კომპანია Zhongjiya Technology Co.LTD ჩინეთში ქართულ ნედლეულზე დამზადებულ ორგანულ კოსმეტიკას გამოუშვებს - საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის ერთწლიანი შედეგები (ინტერვიუ ბექა მიქაბერიძესთან)

კომპანია Zhongjiya Technology Co.LTD ჩინეთში ქართულ ნედლეულზე დამზადებულ ორგანულ კოსმეტიკას გამოუშვებს - საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის ერთწლიანი შედეგები (ინტერვიუ ბექა მიქაბერიძესთან)

access_time2019-04-30 18:00:56

2017 წელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ  სხვადასხვა მიმართულებით გაუხსნა ასპარეზი როგორც ქართველ, ასევე ჩინელ მეწარმეებსა და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებს. როგორია ორმხრივი თანამშრომლობის ერთწლიანი შედეგები, რა კონკრეტულ სფეროებში გვაქვს მიღწევები  და როგორია სამომავლო ეკონომიკური პოტენციალი   - ამასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ქართული დიასპორის სავაჭრო სამრეწველო პალატის ოფიციალურ წარმომადგენელს ჩინეთში ბექა მიქაბერიძეს ესაუბრა.


ბოლო პერიოდში ჩინეთი საქართველოს აქტიური ბიზნეს-ეკონომიკური პარტნიორი ხდება - რა პოტენციალი აქვს ორ ქვეყანას ამ მიმართულებით?



საქართველო და ჩინეთი ბოლო პერიოდია მჭიდროდ თანამშრომლობს ეკონომიკური მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ქვეყანა ტერიტორიულად ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან, ჩინეთისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია. სამომავლოდ მოხდება ჩინეთიდან ჩამოსული პროდუქციის სახმელეთო გზით საქართველოში შემოტანა და საქართველოდან პროდუქციის საზღვაო გზით ევროპის ბაზარზე შეტანა. ეს არის შეუჩერებელი პროცესი. საქართველო ცალსახად მიზიდველი ქვეყანაა ჩინეთისთვის, რადგან მას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპასთან, წარმოადგენს სატრანზიტო ჰაბს, სადაც ჩინეთის მწარმოებლებს აქვთ შესაძლებლობა აწარმოონ საკუთარი პროდუქცია და გაიტანონ ევროპის ბაზარზე რეალიზაციისთვის.

 


  კონკტერულად - რა პერსპექტივა აქვს ქართულ ბიზნესს  ჩინეთის ბაზარზე და რა მიმართულებით ვართ საინტერესო ჩინელებისთვის. ვიცით რომ აქტიურად ინტერესდებიან ქართული ღვინით, კიდევ რა პროდუქტებზეა მოთხოვნა?



ჩინეთის ბაზარი ძალიან დიდია და ყველა ქვეყანა მიისწრაფვის საკუთარი პროდუქცია შემიტანოს. ჩინეთის პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმპორტირებული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე შემტანის საკითხს და მათ პოპულარიზაციას ჩინეთში, ამის ნათელი მაგალითია შანხაის 2018 წლის ექსპო, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის მწარმოებლების პროდუქციამ ერთ სივრცეში მოიყარა თავი. ეს მსოფლიო მწარმოებლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა მსოფლიოს უზარმაზარ ბაზარს გააცნონ საკუთარი წარმოებული პროდუქცია. ჩინელები ნაკლებად იცნობენ ქართულ კომპანიებს, ამიტომ მაქსიმალურად ბევრი ღონისძიება უნდა ჩავატაროთ, მაგალითად, როგორც ეს მოხდა ქართული ღვინის შემთხვევაში. „სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლმა“ უპრეცედენტო შესაძლებლობა მისცა ყველა ქართველ მწარმოებელს, რომ საკუთარი პროდუქცია შემოიტანოს ჩვენს სახლში, სადაც მოხდება ჩვენი ქართველი მენეჯრების მიერ ჩინურ ენაზე მათი გაცნობა და რეალიზება, ეს პროცესი დაწყებულია და საკმაოდ კარგად მუშაობს. მაგალითისთვის ავიღოთ ქართული თაფლი და ყველი,  პრაქტიკაში გვაჩვენა, რომ ამ პროდუქტებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა შანხაის ექსპოზე, შესაბამისად, ქართულ პროდუქციას დიდი პერსპექტივა აქვს ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე.

 


როგორია სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლი ამ ურთიერთობებში?



საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მეტად უწყობს ხელს იმას,  რომ გაპიარდეს ქართული პროდუქცია ჩინეთის დიდ ბაზარზე  და ამავდროულად საქართველოში მოქმედ ჩინურ კომპანიებს ხელს უწყობს საქართველოს ბაზარზე არსებული სიტუაციის გაცნობაში.


 

რამდენად  მიმზიდველია საქართველო ჩინური ინვესტიციების ჩასადებლად და რამდენად აქტიურად მიმდინარეობს ეს პროცესი?




ჩინელების ტენდენციაა, თავიანთი კაპიტალი გაიტანონ აბრეშუმის გზის ქვეყნებში და აწ უკვე სარტყლისა და გზის ინიციატივაში ჩართულ ქვეყნებში. მათთვის შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო ინვესტიციების განსახორციელებლად. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ევროპასთან, საუკეთესო წინაპირობაა ჩინური ინვესტიციების მოსაზიდად.

 საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მხარში უდგას და ეხმარება ქართულ კომპანიებს ჩინეთის ბაზარზე მათი პროდუქციის გაცნობასა და პოპულარიზაციაში, ამისთვის ჩვენ, პალატის ოფიციალური წარმომადგენლობა ჩინეთში ატარებს მთელ რიგ ღონისძიებებს, იღებს მონაწილეობას მასშტაბური დონის გამოფენებში, სადაც წარმოდგენილია ქართული პროდუქცია და ხდება მისი პოპულარიზაცია, გაცნობა ჩინელებისთვის.



რა მიმართულებებს მოიცავს „სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი“?



სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დარეგისტრირებულია როგორც საქართველოში, ისე ჩინეთში. მას აქვს შვიდი ძირითადი მიმართულება: იმპორტი, ექსპორტი, წარმოება, ტექნოლოგია, ტურიზმი, მედია, ქართული Duty Free მაღაზიები. ქართული Duty Free მაღაზიები დაყოფილია ხუთ სივრცედ: ქართული ღვინის განყოფლიება, ქართული პროდუქციის განყოფილება, ტურიზმის განყოფილება, ქართული სამზარეულო და ქართულ-ჩინური ტექნოლოგიური განყოფილება, მაგრამ ყველაზე მთავარი აქტივი ბიზნეს სახლის გახლავთ ის, რომ გააერთიანოს აბრეშუმის გზის 25 ქვეყანა ერთი სამუშაო სივრცის ქვეშ.

 


როგორია ტურიზმის კუთხით საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის პოტენციალი?



ჩინეთი მსოფლიოში ტურიზმის მოყვარული ყველაზე დიდი ქვეყანაა, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაუროდ ყოველ თვეს დაახლოებით 5 მილიონი ტურისტი გაედინება. საქართველო ჩინეთისთვის ახლად აღმოჩენილი ტურისტული დანიშნულების ადგილია, ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი, რადგან ძალიან მოკლე დროში ჩინელ ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა უამრავი ღირსშესანიშნავი ადგილი მოინახულონ, რაც მათ ძალიან ხიბლავთ. ასე რომ ტურიზმის პოტენციალის ასამაღლებლად მეტი და მეტი ღონისძიება უნდა გატარდეს, წინასწარ უნდა მოვუმზადოთ ნიადაგი ჩინელ ტუროსტებს, რომ ჩამოვიდნენ და იმოგზაურონ.

 


რაც შეეხება ტექნოლოგიურ გამოგონებებს,  რა სიახლეებია ამ მიმართულებით და როგორ უწყობს ჩინეთის ბაზარი საქართველოს ტექნოლოგიურ წინსვლას ხელს?

 


ჩვენი ტექნოლოგიური კომპანია ემზადება ქართულ-ჩინური ინვესტიციით გამოუშვას პირველი ქართული ორგანული კოსმეტიკა. კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა, რომელსაც Zhongjiya Technology Co.LTD ჰქვია.



აქვე აღვნიშნავ, რომ ქართული რესურსის გამოყენებით, ჩინური ინვენტარის საფუძველზე შეიქმნება უნიკალური ქართული კოსმეტიკური საშუალებები. ჩინეთში უკვე განხორციელებული ინვესტიციით, გამოვუშვით ხის უნიკალური მოსაპირკეთებელი მასალა, რომლისთვისაც ვიყენებთ დაბალი ხარისხის ხეს და ნანოტექნოლოგიების გამოყენებით გადამუშავების საფუძველზე გამოდის უმაღლესი ხარისხის ხის მოსაპირკეთებელი მასალა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის, რათა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე მეტი ახალი ერთობლივი პროდუქტი მივიღოთ.

 


რა პროდუქტებია პრიორიტეტული ჩინეთ-საქართველოს იმპორტ-ექსპორტში?



ჩინეთის ბაზარზე ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული ქართული პროდუციიდან უნდა აღვნიშნოთ ღვინო, მინერალური წყლები, ნატურალური წვენები, ჯემები. ჩინეთიდან საქართველოში შემოსული პრიორიტეტული პროდუქტებია: სამშენებლო მასალები, სამედიცინო პროდუქცია და მსუბუქი მრეწველობის პროდუქტები.



მედიის კუთხით თანამშრომლობა რას გულისხმობს და რომელი კომპანიები არიან ამ სექტორში ჩართულები?



მედიის როლი ორი ქვეყნის კულტურების დაახლოებაში, ორივე ქვეყნის დადებითი მხარეების გაცნობაში უმნიშვნელოვანესია. ჩვენი ბიზნეს სახლის ქვეშ არსებული მედია კომპანიის მთავარი მიზანია გააპიაროს საქართველო ჩინეთის ტერიტორიაზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ტელემაუწყებლებთან: გუანდონის ტელევიზია, გუანჯოუ TV, მედია ჰოლდონგები, რომლებიც სისტემატურ რეჟიმში აპიარებენ ჩინეთში ქართულ პროდუქციას, საქართველოს ტურიზმს და საქართველოს ბიზნეს სიახლებს მთელი ჩინეთის მასშტაბით.

 

 

 მარიამ მორგოშია

 

 






„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა
access_time2019-10-21 20:30:17
2019 წლის იანვარს-სექტემბერში ჩინეთის მშპ-მ  9,8 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს  6,%-ით აღემატება- იტყობინება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.ბოლო 3 კვარტლის მანძილზე ქვეყნის მშპ-ს ზრდა მცირდება - პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, მეორეში -6,2%, მესამეში - უკვე 6%. ბოლო ციფრი მოსალოდნელზე, ანუ 6,1%-ზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი  1992 წლიდან  ყველაზე დაბალია. 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....


მსგავსი სიახლეები

up