უმუშევრობა რეალურად უფრო მასშტაბური  ხასიათის იქნება, ვიდრე ეს ოფიციალური მაჩვენებლებით დადასტურდება-ირაკლი მაკალათია

უმუშევრობა რეალურად უფრო მასშტაბური ხასიათის იქნება, ვიდრე ეს ოფიციალური მაჩვენებლებით დადასტურდება-ირაკლი მაკალათია

access_time2020-05-01 17:00:42

ევროპაში უმუშევრობის გაორმაგებაზე უკვე ალაპარაკდნენ.ანალოგიურ ვითარებაზე საუბრობენ  ქართველი ექსპერტებიც, თუმცა მდგომარეობა გაცილებით მძიმეა საქართველოში.  ვითარება გართულდება ტურიზმის სექტორშიც, რადგან ტურისტების ოდენობა ყველა ქვეყნიდან მოიკლებს.პრობლემა იქნება ემიგრანტებიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილებიც, რომელიც ექსპერტების აზრით, შემცირდება. 

 

 

„კორონავირუსის გამო ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები ზარალდებიან და არც საქართველოა გამონაკლისი, მითუმეტეს, რომ ქვეყნის ეკონომიკა უკვე კოლაფსშია.“- ფინანსისტი  გიგა ბედინეიშვილი იმ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას. ბედინეიშვილს მიაჩნია, რომ ეკონომიკურ კრიზისს ძლიერი ქვეყნები ადვილად დაძლევენ, საქართველო კი იმ ჩამონათვალშია, რომელიც დამოკიდებულია დონორ ქვეყნებზე, თუ რა თანხას  გადმოგვირიცხავენ და როგორ გამოვიყენებთ მას.  

 

 

მსოფლიოში მძიმე მდგომარეობაა და გაორმაგდება კი არა, შესაძლოა მათი  რიცხვი გასამმაგდეს.  ამ ქვეყნებიდან გზავნილების რაოდენობაც საკმაოდ შემცირდება,  რადგან  ევროპის ქალაქებში და თუნდაც ამერიკაში, ჩვენი ქვეყნიდან წასული ბევრი ემიგრანტია, რომლებიც აქ თანხებს რიცხავენ .ასევე რთული მდგომარეობა იქნება ტურიზმის მხრივ. სამწუხაროდ, ევროპელები ნაკლებს იმოგზაურებენ, მათ შორის, საქართველოშიც.  ზოგადად, ყველგან შენელდება ეკონომიკური ტემპი, საერთაშორისო ინვესტიციებიც ნაკლებ თანხას გამოყოფენ და საერთოდ ეკონომიკური ტემპი შენელდება. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ჩვენ დამოკიდებულები ვართ, თუ რას გადმოგვიგდებენ დონორი ქვეყნები და ჩვენ როგორ გამოვიყენებთ მათ მიერ გამოყოფილ თანხას. “-ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

 

 

ფინანსისტს არა რეალურად მიაჩნია ის დროც, რა პერიოდიც ქვეყნის ეკონომიკის სრული ამუშავებისთვის განსაზღვრეს და აცხადებს, რომ ამდენი ხნით შეჩერებული ეკონომიკური ცხოვრების შემდეგ რთულია  ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს ქვეყანა ისე, რომ ფინანსურ მდგომარეობაზე რთულად არ აისახოს. ბედინეიშვილი ,თვლის რომ მთავრობის მიერ ეტაპებად დაყოფილი სამოქმედო გეგმა გაუმართლებელია.

 

 

„იმის ნაცვლად, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა გვქონოდა, ქვეყანამ ის რეზერვებიც დაკარგა რაც გააჩნდა, უაზრო პროგრამებით და ხარჯებით დავტვირთეს ბიუჯეტი მანამ და ამ კრიზისამდეც სუსტი მდგომარეობით მოვედით. ჩვენს ქვეყანას არაფერი რესურსი  არ აქვს და ამ დრომდე არც ეკონომიკურ ცხორების ტემპს აჩქარებენ. გამართლებულად მიმაჩნია საპენსიო რეფორმაში არსებული დანაზოგის ხალიხისთვის დაბრუნება.  დიდი სისულელეა ინფრასტრუქტურული პროექტებით თანხების სტიმულირებაც, ხალხი შიმშილობს ახლა, რადგან არანაირი შემოსავალი აღარ აქვთ.“-აცხადებს გიგა ბედინეიშვილი და არსებულ ვითარებაში მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასაც აფასებს.


