდა გაეზარდოს. კორტესის წინადადებით, ის ადამიანები, ვისი შემოსავალიც 10 მილიონ დოლარს აღემატება, 70-პროცენტიანი განაკვეთით უნდა დაიბეგრონ.


მდიდრების შემოსავლის უფრო მაღალი განაკვეთით დაბეგვრის მომხრეა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი და მსოფლიოში რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი ბილ გეიტსიც, თუმცა ის 70-პროცენტიან ზრდას არ ემხრობა. მდიდარი ფენისთვის საგადასახადო ტვირთის ზრდის მომხრეთა შორის არიან მომავალ არჩევნებში პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატებიც, ელიზაბეთ უორენი და ბერნი სანდერსი. თუმცა მათ დაბეგვრის განსხვავებული სქემები აქვთ.


1tv.ge





29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება

29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება
access_time2020-05-27 11:08:59
29 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი განმარტებით, აუცილებელი იქნება მგზავრობის დროს პირბადის ტარება   კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევეციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე

ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნაზე მეტი რისკი ტურისტული სეზონის გახსნაა-თენგიზ ცერცვაძე
access_time2020-05-27 12:30:30
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, შეზღუდვების მოხსნა და მითუმეტეს მთლიანად, უდიდეს რისკებს შეიცავს.მისივე თქმით, ეს რისკი შედარებით ნაკლებია საქართველოსთვის, რადგან საქართველომ მყარ სტაბილიზაციას მიაღწია. „ჩვენ მივაღწიეთ იმ სიტუაციას, როდესაც გვყავს ავადმყოფებისა და გარდაცვლილების ძალიან მცირე რიცხვი, ერთ-ერთი ყველაზე მცირე ევროპაში. ბოლო დღეებშიც არ ფიქსირდება ერთეულ შემთხვევაზე მეტი. ამიტომ საქართველოში...

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა

რესტორნებში მენიუ 30%-ით გაძვირდება,ამას საზოგადოება გაგებით უნდა მოეკიდოს-სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია გამოწვევად იქცა
access_time2020-05-27 10:50:16
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს დღის წესრიგის შეცვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ხალხთა ტრადიციებსაც აქტიურად ებრძვის. უამრავ რეგულაციასთან ერთად, რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების ადათ-წესები სახეს იცვლის ან სრულად იკრძალება. მაგალითად, ქორწილისა და ქელეხის გადახდა რამდენიმე თვეა უკვე შეუძლებელია. რა ელის კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ტრადიციას საქართველოსთვის - სტუმარ-მასპინძლობასა და ქართულ სუფრას. რა გამოწვევებია სარესტორნო ინდუსტრიაში დღეს და რას...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...


მსგავსი სიახლეები

up