UNDP-მ თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

UNDP-მ თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

access_time2020-08-06 19:30:04

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ესტუმრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



ანდრია ბასილაია მიუსაფარ პირთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, თავშესაფრის მობინადრეებს და ხელმძღვანელობას გაესაუბრა და მათი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა.



მერის მოადგილე, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარების ფარგლებში, თბილისის მიუსაფართა თავშესაფრისთვის საყოფაცხოვრებო ინვენტარის გადაცემის პროცესს დაესწრო.



ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი და თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დაესწრნენ.




„დღეს, გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ ხელმძღვანელთან ერთად, ვეწვიე მიუსაფართა თავშესაფარს, რომელსაც UNDP–მ საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე, კერძოდ კი, განათლების კომპონენტის დანერგვის მიმართულებით UNDP–ის მხრიდან დახმარებაზე“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.



გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ წარმოშობილი კრიზისის დასაძლევად და მიუსაფარ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჰუმანიტარული დახმარების სახით, ლილოში მდებარე მუნიციპალურ თავშესაფარს საყოფაცხოვრებო ინვენტარი გადაეცა.



„მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა მენახა უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილის ეს დაწესებულება და ბედნიერი ვარ, რომ UNDP-მ მცირედი წვლილი შეიტანა მათი პირობების გაუმჯობესებაში. ძალიან მომეწონა ბენეფიციართა მოვლის ხარისხი, გავესაუბრე მათ და მოხარული ვარ, რომ ზოგიერთ მათგანს შეუძლია დაუბრუნდეს სამსახურს და ცხოვრების ნორმალურ პირობებს“, – აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.



თბილისის მერიის მიუსაფართა თავშესაფარში, დღეისათვის 103 ბენეფიციარი ცხოვრობს. მიუსაფარი პირები, თავშესაფარში კვებით, პირველადი სამედიცინო მომსახურებით, ფსიქოლოგის დახმარებით და ტანსაცმლით არიან უზრუნველყოფილი.












„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up