უნგრეთში საშუალო სკოლების გახსნა სამი კვირით, 10 მაისამდე, გადადეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ათასობით მოსწავლემ და პედაგოგმა სწავლის ონლაინ რეჟიმში გაგრძელების მოთხოვნით წერილი გაავრცელეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ 19 აპრილისთვის დაგეგმილი სკოლების გახსნა მასწავლებლებისა და მშობლების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა.
პრემიერ-მინისტს ორბანის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ უნგრეთში მცხოვრები 10 მილიონი ადამიანიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ 1 დოზას 19 აპრილისთვის 3.5 მილიონამდე მოქალაქე მიიღებს. ივნისის დასაწყისისთვს კი ვაქცინა მოსახლეობის დაახლოებით 70%-სთვის გახდება ხელმისაწვდომი.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, უნგრეთში კოვიდ 19-ის ყოველდღიური ფატალური შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელი, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია.
IPN.GE