უნივერსიტეტებში ახალი სპეციალობის - სამოქალაქო ინჟინერიის სწავლება დაიწყება

უნივერსიტეტებში ახალი სპეციალობის - სამოქალაქო ინჟინერიის სწავლება დაიწყება

access_time2018-08-10 19:30:24


უნივერსიტეტებში ახალი სპეციალობის – სამოქალაქო ინჟინერიის სწავლება დაიწყება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში უკვე შევიდა.


დღემდე, ქართულ უნივერსიტეტებში მხოლოდ მშენებლობის სპეციალობა ისწავლება და სამოქალაქო ინჟინერია, როგორც კვალიფიკაცია, არ არსებობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართვის საფუძველზე კი, უმაღლესი განათლების დარგობრივმა საბჭომ საკითხი განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, თამარ სანიკიძის განცხადებით, სამოქალაქო ინჟინერია მშენებლების მომზადებასთან დაკავშირებით სრულიად ახალ მიდგომებს გულისხმობს და ამ კვალიფიკაციის ადამიანი მშენებლობის სპეციალისტისგან განსხვავებული იქნება.


„ამ ახალი სპეციალობის თავისებურებაა, რომ სამოქალაქო ინჟინერიის შემთხვევაში, თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები უფრო მკაფიოდ ფიგურირებს. სამოქალაქო ინჟინერია მოიცავს ზოგადად მშენებლობას, ასევე დაგეგმარებას, პროექტირებას, ტესტირებას, მშენებლობის ხელმძღვანელობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა მშენებლობის მიმართულებისგან“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.



მისი განმარტებით, სამოქალაქო ინჟინერია თავისი არსით უფრო სივრცითი მოწყობაა და მასში გათვალისწინებულია ისეთი კომპონენტები, როგორიცაა: ჰიდროტექნიკური მშენებლობა, სატრანსპორტო სისტემები, წყალმომარაგების სისტემები, ინჟინერია.


ამასთან, თამარ სანიკიძის თქმით, მშენებლობის სპეციალიზაციის პრობლემაა, რომ აღნიშნული სპეციალობის კადრების მიმართ ინდუსტრია ინტერესს არ იჩენს. დარგი ვითარდება, ჩნდება ახალ უნარებზე მოთხოვნა, მშენებლობის სპეციალიზაცია კი, ამ გამოწვევებს ვერ პასუხობს.


სამოქალაქო ინჟინერია შეისწავლება, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე.


სამოქალაქო ინჟინერიის სპეციალობაზე პროგრამები უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა შეადგინონ და შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვონ.


TV1






რუსეთში ჩნდებიან ოფშორები

რუსეთში  ჩნდებიან  ოფშორები
person access_time2018-08-17 19:57:59
რუსეთის დუმამ მიიღო კანონი ქვეყანაში 2018 წლის მესამე კვარტალში ოფშორული ზონების შექმნის  შესახებ.  რეალუარდ ეს იქნება სპეციალური ადმინისტრაციული რაიონები, რომლებიც ქვეყნის  სხვადასხვა მხარეს განლაგებულ კუნძულებზე განთავსდება.  ერთი ოფშორული ზონა განთავსდება კალინინგრადის მხარეში,ხოლო მეორე...

მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას

მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას
person access_time2018-08-17 19:05:00
მთავრობა საპენსიო რეფორმაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხის მოგვარებას იწყებს, რაც პენსიის ზრდის პრინციპის განსაზღვრას გულისხმობს. ამისთვის კი არსებული კანონმდებლობით 9-თვიანი ვადაა ...

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა
person access_time2018-08-17 18:32:49
სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. შენობიდან სტუმრების გაყვანა დილიდან მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ლევან მაისურაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად არაერთი...

ყოფილი "ლეოგრანდის" შენობა თითქმის დაცარიელებულია

ყოფილი
person access_time2018-08-17 17:00:00
ყოფილი "ლეოგრანდის" შენობა თითქმის დაცარიელდა. სხვა სასტუმროებში გადაყვანის პროცესით ტურისტების ნაწილი უკმაყოფილოა. ერთ-ერთმა მათგანმა ფოიეში სამართალდამცავებიც გამოიძახა.   ტურისტი გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას...

დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს

დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს
person access_time2018-08-17 17:05:44
20 აგვისტოდან ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს, რომ აღნიშნული შეზღუდვა სადისტრიბუციო კომპანიების ბიზნესს მნიშვნელოვნად...


მსგავსი სიახლეები

up