უმუშევრობა სისტემური ხასიათისაა და მისი მოწესრიგება კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს

უმუშევრობა სისტემური ხასიათისაა და მისი მოწესრიგება კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს

access_time2021-11-25 13:00:20

CIU Business Institute-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოში უმუშევრობის მაღალი დონე უფრო სისტემური ხასიათისაა, ვიდრე პანდემიური კრიზისით გამოწვეული და მასთან ბრძოლას კომპლექსური მიდგომა ესაჭიროება. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობა 2,5%-ით - 19,5%-მდე გაიზარდა.



„წარმოდგენილი მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებელი გასული სამი წლის ანალოგიურ პერიოდებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს აღემატება. შესაბამისად, ერთის მხრივ, დაშვება, რომ უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის განმაპირობებელი პანდემიაა, ნაწილობრივ რელევანტურია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებლის პირდაპირ დაკავშირება მხოლოდ პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან ჩვენი შეფასებით არ იქნება სწორი მიდგომა. ვინაიდან, მაგალითად, 2018 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობა ასევე საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზე ფიქსირდება (18.3 პროცენტი). შესაბამისად, ფაქტია, რომ პრობლემა უფრო მეტად სისტემური ხასიათის არის და მისი მოწესრიგება კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს“, - წერენ CIU Business Institute-ს ანალიტიკოსები.

 






ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ მიმდინარე წელს უმუშევრობა კაცებში უფრო მაღალი ნიშნულით გაიზარდა, ვიდრე ქალებში და მათ შორის სხვაობა 5%-ს აღემატება.

 


„ანალოგიურად შესაძლებელია შეფასდეს მიმდინარე წლის სამივე კვარტლის მაჩვენებელი, როგორც კვარტლების მიხედვით, ისე საერთო (საშუალო მაჩვენებლის) ჭრილში: ცხადია, პანდემია ტოვებს მის კვალს უმუშევრობის მაჩვენებელზე, თუმცა პრობლემა სისტემურია და მოითხოვს საკითხის გადაჭრის განსხვავებულ მიდგომას. უფრო მეტად სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს უმუშევრობის დონის ძალიან მაღალი - 5 პროცენტიანი სხვაობა ქალებსა და მამაკაცებს შორის. ფაქტია, რომ აღნიშნული მიმართულებით რაიმე ტიპის სპეციალური ანალიზი და/ან მიდგომა არ განხორციელებულა. შესაბამისად, ამ მხრივ საჭიროა უფრო მეტი დაკვირვება ანაზღაურების/შემოსავლის დონესთან, შესასრულებელი სამუშაოს სახეობასა და მოცულობასთან მიმართებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

„წარმოდგენილი მონაცემების ანალიზი ასევე ადასტურებს, რომ ოთხი წლის განმავლობაში დასაქმებულთა სტატუსი (დაქირავებული/ თვითდასაქმებული) მხოლოდ მცირე პროცენტულ მაჩვენებლებში მერყეობს და საშუალო სურათი პრაქტიკულად არ იცვლება. საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ პანდემიის პერიოდმაც კი დასაქმებულთა სტატუსის პროცენტულ ცვლილებაზე გავლენა პრაქტიკულად ვერ მოახდინა (მერყეობის კოეფიციენტი საშუალო მერყეობის კოეფიციენტის ფარგლებშია). გამომდინარე აღნიშნულიდან, რელევანტურია დაშვება, რომ შრომის ბაზრის სტრუქტურას დასაქმებულის სტატუსის ჭრილში მყარი საფუძველი აქვს და უახლოეს პერიოდშიც არ არის მოსალოდნელი ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები. აღნიშნულ ჭრილში, შრომის ანაზღაურება / შემოსავლის კომპლექსური მაჩვენებლების მიმოხილვა დამატებითი ანალიზის საშუალებას მოგვცემდა“, - წერენ CIU Business Institute-ის ანალიტიკოსები.


თეგები:
უმუშევრობა



ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს

ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს
access_time2022-12-09 00:23:06
ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს არ ცნობს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული დოკუმენტებით შენგენის ზონაში შესვლა ან სამოგზაურო ვიზის მიღება აკრძალული იქნება. ამ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრ...

ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის - ენტონი ბლინკენი

ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის - ენტონი ბლინკენი
access_time2022-12-08 22:27:45
ფინეთი და შვედეთი მზად არიან ნატოში წევრობისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მათი სამხედროები აშშ-ისა და ნატოს სამხედროებთან ერთად სამსახურს გადიოდნენ კოსოვოში, ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში. ისინი ნატოს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” და “გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობა” პროგრამების წევრები არიან. მარტივად რომ ვთქვათ, მათ არმიას...

მოსამართლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე - იციან თუ არა საქართველოში ქალებმა საკუთარი უფლებები

მოსამართლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე - იციან თუ არა საქართველოში ქალებმა საკუთარი უფლებები
access_time2022-12-08 21:25:37
ქვეყანაში ქალთა უფლებებსა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე მსჯელობდნენ დღეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში ნინო ლიპარტიას საავტორო გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“. როგორც გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან მამაცაშვილმა აღნიშნა, ქალთა მიმართ ჩაგვრასა და ძალადობასთან მიმართებით ქვეყანაში სამწუხარო ვითარებაა. „მნიშვნელოვანია, რომ თავად ქალებმა იცოდნენ თუ რა უფლებები, რა ვალდებულებები და თავისუფლებები...

ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო

ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო
access_time2022-12-08 20:51:47
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ხორვატიის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ, ამავდროულად, უარი უთხრეს ბულგარეთსა და რუმინეთს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Digi24 და ევროკავშირის მინისტრთა საბჭოში ჩეხეთის თავმჯდომარეობა ავრცელებენ. აღინიშნება, რომ შენგენის ზონაში რუმინეთისა და ბულგარეთის შესვლის წინააღმდეგ ხმა ავსტრიამ და ნიდერლანდებმა მისცეს. ნიდერლანდება დააზუსტეს, რომ რუმინეთის წევრობის წინააღმდეგ არ გამოდიან,...

საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
access_time2022-12-09 00:00:39
საქართველომ ბიუსტჰალტერების რეალიზაციიდან 5 მლნ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო. საქსტატის მონაცემების მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 5,375.52 ათასი დოლარის ბიუსტჰალტერები (მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟისა, ან არატრიკოტაჟისა) გავიდა, რაც გასული წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე გასული  ბიუსტჰალტერების ღირებულებასთან შედარებით 44%-იან ზრდას აჩვენებს.   2022 წლის ათ თვეში საქართველოდან უცხოეთის სხვადასხვა ბაზრებზე სულ 276.78 ტონა ...


მსგავსი სიახლეები

up