უნდა გავითვალისწინოთ თუ არა ვალუტის კურსი ონლაინ სესხის აღებისას?

უნდა გავითვალისწინოთ თუ არა ვალუტის კურსი ონლაინ სესხის აღებისას?

access_time2016-02-18 13:05:27

უნდა გავითვალისწინოთ თუ არა ვალუტის კურსი ონლაინ სესხის აღებისას? ონლაინ სესხი არის პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ყოველ წამს შეიძლება დასჭირდეს.

ყოველთვის გვქონია ისეთი მომენტი, როდესაც ფული ძალიან გვჭირდებოდა, მაგრამ ეს არ შეადგენდა იმხელა ოდენობას, რომ ბანკისთვის მიგვემართა და ჩვენი მოძრავი ან უძრავი ქონების უზრუნველყოფით აგვეღო სესხი.

 

რისკზე წასვლასთან ერთად ეს ზედმეტი დროისა და ნერვების ხარჯზე მოხდებოდა. ამიტომ, გამოჩნდა არაჩვეულებრივი ალტერნატივა ონლაინ სესხების კომპანიების სახით, რომლებიც ყველანაირი ქონების უზრუნველყოფის გარეშე გვაძლევენ საშუალებას ავიღოთ სესხი გარკვეული ვადით და ჩასასესხებელი პროცენტის გარკვეული ოდენობით.

 


ამ პროცესისას, იმის მიუხედავად, რომ რისკი, ბანკებისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლებია, მაინც ძალიან ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. ეს შეიძლება იყოს პროცენტის ოდენობა, თუ რამდენს ითხოვს კონკრეტული მიკრო საფინანსო კომპანია თანხის უკან დაბრუნებისას, სესხის აღების ვადები და ასე შემდეგ.

 

აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ვალუტის კურსი. რატომ? იმიტომ, რომ აღებული თანხა მეორე დღისით შეიძლება გაცილებით ნაკლები აღმოჩნდეს, ვიდრე ის აღებისას იყო. ეს ძალიან მარტივი პროცესით მოხდება, რასაც ვალუტის კურსის ვარდნა ჰქვია. კონკრეტულ მაგალითზე, თუ ჩვენ ონლაინ სესხით ავიღებთ რაღაც ოდენობის ლარს და ეს ლარი გათვალისწინებული გვაქვს, იმისთვის რომ მეორე დღეს უნდა ვიყიდოთ დოლარი, ლარის გაუფასურების შემთხვევაში ჩვენ იმაზე ნაკლები დოლარი აღმოგვაჩნდება, ვიდრე ეს წინა დღისით იყო.

 

რა მოხდა ამ დროს? კონკრეტულ ორ ვალუტას შორის ფარდობის ცვლილებამ გამოიწვია ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო შემთხვევა - ავიღეთ ბევრი და გამოგვივიდა ცოტა. ასეთ შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია გავითვალისწინოთ კურსის მოსალოდნელი ცვალებადობა, რის შედეგადაც ჩვენ დაცულები ვიქნებით ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან, რომელიც ზემოთ არის ნახსენები.



გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...

იქნება თუ არა ეს კანონი ენერგოუსაფრთხოების დაცვის მექანიზმი

იქნება თუ არა ეს კანონი ენერგოუსაფრთხოების დაცვის მექანიზმი
access_time2020-07-14 10:00:15
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ახალი კანონპროექტის თანახმად შესაძლოა უფლებამოსილი გახდეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოღვაწე კომპანიებს (ოპერატორებს) 5%-ზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს. ამ ცვლილების ავტორი ეკონომიკის სამინისტრო და სემეკი არიან, ხოლო პარლამენტში მისი ინიციატორი კი მთავრობაა, რომელიც პარლამენტს ახალი ნორმების დაჩქარებული წესით დამტკიცებას სთხოვს.   განმარტებით ბარათში...


მსგავსი სიახლეები

up