უნდა შეიზღუდოს თუ არა თბილისში ერთოთახიანი ბინების მშენებლობა – ლაშა პაპაშვილის ინიციატივას არც მერია და არც დეველოპერები არ იზიარებენ

უნდა შეიზღუდოს თუ არა თბილისში ერთოთახიანი ბინების მშენებლობა – ლაშა პაპაშვილის ინიციატივას არც მერია და არც დეველოპერები არ იზიარებენ

person access_time2016-04-05 15:30:51

ლაშა პაპაშვილის ინიციატივა ერთოთახიანი ბინების მშენებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში არ განიხილება. დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ ლაშა პაპაშვილმა ეს იდეა გასულ კვირას, თბილისის მერიის წარმომადგენლებსა და ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე გააჟღერა, თუმცა მთავრობა ინიციატივის განხილვას არ აპირებს.


ლაშა პაპაშვილმა „კომერსანტთან" განაცხადა, რომ თბილისი დღეს საცხოვრებელი სახლების განაშენიანების კუთხით გადაჭედილია და ამ ვითარებაში ერთოთახიანი ბინების მშენებლობაზე, რომლებიც ყველაზე კარგად იყიდება, შეზღუდვა უნდა დაწესდეს. 


„ერთ სადარბაზოში 80 ბინა რომ იქნება, დამღუპველია, მისი ფასი ვარდება. ამგვარი განაშენიანება დასავლეთში აკრძალულია და კანონი კრძალავს. ყურადღება მისაქცევია. მემგონი შემოიღებენ ამგვარ შეზღუდვებს, უკიდურესად საჩქაროა. ჩვენ აღარ ვაკეთებთ საცხოვრებელს. მეათე წელია ამ ბიზნესში ვართ და არცერთი არ გაგვიკეთებია"- განაცხადა პაპაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი მსგავსი შეზღუდვის ამოქმედებას საჩქაროდ მიიჩნევს, მერიაში მის განხილვას არ აპირებს.


„კომერსანტი“ სამშენებლო ბიზნესის სხვა წარმომადგენელთა პოზიციითაც  დაინტერესდა. არცერთი დეველოპერი, რომელსაც „კომერსანტი“ დაუკავშირდა, მსგავსი რეგულაციის შემოღებას არ ეთანხმება.



„მენაშენეთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ლაშა პაპაშვილის ინიციატივას „სისულელეს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამაში არანაირი ლოგიკა არ არის.


დეველოპერული კომპანია „რედკოს" დამფუძნებელი მირიან ქათამაძე განმარტავს, რომ საქართველოში ჯერჯერობით საზოგადოებას არ გააჩნია იმხელა თანხა, რომ შეძლოს მრავალკვადრატიანი, რამდენიმეოთახიანი ბინების ყიდვა. ქათამაძის განმარტებით, ამ შეზღუდვით დაზარალდება ორივე მხარე, დეველოპერიც და კლიენტიც.


„ვფიქრობ, აუცილებელია, ქვეყანაში ყველა სეგმენტისთვის და ყველა ფართის ბინა იყოს. ყველას არ შეუძლია 100 და მეტი კვადრატული ფართის შეძენა. ერთოთახიანების მშენებლობა-რეალიზაციის შეზღუდვა გამოსავალი ნამდვილად ვერ იქნება. ერთადერთი გამოსავალია ის, რომ რაიონებში შეიქმნას სამუშაო ადგილები. ჩვენ რომ ქალაქში ერთოთახიანი ბინების გაყიდვა ავკრძალოთ, ეს გამოიწვევს იმას, რომ ადამიანი აღარ ჩამოვა თბილისში. სულ ეს არის," - აცხადებს ქათამაძე.


ერთოთახიანი ბინების მშენებლობის შეზღუდვას არ ეთანხმება „ბლოკ ჯორჯიას" საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი თორნიკე ჯანაშვილიც. მისი თქმით, მისი კომპანია ორიენტირებულია აპარტ ოტელების მშენებლობაზე და შესაბამისად, ამოქმედების შემთხვევაში მათ ეს შეზღუდვა  არ შეეხებოდათ. მიუხედავად ამისა, მას მაინც აქვს თავისი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და თვლის, რომ საბაზრო ეკონომიკა თვითონ ადგენს თამაშის წესებს და ერთოთახიანი ბინები იმიტომ შენდება, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნა სწორედ ამ ტიპის საცხოვრებელ ფართებზეა.


