„უნიკალური დღეა, სვანეთში ვხსნით ზაფხულის სეზონს"

„უნიკალური დღეა, სვანეთში ვხსნით ზაფხულის სეზონს"

access_time2017-06-11 10:30:41

„უნიკალური დღეა, რადგან 10 ივნისია, სვანეთში ვხსნით ზაფხულის სეზონს და ამვდროულად, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე მიმდინარეობს ბორის კახიანის სახელობის ტურნირი" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ სვანეთში ვიზიტისას, კურორტ თეთნულდზე ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი გახარია მესტიაში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებების დაწყებამდე კურორტ თეთნულდზე იმყოფებოდა, სადაც, ზაფხულის სეზონის მიუხედავად, სათხილამურო სპორტის მოყვარულები შეიკრიბნენ და ბორის კახიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა.


მინისტრმა ტურნირში გამარჯვებულ გუნდს მედალი და საპატიო სიგელი გადასცა.


გიორგი გახარიასთან ერთად, სვანეთში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს დაემთხვა ზამთრის სეზონის დახურვა და ასევე ზაფხულის სეზონის გახსნა. რესურსი, რომელსაც სახელმწიფო კონცენტრირებულად ხარჯავს ტურიზმის განვითარებაში, განსაკუთრებით სამთო ტურიზმის განვითარებისთვის სვანეთსა და კონკრეტულად მესტიაში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. წელს დავიწყებთ და მომავალი სეზონისთვის დავამთავრებთ ჰაწვალის საბაგიროსაც, სადაც იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლოკაცია ტურიზმის განვითარებისთვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასევე მუშაობა და მალე დასრულდება მესტიისა და ჰაწვალის სივრცითი მოწყობის გეგმა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ლამაზ კუთხეს, ამ უნიკალურ რეგიონს მოვუტანოთ დამატებითი სარგებელი და დამატებითი ეკონომიკური ზრდა" - განაცხადა გიორგი გახარიამ.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, სვანეთს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და მის კურორტებზე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი ყველანაირ გემოვნების ადამიანისთვის. „შარშან მაისში ვიყავი თეთნულდზე და იყო თოვლი, მაგრამ 10 ივნისს რომ აქ სრიალი არის შესაძლებელი, ეს არის ფანტასტიური და წარმოუდგენელი" - აღნიშნა სოზარ სუბარმა.


სვანეთში, კურორტების განვითარების პარალელურად, ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2016-2017 წლების სამთო-სათხილამურო სეზონზე თეთნულდზე ტურისტების რაოდენობამ 8948-ს, ხოლო ჰაწვალზე 7 321 ადამიანს მიაღწია.


„დღეს არის 10 ივნისი და ჩვენ თეთნულდზე თხილამურებით ვსრიალებთ. მთელს მსოფლიოს გვსურს გავაგებინოთ, რომ საქართველოში ზაფხულშიც შეიძლება სრიალი. ამ კურორტს აქვს უდიდესი პოტენციალი და ვფიქრობთ, რომ თეთნულდი რამდენიმე წელიწადში იქნება საუკეთესო და მსოფლიო დონის კურორტი" - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.


 

 

მისივე განცხადებით, სვანეთის კურორტებზე კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რომლებიც ხელს შეუწყობს კერძო მესაკუთრეთა შესაძლებლობების გაფართოვებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დამსვენებელთა პირობების სრულყოფას.


„დღეს სიმბოლურად ზაფხულის ტურისტული სეზონი იხსნება სვანეთში, თუმცა, ამავდროულად, ჯერ ზამთრის სეზონიც არ დასრულებულა. ეს იმის დასტურია, რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი, როდესაც ზაფხულისა და ზამთრის ტურიზმი ერთდროულად შეიძლება განვითარდეს. 2017 წელი იქნება ახალი რეკორდების წელიწადი, რადგან ამ წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ჩვენ უკვე ტურისტების 25 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, ასე რომ ძალიან წარმატებულ ზაფხულის სეზონს და ზოგადად, 2017 წლის წარმატებით დასრულებას ველოდებით" - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.


თეთნულდზე ტურნირის დასრულების შემდეგ გიორგი გახარია ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული დმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს დაესწრო, რომლითაც სიმბოლურად სვანეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში მესტიაში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა, რომლებიც ადგილობრივი სამზარეულოს, ადგილობრივი ფოლკლორისა და ხელოვნების პოპულარიზაციას მიეძღვნა.

 

 



რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები
access_time2021-02-28 11:00:17
“მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს და პარლამენტარებს, რომ ბიზნესს არ აინტერესებს მათი აბდაუბდის მოსმენა”-ეს განცხადება bm.ge-თან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა.ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესის როლზე საუბრობს და პოლიტიკოსებს ბიზნესის კრიტიკის ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.“ბიზნესი მიეჩვია განვითარდეს, იპოვოს თავისი გაზა, მოუაროს თავის ბიზნესს. აღმოჩნდა, რომ ბიზნეს საზოგადოება...

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის
access_time2021-02-28 10:00:11
თიბისი კაპიტალში საქართველოში იანვარში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას მოლოდინებთან შესაბამისს უწოდებენ. ამავდროულად საინვესტიციო კომპანია არც წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის და მიიჩნევს, რომ მომდევნო 2 თვეში ქვეყანაში იანვართან შედარებით ეკონომიკური ატივობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.საინვესტიციო კომპანიაში განმარტავენ, რომ კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, ლოქდაუნის შემოღების შედეგებს და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული...

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები
access_time2021-02-27 20:30:47
20 იანვარს დემოკრატი ჯი ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რისი გაკეთება მოასწო მან 1 თვეში?   1.ვაქცინაციის დაჩქარება აშშ-ს მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო თუმცა, ნელი ტემპებით მიმდინარეობდა.   1 თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პროცესის დაჩქარება მოახერხა - ყოველკვირეულად სხვადასხვა შტატში 11 მლნ. დოზა იგზავნება, რაც დეკემბერთან შედარებით 57%-ით...

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...


მსგავსი სიახლეები

up