UniSHOP – ონლაინ მაღაზიის დამოუკიდებლად შექმნა უკვე შესაძლებელია

UniSHOP – ონლაინ მაღაზიის დამოუკიდებლად შექმნა უკვე შესაძლებელია

access_time2018-12-06 22:43:06


UniSHOP ელ-კომერციული პლატფორმაა. მისი საშუალებით, სტარტაპერები და დამწყები მეწარმეები, ონლაინ მაღაზიას დამოუკიდებლად შექმნიან და ასევე შეძლებენ პირველად საქართველოში პირდაპირ Facebook-დან გაყიდონ პროდუქცია.


„ეს ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც სურს, ონლაინ გაყიდოს პროდუქტი ან მომსახურება. UniSHOP-ის დახმარებით, თავიდან აიცილებთ ონლაინ რეალიზაციის დაწყებამდე არსებულ დროში გაწელილ პროცედურებს: დეველოპერების გუნდის დაქირავებას, დომენის შეძენას, ჰოსტინგის შეძენას, დიზაინის აწყობას, ონლაინ გადახდების ინტეგრაციას და ა.შ. ამიტომ, თუ აქამდე წარმოუდგენლად გეჩვენებოდათ დამოუკიდებლად, ტექნიკური ცოდნის გარეშე, ონლაინ მაღაზიის შექმნა და ფიქრობდით, რომ საქართველოში Facebook-დან გაყიდვა შეუძლებელი იყო – ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა“.


როგორც UniSHOP-ის წარმომადგენლები ამბობენ, მათი ვებგვერდის საშუალებით, ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად, რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო და დასაწყისისთვის მომხმარებელს შეუძლია 14 დღიანი უფასო ვერსიით ისარგებლოს.


„მომხმარებელი რეგისტრირდება ვებგვერდზე: unishop.ge, შეჰყავს მხოლოდ მაღაზიის სახელი, მეილი და პაროლი; მას ავტომატურად ენიჭება ქვე-დომენი, ხოლო სურვილის შემთხვევაში, აქვე იძენს ან გადმოაქვს სასურველი დომენი; აწყობს მაღაზიის დიზაინს დამოუკიდებლად და ძალიან მარტივად, ტვირთავს პროდუქციის ფოტოებს, აღწერას და ფასებს; შეუძლია მაღაზია მიაბას Facebook Page-ს და პირველად საქართველოში გაყიდოს პირდაპირ Facebook-ზე“.



რაც შეეხება ონლაინ გადახდებს, როგორც UniSHOP-ში ამბობენ, მათ მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს UniPAY Checkout -ით და მიიღოს გადახდები: საკრედიტო ბარათებით (VISA, Mastercard, AMEX), ელექტრონული საფულით (UniPAY Wallet) და პირველად საქართველოში, QR კოდითაც კი (QR Pay).


კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მომხმარებელს შეუძლია, ონლაინ მაღაზია მობილური აპლიკაციითაც მართოს – დაამატოს ან ამოიღოს პროდუქტები, მიუთითოს ფასები, შეცვალოს პარამეტრები, აკონტროლოს მარაგები, შეამოწმოს შეკვეთები რეალურ დროში ნებისმიერ დროსა და ადგილზე.


„ასევე, შესაძლებელია მიუთითოს ადგილზე მიტანის სხვადასხვა მეთოდი ან მომხმარებლებს მისცეს საშუალება, თავად მოაკითხოს პროდუქტს. გარდა ამისა, მის ონლაინ მაღაზიაში ინტეგრირებულია ფასდაკლების და პრომო აქციების ფუნქცია“.


აღსანიშნავია, რომ UniSHOP საერთაშორისო ელექტრონული კომერციული პლატფორმა Ecwid-ის პარტნიორია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, 175 ქვეყანაში 1.5 მილიონ ონლაინ მაღაზიას ემსახურება.


