15-მდე ბიზნეს ასოციაცია ერთობლივ პრესკონფერენციას მართავს და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელის შოთა ბურჯანაძის თქმით, ისინი პრემიერს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის 6-პუნქტიანი ინიციატივით მიმართავენ, რომელშიც უპირველესი მოთხოვნა, კომენდანტის საათის გაუქმებაა.
„15-მდე ბიზნეს ასოციაცია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ვითხოვთ. ქვეყანაში გვაქვს 3 უმძიმესი კრიზისი: პოლიტიკური, ეკონომიკური და კოვიდ კრიზისი. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ერთობლივად უნდა ვიპოვოთ და შევთავაზოთ მცირე და საშუალო ბიზნესმა თუ როგორ შეიძლება კოვიდ ვითარებასთან ბრძოლა, როგორ შეიძლება ეკონომიკური კრიზისი გამოსწორება, ისე რომ არ დაზარალდეს საზოგადოება და ის მდგომარეობა რაც დღეს ეკონომიკაში გვაქვს ნელ-ნელა გამოსწორდეს და შესაძლებლობა მიეცეს ეკონომიკას იმუშაოს და საზოგადოება კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არ ჩავარდეს. ეს არის სამოქმედო გეგმის შეთავაზება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც კრიზისიდან გამოსავალს ჰპოვებს ქვეყნის მთავრობასთან და ეკონომიკაში ბიზნესის ჩართულობასთან ერთად. ეს არის ის ძირითადი თეზისი რაც ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა ცალკეული სფეროებისთვის, ცალკეული პრობლემებია, რომლებიც შეთავაზებული იქნება“, — განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.