 

 

„ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკის გადარჩენისკენ მიმართული არ არის, რადგან საქართველოს ეკონომიკა უკვე კოლაფსშია.  როგორც უკვე ვთქვი. რიგი ცვლილებებია შესატანი და კარგი იქნებოდა, რომ თანხები უშუალოდ ოჯახებისკენ წასულიყო, თუმცა, რესურსი შეზღუდულია და ის, რომ მთავრობა რაღაც გეგმას დადებს, რომ ეკონომიკა გადაარჩინოს მე ამის არ მჯერა.რადგან რაც ეს მთავრობაა ჩვენ ეკონომიკურად კარგი წელი არ გვქონია, ან ცუდი ან საშუალო მდგომარეობა იყო და არა კარგი ან დამაკმაყოფილებელი. ნაკლებად საეჭვოა, რომ ეს მთავრობა კრიზისიდან გამოსვლის რაიმე გზას მოძებნის და კრიზისის დროს სუპერ ეფექტური იქნება, დანარჩენი ეს არის პრეზენტაციები, გამოდიან და ხალხს აჩვენებენ, სხვა არაფერია. არც ეფექტური ჯანდაცვის სისტემის მჯერა და ყოველი ჩაუტარებელი ტესტით ამცირებენ დაინფიცირებულთა რაოდენობას. შესაბამისად, მგონია, რომ მათი მუშაობა არ არის ეფექტური.“-ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

 

 

ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია აცხადებს, რომ პოსტკორონავირუსის შემდეგ უმუშევარი ბევრი ადამიანი დარჩება მათ შორის, საქართველოშიც. მკვეთრად შემცირდება უცხოეთიდან გზავნილებიც და შემცირდება ეკონომიკური ზრდა.  

 

 

„კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკა დააზარალა და ცხადია ეს პირველ რიგში უმუშევრობაზე აისახება. ის პროგნოზები, რაც ვრცელდება რეალობაა. ერთი საკითხია კიდევ ის, რომ უმუშევრობა რეალურად უფრო მასშტაბური  ხასიათის იქნება, ვიდრე ეს ოფიციალური მაჩვენებლებით დადასტურდება. შემცირდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა, კიდევ უფრო გაუარესდება  ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ცხოვრება. სამწუხაროდ ,საგრძნობლად გაუარესდება ემიგრანტების ცხოვრებაც, რომლებიც როგორც ევროპაში, ასევე აზიაშიც არიან და არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულებად ითვლებიან. მათ მიერ გადმორიცხვებს შეეტყობა და აისახა კიდეც. ვირუსის დასაწყისიდანვე მცირდება უცხოეთიდან გზავნილებიც.“-ამბობს ირაკლი მაკალათია.

 

ეკონომისტის აზრით,  მაღალგანვითარებული ქვეყნები უფრო მარტივად გაივლიან ამ ეტაპს, ვიდრე ჩვენნაირი ქვეყნები. რადგან განვითარებული ქვეყნების 80% მომსახურების სფეროს უჭირავს.

 

„მომსახურება ის სფეროა, რომელსაც უფრო მეტად შეუძლია ონლაინ მომსახურებაზე გადავიდეს და ნაკლებად აისახოს უმუშევრობაზე.  რაც ჩვენს ქვეყანაში არ არის,განვითარებული. შესაბამისად, ჩვენთან კრიზისი სამწუხაროდ უფრო მეტად აისახება.“-აღნიშნა მაკალათიამ.

 

 შეგახსენებთ, რომ ევროპაში უმუშევართა რიცხვის გაორმაგებაზე გამოცემა „პოლიტიკო“ საკონსულტაციო ჯგუფ „მაქკინზის“ კვლევაზე დაყრდნობით საუბრობს.როგორც კვლევის ავტორები პროგნოზირებენ, პანდემია ევროპაში 59 მილიონ სამუშაო ადგილს უქმნის საფრთხეს.როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, უმუშევრობა ყველაზე მეტად ემუქრებათ მომსახურების სფეროსა და გაყიდვების სექტორში დასაქმებულებს. ასევე, საკვებ ობიექტებისა და ბინების გაქირავებაზე მომუშავე კომპანიების თანამშრომლებს.


„ევროპამ უნდა შეძლოს სწრაფი ნაბიჯების გადადგმა, რათა თავიდან აიცილოს უმუშევრობის ზრდა, რაც 2008-2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს უკვე ვნახეთ“, – ნათქვამია ანგარიშში.ეკონომიკის სტიმულირების გარდა, „მაქკინზის“ ექსპერტები ურჩევენ მთავრობებს, მისცენ სტიმული კერძო კომპანიებს, რათა მათ თანამშრომლები კრიტიკულად მნიშვნელოვან სექტორებში გადაანაწილონ.


სამთავრობო პროგრამების ფარგლებში შესაძლებელია კერძო კომპანიებში დასაქმებულთა გადამზადება და ამ პერიოდში მათთვის ანაზღაურების გადახდაც.„მაქკინზის“ კვლევის მიხედვით, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად ევროპულ კომპანიებს სამსახურის რამდენიმე ცვლად დაყოფა, სამუშაო ძალის სეგმენტირება და დისტანციურ სამუშაო ადგილებში მეტი ინვესტიციების დაბანდება მოუწევთ.



ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up