UNHCR-ისა და დევნილთა სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად დახმარებას 1000 დევნილი ოჯახი მიიღებს

UNHCR-ისა და დევნილთა სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად დახმარებას 1000 დევნილი ოჯახი მიიღებს

access_time2020-05-07 13:31:11

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კემლინ ფურლემ და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცეს. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.



საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარების მიზნით, თანხა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობამ გამოყო. 1000 დევნილ ოჯახს, რომელიც დახმარების მიმღებთა კატეგორიაში მოხვდა, სურსათსა და ჰიგიენურ საშუალებებს ადგილზე მიუტანენ.



ამ ეტაპზე, დახმარებას მიიღებენ სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებული ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა და ამასთან ერთად არიან:



• მრავალშვილიანი ოჯახები;
• მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები დევნილები;
• ვეტერანები:
• მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანი დევნილები;




,,კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ამ ურთულესი გამოწვევის წინაშე სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია. ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ და გვერდში დავუდგეთ იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდება. ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღეებიდან, ჩვენ, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოსთან მიმართებაში ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ ამ ვირუსთან ბრძოლაში და ადამიანებს შევუმსუბუქოთ სირთულეები. დღესაც, ისევე როგორც ბოლო 27 წელი, UNHCR დგას ქართველი ხალხისა და მთავრობის გვერდით“, - განაცხადა კემლინ ფურლემ.



დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლეს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დროს გაწეული დახმარებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის.



ამ ეტაპზე, საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებსაც ამ დრომდე დახმარება არ მიუღიათ.








სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა

სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
access_time2021-01-15 16:00:05
დღეიდან, ლიბერთის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოციალური ტიპის ბარათებს, რომელთა  ,,პინ კოდის” მოქმედების ვადა უკვე დასრულდა ან დასრულდება 31 მარტის ჩათვლით, პინ კოდის მოქმედების ვადა ავტომატურად  2021 წლის 15 აპრილამდე გაუგრძელდებათ.   „ჩვენ გავითვალისწინეთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე კოვიდსიტუაცია, ასევე ჩვენი მომხმარებლის საჭიროებები და ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გავამარტივეთ პროცედურა, შევამცირეთ მომხმარებლის სახლიდან გამოსვლისა და...

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა

Forbes: ბაიდენმა ეკონომიკური დახმარების ახალი გეგმა წარადგინა
access_time2021-01-15 20:00:23
აშშ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკის დახმარებისთვის კონგრესს 1,9 ტრლნ. დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.   „გეგმა ამბიციურია, თუმცა, მიღწევადი. ის ამერიკის ეკონომიკას გადაარჩენს და ქვეყანას ვირუსთან გამკლავების საშუალებას მისცემს“ - ნათქვამია ბაიდენის გარდამავალი ჯგუფის განცხადებაში.   ახალი პროექტი რამდენიმე ძირითად პუნქტს შეიცავს, მათ შორისაა ხარჯები კორონავირუსთან ბრძოლის გაძლიერებაზე (400 მლრდ....

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმების შესახებ ონლაინ შეხვედრა გაიმართა
access_time2021-01-15 14:50:43
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები გააცნო.     შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორი ძირითადი საკითხი, კერძოდ  დაქირავებულ პირთა შესახებ ახალი ელექტრონული რეესტრი, რეესტრში ინფორმაციის ასახვის წესი და დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის პროგრამა.  ასევე საუბარი შეეხო ზოგადად...

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი

გვჭირდება პასუხი 1-ლი თებერვლიდან სასტუმროები იხსნება თუ არა, ჯავშნები მივიღოთ თუ არ მივიღოთ - ალავერდაშვილი
access_time2021-01-15 15:00:56
„ის თემა, რომ 1-ელი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა - ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემაა აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტურიზმის სექტორს ქვეყანაში 2 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტის შემოტანა შეუძლია.     „ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ...

ნორვეგიაში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა

ნორვეგიაში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 23 პაციენტი გარდაიცვალა
access_time2021-01-15 19:00:17
ნორვეგიაში სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც ადრე COVID 19-ის ვაქცინით აიცრნენ.  ამის შესახებ ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს პრესსამსახური იუწყება. „გვაქვს ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებული გარდაცვალების 23 შემთხვევის შესახებ. ამჟამად, სპეციალისტების მხრიდან 13 მათგანის შესწავლა მიმდინარეობს,“ - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. სააგენტოს მთავარი ექიმი სიგურდ ხორტემუ იტყობინება, რომ უკვე მიღებულმა...


მსგავსი სიახლეები

up