UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭო - მხარს ვუჭერთ საქართველოში  ტურიზმის სექტორის ამუშავების მიზნით მთავრობის ძალისხმევას და ეფექტურ ზომებს, რაც ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, მდგრად და ძალიან ფასეულ  დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს

UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭო - მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის სექტორის ამუშავების მიზნით მთავრობის ძალისხმევას და ეფექტურ ზომებს, რაც ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, მდგრად და ძალიან ფასეულ დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს

access_time2020-09-16 20:00:00

მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის სექტორის ამუშავების, საზღვრების ეტაპობრივი გახსნის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას და ეფექტურ ზომებს, რაც ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, მდგრად და ძალიან ფასეულ დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს, - ამის შესახებ ნათქვამია UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაციაში, რომელიც 112-ე სხდომის ფარგლებში მიიღეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაცია UNWTO-ის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დღეს პირადად გადასცა.



დეკლარაცია, რომლის მთავარი მიზანია მსოფლიოში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებთან ერთად, არსებული გამოწვევების დაძლევის გზებსა და სამომავლო გეგმებსაც მოიცავს. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული COVID-19-თან ბრძოლის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.




„დიდად ვაფასებთ და გულწრფელად ვუხდით მადლობას საქართველოს მთავრობას გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს საზეიმო სხდომის მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც პანდემიის შემდეგ იმართება და საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის შეგრძნების შესაძლებლობას გვაძლევს. მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის სექტორის ამუშავების, საზღვრების ეტაპობრივი გახსნის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებულ ძალისხმევას და ეფექტურ ზომებს, რაც ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, მდგრად და ძალიან ფასეულ დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს", - ნათქვამია UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაციაში.



UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში პირველი უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა, საქართველო 16-17 სექტემბერს მასპინძლობს. სხდომა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნეს. ღონისძიების დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up