უნდა ჩამოვყალიბდეთ, განათლება ბიზნესია, თუ საზოგადოებრივი სიკეთე

უნდა ჩამოვყალიბდეთ, განათლება ბიზნესია, თუ საზოგადოებრივი სიკეთე

access_time2021-03-04 16:00:47

“საზოგადოების ინდიფერენტულობა გასაოცარია ამ საკითხთან დაკავშირებით. აუცილებელი ხომ არ არის რომ რაღაც საშინელება მოხდეს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია გავიაზროთ როგორ ვუყურებთ განათლების სისტემას ქვეყანაში. როგორც საზოგადოებრივ სიკეთეს თუ როგორც ბიზნესს.  საზოგადოება ამაზეც არ ვართ შეთანხმებული,” - ასე ეხმაურება “კომერსანტთან” განათლების სფეროს სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი პარლამენტის ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მოსწავლე, რომლის მშობელიც კერძო სკოლაში სწავლის საფასურს ვერ გადაიხდის, მას საჯარო სკოლაშიც ვერ ექნება სწავლის გაგრძელების საშუალება.



„კერძო სკოლის უფლება მოვალეობა მოსწავლის მიმართ„ მუხლი 33-2-ში  წერია, რომ იმ შემთხვევაში თუ კერძო სკოლის მოსწავლის მშობელი სკოლის საფასურს არ ან ვერ გადაიხდის ერთი სემესტრის განმავლობაში, კერძო სკოლას შეეძლება მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს _გარიცხოს. აქამდე კერძო სკოლას ამის საშუალება არ ჰქონდა, ანუ საგანმანათლებლო სერვისის მიწოდებაზე მას უარის თქმის უფლება არ ჰქონდა და მოსწავლეს სკოლას ვერ დაატოვებინებდა.




“საქართველოში არსებობს ახალი კანონების ან ცვლილებების შეტანის არც თუ ისე კარგი ტრადიცია. პრაქტიკულად ეს პარლამენტს არ აძლევს საშუალებას, რომ სპეციალისტებთან მოსაზრებები გაცვალოს ან მათგან მიიღოს კონსულტაციები. სამი წლის წინ საუბარი იყო, რომ უნდა დაწყებულიყო საკითხის მოკვლევის პროცედურები, რაც საშუალებას მისცემდა სპეციალისტებს მწვავე საკითხთან დაკავშირებით  საკუთარი პოზიციები პარლამენტისთვის გაეგზავნათ. მიკვირს,  რომ ამ საკითხის მოკვლევა ისე დაიწყო, რომ მსგავს პროცესებს ადგილი არ ჰქონია. იმედი მაქვს,  რომ გახსნიან არხს და შეგვეძლება მსგავს საკითხებზე პოზიციების დაფიქსირება.



ახალი კანონპროექტის შინაარსს აქვს ორი განზომილება- პირველია კერძო სკოლის ფინანსური ინტერესი და მეორეა ბავშვთა უფლებები. კერძო სკოლები მრავალი წელია ჩივიან, რომ როდესაც მშობელი ვერ იხდის შვილის სწავლის საფასურს, სკოლები ვერ ახერხებენ ამ თანხის ამოღებას. მეორეს მხრივ, მშობლები რომლებიც ამ გადასახადს ვერ იხდიან და შვილის გადაყვანა სურთ, პრობლემის წინაშე დგებიან და სკოლა მათ საბუთებს არ აძლევს. შესაძლოა ამ კანონპროექტის მიზანი ამ ორ საკითხზე რეაგირება იყო , მაგრამ ვის სასარგებლოდ? ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოს მიღმა რჩება ისაა, რომ გვავიწყდება ქვეყნის პატარა მოქალაქე.რა ფსიქოლოგიური სტრესი ექნება ბავშვს, როდესაც მშობლის უსახსრობის გამო სკოლის დატოვება მოუწევს.



დღეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ზოგიერთი კერძო სკოლისთვის, ეს საქმე ბიზნესია, ანუ მოგებაზე ორიენტირებული პროცესი, რაც თავდაყირა აყენებს განათლების ღირებულებას. როდესაც ბავშვი სკოლას დატოვებს, აღარ ექნება კონტაქტი თანატოლებთან, მერე რაღაც საშინელება მოხდება, საზოგადოება დაიწყებს ამ თემაზე მწვავე მსჯელობას, მაგრამ ახლაც ხომ შეიძლება ვიმსჯელოთ? ის კანონი, რომელიც პარლამენტში შევიდა, რამდენად იცავს ბავშვის უფლებებს - განმარტავს თამარ მოსიაშვილი.


თეგები:
განათლება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up