„კომპანია „უნიშოპი“, Ecwid-თან ერთად, ქართულ ბაზარზე ავითარებს ისეთ სწრაფ მოდულებსა და ხელსაწყოებს, რომელიც სტარტაპერს აძლევს საშუალებას, იაფად და მარტივად შექმნას ონლაინ მაღაზია და მიიღოს ონლაინ გადახდები პირდაპირ Facebook-ზე“.



marketer.ge





რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი

რომან კაკულია: სახელფასო პოლიტიკა მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი
access_time2019-03-25 18:30:48
“სახელფასო პოლიტიკა, მთლიანად ქვეყანაში  უნდა იყოს სამართლიანი და ასე ამოგლეჯილად, სხვადასხვა სფეროს ხელფასების განხილვა, არ არის სწორი. თუ მაღალ პასუხისმგებლობას, რაღაც საფრთხეებს ცდუნებასთან მიმართებაში  კრიტერიუმად ავიღებთ, მაშინ არც პარლამენტარის წინაშე არსებული ცდუნებებია დაბალი და ამ გაგებით მაშინ დეპუტატების ხელფასიც უნდა გაიზარდოს. ეს თეორიული განცხადებაა და არამც და არამაც არ ვგულისხმობ დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდას,“ - ასე განმარტა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური...

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?

კრიპტოსამყაროს მთავარი საიდუმლო: ვინ შექმნა ბიტკოინი?
access_time2019-03-25 20:00:34
ბიტკოინი შემქნელის ირგვლივ არსებობს ძალიან ბევრი თეორია, თუმცა მათ ყველას აკლია მთავარი - მყარი მტკიცებულებები. თუმცა, შესაძლებელია ამ საიდუმლოს ფარდა სულ მალე აიხადოს. პირველი კრიპტოვალუტა 10 წლის წინ გაჩნდა, დღეს კი ვირტუალური ფულის ბაზარი მილიარდებს ითვლის, სხვადასხვა კრიპტოვალუტების რაოდენობამ გადააჭარბა 2100-ს, ხოლო განვითარებული ქვეყნების მთავრობები სერიოზულად დაფიქრდნენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. თუმცა, დღემდე უცნობია, ვინ დგას...

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“

ლევან კობერიძე: „ავტომობილის მფლობელთათვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა ამ ეტაპზე საქართველოში არამიზანშეწონილია“
access_time2019-03-25 17:00:51
სავალდებულო ავტოდაზღვევას სკეპტიკოსები ხელისუფლებაშიც გამოუჩნდნენ. იმ ფონზე, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები და დეპუტატები სავალდებულო ავტოდაზღვევის აუცილებლობაზე მსჯელობენ,  პარლამენტის წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი ვალდებულება მოსახლეობის სოციალურ ტვირთს დაამძიმებს და შეიძლება უკმაყოფილების მიზეზიც გახდეს. „ქართული ოცნების“  წევრმა ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სავალდებულო დაზღვევა...

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“

ანა დოლიძე: „ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი“
access_time2019-03-25 19:00:56
„ხელისუფლების უნიათობის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია  “ცენტრ-პოინტის“ საქმე, დიახ, იგი არის „ქართული ოცნების“ დიაგნოზი,“ - ასე აფასებს  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „ქართული ოცნების“  კიდევ ერთ  შეუსრულებელ დაპირებას.  როგორც ცნობილის, „ცენტ-პოინტის“ მენაშენე, თითქმის 5 ათასი ოჯახი  (დაახლოებით 10 ათასი ადამიანი) კვლავ პრობლემის მოგვარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ამ...

„მთაწმიდაზე, MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“

„მთაწმიდაზე,  MKdevelopment-ის ე.წ. კანონიერი მშენებლობა არის უპასუხისმგებლო და ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგო,“ - რას პასუხობს სამშენებლო კომპანია „კომერსანტს“
access_time2019-03-25 13:30:14
მთაწმიდაზე, წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია საფრთხეშია - განცხადებას სოციალურ ქსელში არსამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“ ავრცელებს.   ირკვევა, რომ წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის ქვეშ, მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩის მიმდებარედ  MKdevelopment კორპუსის მშენებლობას იწყებს.  „რამდენიმე დღეა ტვერელის ეკლესიასთან მიმდიდინარეობს სრულიად კანონიერი სამუშაოები! კანონიერი იმიტომ, რომ...


მსგავსი სიახლეები

up