„უნდა გამოცხადდეს სრული ფინანსური, საგადასახადო ამნისტია და ოფშორებიდან დაბრუნდეს ქართული კაპიტალი”

„უნდა გამოცხადდეს სრული ფინანსური, საგადასახადო ამნისტია და ოფშორებიდან დაბრუნდეს ქართული კაპიტალი”

access_time2018-11-19 13:58:33

ეკონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ სრული საგადასახადო-ფინანსური ამნისტიაა გამოსაცხადებელი. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.


„ეს არაა ახალი ველოსიპედის გამოგონება, ყველაზე კარგია იტალიის მაგალითი – იტალიამ 2000 წლიდან 4-ჯერ განახორციელა ამნისტია და, საერთო ჯამში, 160 მილიარდი ევრო დაიბრუნა.


შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად დათმობაა, მაგრამ ამ კრიზისულ სიტუაციაში სხვა გზა არაა! მიუხედავად იმისა, რომ იტალიისა და საქართველოს საგადასახადო სისტემები განსხვადება ერთმანეთისგან, საქართველოდან პოლიტიკური რისკის გამო ბოლო 25 წელი დიდი ოდენობის კაპიტალი იქნა გატანილი და ამ 25 წლის ნამოქმედარს ერთად უდნა გამოვუცხადოთ ამნისტია იტალიური სქემით – ანუ შემოტანილი კაპიტალის 3% დაიბეგრება იმ ბანკში, სადაც ჩაირიცხება და ფული ითვლება ინვესტირებულად და ამნისტირებულად. ეს რეპატრიაცია იქნა გაკეთებული იტალიის ეკონომიკის მინისტრის ჯულიანო ტრემონტის მიერ, ტრემონტის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ნებისმიერ იტალიელს, რომელიც უცხოეთის ოფშორებში ინახავდა ფულს 3%-ად შეეძლო იტალიაში გადაეტანა და დაუსჯელად დაებანდებინა ის. ასევე, ნებისმიერ ქართველს შეუძლია 3%-იანი გადასახადი ჩარიცხოს ბანკში და განთავისუფლდეს ნებისმიერი საკანონმდებლო დევნისგან. ბანკის მიერ გაცემული საბუთი და ბიუჯეტში გადახდილი 3%-იანი გადასახადი იმავდროულად იქნება დეკლარაცია.



შექმნილი დეკლარაცია, რომელსაც ბანკები გასცემენ ჩარიცხვის საფუძველზე, იქნება საგადასახდო ამნისტიის და ფულის თვისუფლად განკარგვის გარანტია. ეს საგადასახადო ამნისტიასთან ერთად გარკვეულწილად ქართველების საყოველთაო შერიგების აქტიც იქნებოდა და ხელს შეუწყობდა მომავალში არამარტო ლარის განმტკიცებას და სამუშაო ადგილების შექმნას, არამედ საშუალო კლასის ლეგალური ბიზნეს ფენის შექმნას და დემოკრატიული პროცესების გაღრმავებას.


ვფიქრობ, ამ გზით საქართველო პირველ ეტაპზე შეძლებს 3-5 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვას, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ 2016-17 წლებში ლარის კურსი იყოს 2.2 დონეზე, შეიქმნას 50 000 ახალი სამუშაო ადგილი და ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწიოს 7%-იან ნიშნულს.


იდეის ბევრი მოწინააღმდეგე იტყვის, რომ ეს არჩევნებზე იქონიებს ზეგავლენას, მაგრამ ეს არ არის სწორი – ლეგალური პროცესები არჩევნებზე ბევრად მისაღებია ვიდრე ოფშორული ანგარიშები. დღეს საქართველოს გადარჩენის და მისი სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საკითხი დგას დღის წესრიგში და, ამ კუთხით, ერთადერთი გადარჩენა სრული საგადასახადო-ფინანსური ამნისტიაა, რითაც სრულად გადავურჩებით მოსალოდნელ კრიზისს”, – წერს ჯგერენაია.






რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up