უნდა დატოვონ თუ არა საპენსიო სისტემა მაღალშემოსავლიანმა ადამიანებმა? - სურგულაძე დეპუტატს პასუხობს

უნდა დატოვონ თუ არა საპენსიო სისტემა მაღალშემოსავლიანმა ადამიანებმა? - სურგულაძე დეპუტატს პასუხობს

access_time2019-07-22 22:00:34

„დღეს შეიძლება ადამიანს ჰქონდეს დიდი ფინასური რესურსი, ხოლო 20 წლის შემდეგ სულ სხვანაირი იყოს მისი ფინანსური მდგომარეობა” - ასე გამოეხმაურა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე დეპუტატის და “პე-ეს-პე” ჯგუფის დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, მაღალშემოსავლიანმა პირებმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა უნდა დატოვონ.

 

სურგულაძის აზრით, სქემის დატოვება ყველას პირადი არჩევანია და ის კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილების სისწორეს ვერ შეაფასებს, თუმცა ფიქრობს, რომ საპენსიო სისტემა მაღალშემოსავლიანი ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანია.

 

ცნობისთვის: კახა ოქრიაშვილი იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც საპენსიო სისტემა დატოვეს.

 

„როგორ ფიქრობთ, ადამიანს, რომელსაც პირობითად 100 მლნ აქვს, საპენსიო ფონდში უნდა დარჩეს?“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის წევრი და სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი BM.GE-ისთან დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების საკითხს.


 

როგორც ოქრიაშვილი განმარტავს, საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ მის მსგავსად მაღალშემოსავლიანმა პირებმა სისტემა უნდა დატოვონ.

 

„მე მაღალშემოსავლიანი ადამიანი ვარ და ამავდროულად, დაგროვებითი პენსია არსებობს, რომელიც შენია და არადაგროვებითი პენსიის ნაწილში არსებობს 600 ლარამდე პარლამენტარის პენსია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს პენსია უნდა ავიღო, როდესაც მე მილიონობით შემოსავალი მაქვს? მიმაჩნია, რომ მდიდარმა ადამიანებმა უარი უნდა თქვან ამ საპენსიო ანაზღაურებაზე და პენსია საპენსიო ფონდს დარჩეს. 600 ლარი შესაძლოა არაფერია, მაგრამ ეს სიმბოლური ჟესტია. ვფიქრობ, რომ საპენსიო რეფორმა აუცილებელი იყო და მხარს ყველა უჭერდა. ასე, რომ ჩემს პოლიტიკურ და პირად გადაწყვეტილებას ნუ ავურევთ ერთმანეთში. მე დიდი შემოსავლები მაქვს და ზოგადად პენსიაზე უარს ვამბობ. სირცხვილია უბრალოდ, რომ ეს ავიღო, - განმარტა ოქრიაშვილმა.

 

 

bmg





ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“
access_time2019-12-05 18:30:54
ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად ამ ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოყვა.   „ბანკებისა და ფინანსების" აზრით „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, კომერსანტმა ამ განცხადების და ინიციატივის შინაარსის შეფასება სთხოვა საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს, რომელიც საქართველოშიც ახორციელებს...

Apple-ის ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს

 Apple-ის  ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს
access_time2019-12-05 19:00:14
1993 წელს მოკლული კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ძმამ, რობერტო ესკობარმა დრეკადი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც 350 დოლარი ღირს - ეს ამ მოდელის ყველაზე იაფი ტელეფონია მსოფლიოში.   რობერტო ესკობარი აპირებს Apple-ის ჩაძირვას და იმის დამტკიცებას, რომ კარგი სმარტფონი 1000 დოლარზე ნაკლები შეიძლება ღირდეს.   მოდელი სახელწოდებით Escobar Fold 1, წარმოადგენს ჩინური Royole FlexPai ოქროსფერ ანალოგს და მისი რეალური ფასი 1400...

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“
access_time2019-12-05 17:30:48
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან 1.67 მილიარდი ლარი აითვისა. უწყების ინფორმაციით სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია. ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის სიდიდე არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო იზრდება, რათა...

რა ზიანი შეიძლება მიადგეს კერძო ბიზნესს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად

რა ზიანი შეიძლება მიადგეს  კერძო ბიზნესს  აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად
access_time2019-12-05 16:30:07
ბიზნესი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს. მათი თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. სექტორი იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს რომელიც ბიზნეს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად მიადგება. კომერსანტი თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ. „იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გაზრდამ 2019 წლის განმავლობაში მისი რამდენიმე ეტაპად გაძვირება გამოიწვია....


მსგავსი სიახლეები

up