„უოლტ დისნეის“  100 000-ზე მეტი თანამშრომელი უხელფასოდ დარჩა

„უოლტ დისნეის“ 100 000-ზე მეტი თანამშრომელი უხელფასოდ დარჩა

access_time2020-04-21 15:00:56

პანდემიის გამო „უოლტ დისნეიმ“  100 000-ზე მეტი თანამშრომლისთვის ხელფასების გაცემა შეაჩერა. მსოფლიოს უმსხვილესი გასართობი კორპორაცია თემატურ პარკებსა და სასტუმროებს   აშშ-ში და აზიაში ფლობს.დასაქმებულთა თითქმის 50 პროცენტისთვის ანაზღაურების შეწყვეტა კორპორაციას 500 მილიონი აშშ დოლარის დაზოგვის საშუალებას აძლევს, ამის შესახებ Financial Times-ი წერს.


2019 წელს „დისნეის“ ბოლო სამი თვის შემოსავლიდან 1,4 მილიარდი გასართობი პარკებიდან  და ღონისძიებებიდან შემოვიდა.კომპანია პერსონალს სრულ ჯანდაცვის პაკეტს სთავაზობს და მოუწოდებს, რომ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სახელმწიფოს დახმარების პროგრამით ისარგებლონ. ამჟამად, ამერიკელების რაოდენობა, ვინც უმუშევრებისთვის განკუთვნილ დახმარებას მიიღებს 6 მილიონს შეადგენს. აშშს ქუჩებში ეკონომიკის ამუშავების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება.


ტურისტული სექტორი პირველი იყო, რომელსაც კორონავირუსის პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა. ავიახაზები გადარჩენისთვის იბრძვიან და მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ითხოვენ.ამასობაში „დისნეის“ ონლაინ სტრიმინგი „დისნეი პლუსი“ საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობს, მას გააქტიურებიდან 5 თვეში უკვე  50 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.



მარტის თვეში „უოლტ დისნეიმ“ გააჟღერა, რომ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ იგერმა მთელ თავის ანაზღაურებაზე უარი თქვა, გენერალური დირექტორის ბობ ჩაპეკის ხელფასი კი განახევრდა. იგერი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი დირექტორია გასართობ-სამეცნიერო დარგში, მხოლოდ გასულ წელს მან 47,5 მილიონი გამოიმუშავა.


როდესაც  „დისნეის“ გასართობი თემატური პარკები გაიხსნება, ბობ იგერის თქმით, ვიზიტორებისთვის თერმოტესტი ნორმალური ყოველდღიური რუტინა გახდება.


BBC.COM

მოამზადა მარიამ მორგოშიამ


თეგები:
დისნეი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up