გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ანგარიშის თანახმად, პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო, მსოფლიოში 463 მილიონ ბავშვს სწავლის შესაძლებლობა არ აქვს.
„ის, რომ ბავშვების დიდ რაოდენობას თვეების განმავლობაში სწავლის შესაძლებლობა არ აქვს, განათლების სფეროში საგანგებო მდგომარეობაა. ამის შედეგებს საზოგადოებასა და ეკონომიკაში ათწლეულების განმავლობაში ვიგრძნობთ“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის დირექტორმა, ჰენრიეტა ფორმა.
გაეროს მონაცემებით, პანდემიის გამო სკოლების დახურვა და კარანტინის რეჟიმი დაახლოებით 1.5 მილიარდ ბავშვს შეეხო, ხოლო დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა ყველას არ აქვს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.