უნგრეთი  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია - დავით ზალკალიანი

უნგრეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია - დავით ზალკალიანი

access_time2021-03-12 23:00:00

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს ხშირი ვიზიტები გახლავთ ნათელი გზავნილი, რომ უნგრეთი ყოველთვის მყარად უჭერს მხარს საქართველოს ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ვიშეგრადის ჯგუფის ჩარჩოში და ორ ქვეყანას შორის არსებობს შედეგებზე ორიენტირებული პარტნიორობა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


დავით ზალკალიანის თქმით, უნგრელ კოლეგასთან შეხვედრაზე, საუბარი შეეხო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ სიტუაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, საქართველო მყარად დგას კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზაზე.



„მიუღებელია, რომ covid-19-ის დროს მოხდა კრიზისის გამწვავება და გრძელდება საქართველოს ანექსია, ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია. ასევე შემაშფოთებელია, რომ რუსეთი ადამიანის უფლებების საკითხებს იყენებს პოლიტიკური სპეკულაციებისა და ზეგავლენისთვის. ცხინვალის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივება 12 წლით და 6 თვით, პროვოკაციული გადაწყვეტილებაა და აუარესებს სიტუაციას. ჩვენ მივესალმებით, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ეფექტური ზომები განხორციელდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე. მე ინფორმაცია მივაწოდე მინისტრს, თუ რას ახორციელებს საქართველოს მთავრობა ამ ფორმატში, განსაკუთრებით ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში. ჩვენ გვინდა ხელშესახები შედეგები ჟენევის მოლაპარაკებებში და მე ხაზი გავუსვი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მნიშვნელობას.“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.



დავით ზალკალიანის განცხადებით, უნგრეთი არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერი და შეხვედრაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს გეგმები 2024 წელს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტი, რომლის მიმართაც საქართველოს დიდი ინტერესი აქვს.




„მე გავუზიარე ჩემს კოლეგას საქართველოს გეგმები. ასოცირების ხელშეკრულების გაძლიერების საკითხები და იდეები, თუ როგორ განვახორციელოთ ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენ უნგრეთის მუდმივი მხარდაჭერის და მათი გამოცდილების გაზიარების იმედი გვაქვს. საქართველო მზად არის გააძლიეროს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, რათა ქვეყანა მზად იყოს, შეიტანოს განაცხადი 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე. პიტერ სიიარტო ყოველთვის მტკიცე და მყარი გზავნილებით გამოირჩევა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი, რათა მოემზადოს ნატოს წევრობისთვის. ჩვენ მივესალმებით ნატო--საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტს და დროული, განახლებული არსებითი პაკეტის მიღება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი 2021 წლისთვის.“-განაცხადა ზალკალიანმა.



საქართველოს და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს როგორც კოვიდ 19 პანდემიით გამოწვეული სირთულეები და მის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯები, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ტურიზმის განვითარების სამომავლო გეგმები. დავით ზალკალიანის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და რეალური წარმატების ისტორიაა ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up