გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობამ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ტექნიკა გადასცა.
სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, UNHCR-ის მიერ გაწეული დახმარება სააგენტოს საშუალებას მისცემს როგორც თბილისში, ისე რეგიონალურ სამმართველოებში, იძულებით გადაადგილებული პირებს, შემდგომში კი, უკვე დაბრუნებულ მიგრანტებსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს კიდევ უფრო ხარისხიანი და სწრაფი მომსახურება შესთავაზოს.