დეველოპერის განმარტებით, დღეს, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ამ ტიპის საცხოვრებელი ფართი ყველაზე ხელმისაწვდომია და ეს გარკვეულ სოციალურ ფენაზეა გათვლილი. „ბევრი მათგანისთვის ეს ერთოთახიანი ბინები შემოსავლის წყარო ხდება ხოლმე, რადგან ხანდახან აქირავებენ და ამ შემოსავლით ცხოვრობენ," - აცხადებს ჯანაშვილი.


ნებისმიერი ტიპის ხელოვნურ რეგულაციას ეწინააღმდეგება დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაიაც. მისი თქმით, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ბიზნესში და არ უნდა დაუწესოს ხელოვნური ბარიერები. წულაია აცხადებს, რომ თუ ბაზარზე იქნება ერთოთახიანზე მოთხოვნა, დეველოპერული ბიზნესის მხრიდან შესაბამისი მიწოდება უნდა იყოს. „დღეს ბაზარზე 1–ოთახიან ბინებზე მოთხოვნა არ არის, რომ იყოს, ჩვენი ჯგუფი აუცილებლად ააშენებდა. ჩვენ ერთოთახიანი ბინები უკვე წლებია აღარ აგვიშენებია, თუმცა, ეს არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ ხელოვნური რეგულაციების მომხრე ვიყო“-აცხადებს წულაია.



„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა  სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“
access_time2019-12-11 11:30:10
„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა შეაჩერებს იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომელიც მოსახლეობასა და ექსპერტებს აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დაანონსებას“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა  ირაკლი მარგველაშვილმა  მას შემდეგ ესაუბრა,...

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა

1 იანვრიდან მუშაობას დასაქმების სააგენტო იწყებს - გაამართლებს თუ არა სახელმწიფოს მესამე მცდელობა
access_time2019-12-11 10:00:23
2020 წლის 1 იანვრიდან შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევის საპასუხოდ დასაქმების სააგენტო ამოქმედდება. რამდენი იქნება სააგენტოს ბიუჯეტი, რამდენი ადამიანი დასაქმდება სააგენტოში,რა მიმართულებაზე გააკეთებს აქცენტს სააგენტო და საზოგადოების რომელი ჯგუფი იქნება პრიორიტეტი სააგენტოსთვის? საკითხზე „კომერსანტთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან...

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს

პენტაგონს ჯარში პრორუსული განწყობების ზრდა აშფოთებს
access_time2019-12-10 19:30:24
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცების და მათი ოჯახების წევრთა 46% რუსეთს აშშ-ის მოკავშირედ მიიჩნევს.იმის მიუხედავად, რომ ამერიკელთა უმრავლესობა კვლავაც მოსკოვს ერთ-ერთ მთავარ მოწინაამღდეგედ თვლის თავს, ახალი სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ეს აზრი უკვე ნელა-ნელა იცვლება, განსაკუთრებით კი - შეიარაღებულ ძალებში. რეიგანის ფონდის ეროვნული თავდაცვის კვლევა, რომელიც...

„ბიზნესისთვის წლის ყველაზე ნეგატიური მოვლენა“ - ბიზნესმენები „ოქროს სიის“ გაუქმების შედეგებს აფასებენ

„ბიზნესისთვის წლის ყველაზე ნეგატიური მოვლენა“ - ბიზნესმენები „ოქროს სიის“ გაუქმების შედეგებს აფასებენ
access_time2019-12-11 10:50:48
კომპანიების ე.წ. „ოქროს სიის“ გაუქმების ბრძანებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა  ივანე მაჭავარიანმა ხელი მიმდინარე წლის 31 მაისს მოაწერა. ბრძანების თანახმად, 217 კომპანიას იმპორტის გადასახდელების გადახდა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში დაეკისრა. ცვლილებიდან 5 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, ბიზნესი აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგებს დღემდე იმკის. „ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა,...


მსგავსი სიახლეები

up