უნდა შემცირდეს თუ არა პარლამენტართა რაოდენობა - “50 პარლამენტარამდეც შეგვიძლია დავიყვანოთ”

უნდა შემცირდეს თუ არა პარლამენტართა რაოდენობა - “50 პარლამენტარამდეც შეგვიძლია დავიყვანოთ”

access_time2019-08-12 19:45:10

30 წელია ერთი და იგვე წრეზე დავდივართ - ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის იწყებს რეფორმებს, ზოგი სასამართლო რეფორმით, ზოგიც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების. თუმცა ვხედავთ, რომ არ ამართლებს, იმიტომ, რომ არ გვაქვს სახელმწიფო მოწყობის ერთიანი კონცეფცია.

 

ამის გარეშე, ცალკე აღებული პარლამენტის, მთავრობის ან თვითმართველობის ორგანოების შემცირება არაფერს მოგვცემს- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დადებულ კვლევებს, სადაც ასახულია, რომ საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იხარჯება და ძირითადად მთავრობისა და პარლამენტარების ხელფასებს და სამივლინებო ხარჯებს ხმარდება.

 

მეც მომხრე ვარ, რომ საბიუჯეტო თანხები მიზნობრივად იხარჯებოდეს ან ხელფასები იყოს რეგლამენტირებული, მაგრამ 30 წელია ერთი და იგივე წრეზე დავდივართ, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მოდის ხელისუფლებაში, იწყებს რეფორმებს, ზოგი სასამართლო რეფორმით, ზოგიც აღმასრულებელი და საკანონმდელო ორგანოების.

 

მაგრამ, ვხედავთ, რომ არ ამართლებს, იმიტომ, რომ სახელმწიფო მოწყობის ერთიანი ხედვა არ გვაქვს. ვიდრე არ შექმნება სახელმწიფო მოწყობის ერთიანი კონცეფცია, ამის გარეშე ცალკე აღებული პარლამენტის, მთავრობის ან თვითმმართველობის ორგანოების შემცირება არაფერს მოგვცემს.


 

თუ საკითხს მივუდგებით მხოლოდ იმ კუთხით, რომ მას აქვს და მე არა, ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ. კი ბატონო, 250 პარლამენტარიდან დავიყვანეთ 150 პარლამენტარამდე, მერე რა ეფექტი მოგვცა, შემცირდა თანხების ხარჯვა თუ უფრო გაიზარდა?

 

50 პარლამენტარამდეც შეგვიძლია დავიყვანოთ, საერთოდ უხელფასოდ იმუშაონ, არც ესაა პრობლემა. მთავრობის წევრებს 1000 ლარზე მეტი არ ჰქონდეთ, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ პოპულიზმი.

 

გამოსავალს, პირადად მე ვხედავ იმაში, რომ შეიქმნას სახელმწიფო მოწყობის ერთიანი კონცეფცია და ავაშენოთ სახელმწიფო ინსტიტუტები- განაცხადა  ვახტანგ ძაბირაძემ.


წყარო რეზონანსი




„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“

„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“
access_time2020-09-26 20:00:53
„სავაჭრო კომპანიების 90%, დღეის მდგომარეობით, ზარალში იმყოფება,“- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია,...

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა
access_time2020-09-26 18:00:13
ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა...

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ...

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

სექტემბერში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
access_time2020-09-26 16:00:42
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი სექტემბრისათვის 30.93 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 392.65 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.28%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 563.69 მლნ ლარით, ანუ 4.04%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.05%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 171.04 მლნ ლარით, ანუ...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...


მსგავსი სიახლეები

up