უმუშევრობის დონე ემიგრანტების ხარჯზე მცირდება

უმუშევრობის დონე ემიგრანტების ხარჯზე მცირდება

access_time2020-02-21 18:15:53

უმუშევრობის დონე საქართველოში 10.9%-მდე შემცირდა, თუმცა არ გაზრდილა დასაქმებულთა რიცხვი, პირიქით შარშან შემცირდა კიდეც. ამ ერთი შეხედვით უცნაური მოცემულობის ახსნა, სამწუხარო რეალობაშია - ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა ქვეყნას ტოვებს, შესაბამისად, მცირდება სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი და უმუშევრობის დონეც.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 10.9%-მდე შემცირდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო. მეტიც, ეს საქართველოს ისტორიაში რეკორდულად დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელია, თუმცა სინამდვილეში უმუშევრობის შემცირება არა დასაქმების ზრდამ, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილის შემცირებამ გამოიწვია.


საქსტატის მიხედვით - 2019 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.9 და 0.8 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.9 პროცენტული პუნქტით.


ამასთანავე, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული მათი რაოდენობა, ვინც დაქირავებით არის დასაქმებული.


როგორ შემცირდა უმუშევრობა, თუ კონტრაქტის საფუძველზე დასაქმებულთა ოდენობამ იკლო?


ამაზე პასუხი  ძალიან მარტივი, თუმცა არასახარბიელოა - ქვეყანაში, შემცირდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რიცხვი, ანუ სამუშაო ძალა ქვეყნიდან გადის.


2017 წელს საქართველოში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 1 მილიონ 983.1 ათას ადამიანს შეადგენდა, ხოლო თუ ამავე მაჩვენებელს 2018 წლის ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ რომ მათი რაოდენობა შემცირებულია - შარშანწინ ის 1 მილიონ 939.2 ათას ადამიანს შეადგენდა. გამოდის, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 44 000 ადამიანით შემცირდა. ეს ტენდენცია, 2019 წელსაც გაგრძელდა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა უვე 1 მილიონ 911 ათასამდე ჩამოვიდა. კლება ამ შემთხვევაში 28 000 ადამიანია.


არასახარბიელო ვითარებაა დასაქმების მხრივაც, რადგან ეს მაჩვენებელიც ყოველწლიურად იკლებს. თუკი 2017 წელს ქვეყანაში 1 მლნ 706 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 1 მლნ 694 ათასი ადამიანი შეადგინა, ხოლო 2019 წელს - 1 მლნ 690 ათასი. გამოდის, რომ დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო ორ წელიწადში 16 ათასით შემცირდა და ამას შეუქცევადი ხასიათი აქვს.


აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე რეზონანსთან აღნიშნავს, რომ სტატისტიკურ მონაცემებს მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს და რეალურად საერთო არაფერი აქვს მოსახლეობის ცხოვრების დონესთან, თუ მათ დასაქმებასთან.



,,ადამიანები ლუკმაპურის მოსაპოვებლად მიდიან საზღვარგარეთ, რომ იქედან არჩინონ ოჯახები. საკმაოდ დიდი სამუშაო ძალა გადის წლიდან წლამდე. არის განსაკუთრებული შემთხვევები, როცა მაღალინტელექტუალური კატეგორია ტოვებს ქვეყანას. ამ ადამიანებს მაღალი კვალიფიკაციის გამო ძალიან კარგ სამუშაოს სთავაზობენ.


პრობლემა იმდენად დიდია, რომ საქართველოდან წასულები უცხოეთის მოქალაქეობას იღებენ და ქვეყანაში დაბრუნების სურვილი აღარ აქვთ. ერთადერთ გამოსავალს აკადემიკოსი იმ აუთვისებელ რესურსებში ხედავს, რომლებიც საქართველოს აქვს, თუმცა პროდუქტიულად ვერ იყენებს.


სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან ბევრად შემცირებულია მოსახლეობა. მომავალი თაობები უცხოეთში იბადებიან, იზრდებიან და ნაკლები კონტაქტი აქვთ სამშობლოსთან.


უმუშევრობის დონე, ახლა ყველაზე დაბალია 2012 წლიდან, მაგრამ რის ხარჯზე, ეს არის ყველაზე მთავარი კითხვა. ასეთი სტატისტიკა, გარკვეულწილად, ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებას უკავშირდება. სამაგიეროდ იზრდება შემოდინება აზიური ქვეყნებიდან.


როცა უმუშევრობის დონე ემიგრანტთა რაოდენობის ზრდის ხარჯზე მცირდება, ეს ვერ იქნება დადებითი მომენტი. როგორც ვხედავთ ოფიციალურ სტატისტიკასა და რეალობას შორის საკმაო სხვაობაა“, - განუცხადა სილაგაძემ ,,რეზონანსს”.


ქვეყნის გარეთ დასაქმებული მოქალაქეები ვერ მონაწილეობენ მშპ-ის შექმნაში, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის გადმორიცხული თანხები არა ეკონომიკური პროცესის წარმართვას, არამედ ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ხმარდება.


სტატისტიკა რომ რეალობას არ ასახავს და მეტიც, ცალსახად უარყოფითი ტენდენციის მაჩვენებელია, ადასტურებს ეკონომისტი დემურ გიორხელიძეც.,,ამ ახალი მონაცემებით, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა, დგინდება შემდეგი:


პირველი - დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ თითქმის 850 000 ადამიანს მიაღწია და გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას (840 000 ადამიანი);

მეორე - მშპ-ს ზრდა 5,2%-ია, ნაცვლად ნავარაუდევი 4,6%-სა;

მესამე - ქვეყანაში არნახული ინვესტიციები შემოსულა ამ ხელისუფლების დროს, იმაზე მეტი, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს;


ცხადია, ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვერანაირი დადებითი დასკვნები ვერ გაკეთდება მოქალაქეთა და ბიზნეს-კომპანიების შემოსავლების ზრდის შესახებ. აგრეთვე, თუ როგორ სამართლიანად არის განაწილებული ეროვნული პროდუქტი: ყველა ფენა იღებს თუ არა იმას, რაც მისი შრომის წვლილს შეესაბამება.


თუ სტატისტიკა სწორია, მაშინ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსამართლოდ აგებული ქვეყანაა, რადგან ეს ყველაფერი უმცირესი ჯგუფის ხელშია ჩავარდნილი...

შემედავება ვინმე ხელისუფლებიდან? დადონ ზუსტად ის მონაცემები, რაც მშპ-ს ზრდის გამოქვეყნებისას დებენ აშშ-ში და შემდეგ ვისაუბროთ!

ვერ დადებენ! ეს ყველაფერი თავის დროზე უწვრილმანეს დეტალებში მაქვს ნანახ-გარჩეულ-გარკვეული! უკეთესობისკენ შეიცვალა რამე? შესანიშნავია! წარმოადგინეთ მონაცემები!” - აღნიშნა გიორხელიძემ.


საქსტატის მეთოდოლოგიით დასაქმებულად ითვლება 15 წელზე უფროსი მოქალაქე, რომელიც საანგარიშო პერიოდში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დროებით არ მუშაობს.


თვითდასაქმებულად კი ითვლება მესაკუთრე, რომელიც მოგების ან ოჯახის რჩენის მიზნით (ფულით ან ნატურით) მუშაობს. ასევე თვითადასაქმებულად ითვლება პირი, რომელიც ოჯახურ საწარმოში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე (უსასყიდლოდ) მუშაობს.


გაზეთი „რეზონანსი“

თეგები:
უმუშევრობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up