„უნიკალური ქართული გემო“ - ქართული სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტრადიციები

„უნიკალური ქართული გემო“ - ქართული სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტრადიციები

access_time2022-11-25 10:50:05

26-27 ნოემბერი,აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ მეხუთედ გაიმართება თბილისში, დედაენის ბაღში. ღონისძიება მიზნად ისახავს, ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და მომხმარებელთან დაკავშირების მიზნით, მცირე და საშუალო ნიშური სასურსათო პროდუქტების მწარმოებლების ხელშეწყობას.


აღნიშნული ფერმერთა ბაზრობები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ხორციელდება, ევროკავშირის მხარდაჭერით. აგრობაზრის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვლენ და ღონისძიებაზე ადგილობრივი, ნიშურ პროდუქტებს წარადგენენ. ორ დღიან ღონისძიებაში, დაახლოებით 50 მეწარმე მიიღებს მონაწილეობას და გაყიდის ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის: ყველი, ხორც-პროდუქტები, თაფლი, ღვინო, ჩაი და სხვ.



აგრობაზრის ყველა მონაწილეს, სურსათის უვნებლობისა და ბიზნესის მართვის მიმართულებით შესაბამისი ტრენინგის კურსი გავლილი აქვს FAO-ს ხელშეწყობით. მონაწილეთა გარკვეულ ნაწილს, საჭირო დანადგარების შეძენისა და სოფლის სამეურნეო სივრცეების განვითარების კუთხით, FAO-მ, ევროკავშირის მხარდაჭერით, სათანადო ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინა.


აგრობაზარი ხორციელდება FAO-ს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Business ინიციატივის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში. ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივა, მიზნად ისახავს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას იურიდიული გარემოს გაუმჯობესების, ფინანსებთან წვდომისა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.

თეგები:
აგრობაზარი



მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
მთავრობა საბანკო სექტორს მოგების გადასახადს 5%-ით უძვირებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. „მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

როგორი იყო 2022 წელი საავტომობილო ბაზრისთვის - ავტოიმპორტიორები მომავალ წელს ფასების ზრდას ელიან

როგორი იყო  2022 წელი  საავტომობილო  ბაზრისთვის - ავტოიმპორტიორები მომავალ წელს ფასების ზრდას ელიან
access_time2022-12-05 15:10:11
„2022 წელს მეორეულ ავტომობილებზე ფასები 30-40% ით არის  გაზრდილი , რაც წლის ბოლომდე აღარ გაიზრდება, რადგან ავტომობილების ნაწილი კვლავ გზაშია“-  ამის  შესახებ  „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ალექსი ნონიაძემ ისაუბრა. მისი  თქმით, სავარაუდოდ  მომავალ წელს ფასების 10-15% იანი ზრდა  იქნება.  რაც შეეხება მოთხოვნას, ნონიაძე ამბობს, რომ როდესაც ავტომობილებზე  ფასები იზრდება, მოთხოვნა...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...


მსგავსი სიახლეები

up