Universal Pictures საქართველოთი კვლავ დაინტერესდა

Universal Pictures საქართველოთი კვლავ დაინტერესდა

access_time2020-09-14 16:20:18

საერთაშორისო კინო ინდუსტრიაში წამყვანი Universal Pictures კვლავ დაინტერესებულია საქართველოში ფილმის წარმოებით. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფრენჩაიზისთვის ფორსაჟი სცენების თბილისში გადაღების შემდეგ, ქვეყანას ესტუმრებიან გამოცდილი ამერიკელი სკაუტები ლორი ბარტონი, პიტერ გლუკი და ილტ ჯონსი.


ვიზიტი ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კინოკლასტერის თანამშრომლობის ფარგლებში.


„აწარმოე საქართველოში"-siნფორმაციით, სკაუტები გაეცნობიან საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, ისინი მოინახულებენ გადასაღებად საინტერესო ადგილებს ქვეყნის მასშტაბით. სკაუტებისთვის შედგენილი ტური 14-18 სექტემბერს ტარდება და სტუმრებს საშუალებას აძლევს მოინახულონ გორი, ვარძია, ქვიშხეთი, ანანური, ყაზბეგი და რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი კახეთში.


ვიზიტის ბოლოს კი ფუნიკულიორის ღონისძიებათა დარბაზში გაიმართება მასტერკლასი შემოქმედებით ინდუსტრიაში ჩართული და დაინტერესებული პირებისთვის. Universal Pictures-ის წარმომადგენლები საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ასევე, ისინი ისაუბრებენ ლოკაციების დათვალიერებისა და შერჩევის სპეციფიკაზე.



საქართველოში კინო ინდუსტრიის განვითარებისა და ხელშწყობის მიზნით, აღნიშნული ტურის მეორე ეტაპიც იგეგმება 2021 წლის გაზაფხულის პერიოდში. ქვეყანას კვლავ ესტუმრებიან Universal Pictures-ის გავლენიანი პროდიუსერები, რომელთაც არაერთ მაღალბიუჯეტურ, წარმატებულ ფილმზე აქვთ ნამუშევარი.


სააგენტოთვის "აწარმოე საქართველოში" ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ სექტორის წარმატება საქართველოში ეკონომიკის წინსვლას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს,  აცხადებს სააგენტოს აწარმოე საქართველოში დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.


მისი თქმით, აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო კინო ინდუსტრიის ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორიც არის Universal Pictures, კრეატიული ეკონომიკის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.


შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გადაიღე საქართველოში, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიაზე სცენების გადაღება უკვე განახორციელა არაერთმა კომპანიამ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.


პროგრამის ფარგლებში სულ გაფორმებულია ხელშეკრულება 30 პროექტის განხორციელების თაობაზე, საიდანაც 22 პროექტი დასრულებულია. მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა შეადგენს 94 მლნ ლარზე მეტს. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების საშუალებით შეიქმნება 15,795 დროებითი სამუშაო ადგილი.



თეგები:
Universal Pictures



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up