უნდა შეამსუბუქოს თუ არა საქართველომ ფრენებზე შეზღუდვები - PMCG

უნდა შეამსუბუქოს თუ არა საქართველომ ფრენებზე შეზღუდვები - PMCG

access_time2020-10-23 09:00:00

COVID-19 პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრია მთელი მსოფლიოს მასშტაბით დააზარალა. pmcg-ის კვლევის მიხედვით, განსაკუთრებული ვარდნა აპრილსა და მაისში დაფიქსირდა, რის შემდეგაც ზოგიერთმა ქვეყანამ საზღვრები სრულად გახსნა, ხოლო სხვა ქვეყნებმა მოგზაურობაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვები გაახანგრძლივეს. საქართველო ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება.

როგორც pmcg-ის კვლევაშია აღნიშნული, გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებს საქართველოს მშპ-ში მნიშვნელოვანი წილი უკავია (18,4% 2019 წელს), დიდი განსჯის საგანია უნდა შეამსუბუქოს თუ არა საქართველომ შეზღუდვები და, თუ ასეა, რამდენად?

ორგანიზაცია შეეცადა ამ კითხვაზე პასუხი იმ ქვეყნების მაგალითების შესწავლით გაეცა, რომლებმაც სწრაფად გახსნეს საზღვრები ტურიზმის სექტორის აღსადგენად, მნიშვნელოვანი შეზღუდვებისა და რეგულაციების გარეშე.

ანალიზისთვის კი შეარჩია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამი ისეთი ქვეყანა, რომელიც გაიხსნა ყოველგვარი ტესტირებისა და საკარანტინო მოთხოვნების გარეშე: ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და ალბანეთი.

„აპრილსა და მაისში თითოეულ ქვეყანას ჰქონდა მკაცრი „ლოქდაუნი“, რის შედეგადაც ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის განულდა. 2020 წლის ივნისში, სერბეთსა და ალბანეთში ვიზიტორთა რაოდენობის მაჩვენებლებმა გაუმჯობესება დაიწყო, თუმცა სერბეთის მაჩვენებლებმა მომდევნო თვეების განმავლობაში დაახლოებით 90%-ით შემცირება განაგრძო. 2020 წლის აპრილის შემდეგ ყოველ თვეში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 90%-ზე მეტით შემცირდა. ალბანეთმა მოახერხა შედარებით შესამჩნევად აღედგინა თავისი მაჩვენებლები: ალბანეთში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 72%-ით შემცირდა 2020 წლის ივნისში (2019 წლის ივნისთან შედარებით), ხოლო ეს მაჩვენებელი ივლისში 67%-ს, აგვისტოში კი 63%-ს გაუტოლდა”,- აღნიშულია კვლევაში.

ამავე მონაცემების მიხედვთ, ალბანეთის შემთხვევა შეიძლება ჩაითვალოს წარმატების მაგალითად, განსაკუთრებით, იმის ფონზე, რომ ვირუსის გავრცელება ალბანეთში მეტ-ნაკლებად შეესაბამება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.


„ამასთან, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი, რამაც ალბანეთს საშუალება მისცა ტურიზმის სექტორი აღედგინა შედარებით უფრო მეტად. ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მის მეზობელ ქვეყნებში არსებული ანალოგიური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რაც ამარტივებს ქვეყნებს შორის მიმოსვლას. 2020 წლის აგვისტოში, ალბანეთში ჩასული უცხოელი ვიზიტორების 56% მეზობელი ქვეყნებიდან იყვნენ.

საქართველოს შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მისი მეზობელი ქვეყნებისთვის საზღვრების შეუზღუდავი გახსნა ვირუსის უკონტროლო გავრცელების საშიშროების გარეშე, რადგან საქართველოს თითოეულ მეზობელს ვირუსის გავრცელების შედარებით მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. 2019 წელს, საქართველოში ოთხი მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 71% შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ უსაფრთხო ქვეყნებთან ფრენების განახლება გარკვეულწილად შეამცირებდა ტურიზმის კლებას, თუმცა ის მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა მთლიანი ვიზიტორების რაოდენობასა და მიღებულ შემოსავლებზე.

რომ შევაჯამოთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფრენების განახლება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. უფრო მეტიც, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება, შიდა ტურიზმიც შესაძლოა, დაზარალდეს. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია იმ ბიზნესებისა და შინამეურნეობების მხარდაჭერა, რომლებიც ტურიზმზე არიან დამოკიდებული, რადგან მათ შეეზღუდათ შემოსავლის ძირითადი წყარო და შესაბამისად, ესაჭიროებათ დახმარება, რათა მოემზადონ პოსტ-პანდემიური აღდგენისთვის“,- ნათქვამია კვლევაში.


BPN.GE 



თეგები:
შეზღუდვები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up