საქაართველოში უმუშევრობა 11.1%-მდე შემცირდა

საქაართველოში უმუშევრობა 11.1%-მდე შემცირდა

access_time2019-11-19 12:03:28

2019 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.1 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ, ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.



„2019 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 62.5 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.8 და 0.9 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.4 პროცენტული პუნქტით“, ნათქვამია „საქსტატის“ ანგარიშში.


2019 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.



უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.


უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალებში, ისე კაცებში შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით.


საქსტატის მიხედვით, აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 54.2 პროცენტს, ხოლო კაცებში 71.9 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონის მაჩვენებელი თითქმის თანაბრად არის შემცირებული როგორც ქალებში, ისე კაცებში შესაბამისად, 1.9 და 2.0 პროცენტული პუნქტით.


2019 წლის III კვარტალში როგორც ქალების, ისე კაცების დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.


„კომერსანტი“


თეგები:
უმუშევრობა



Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

Wizzair-ი ქუთაისის გარდა სხვა ბაზის გახსნისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
access_time2020-07-01 16:45:56
უნგრული დაბალბიუჯეტური კომპანია Wizzair-ი ქუთაისის ბაზის მუშაობას დროებით აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე Wizz Air-ის კომუნიკაციების ხელმღვანელმა ანდრაშ რადომ დაადასტურა. მანვე აღნიშნა, რომ ბაზის აღდგენის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დროებით შევწყვიტეთ ქუთაისის ბაზის ფუნქციონირება, ჩვენ არ ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას. ამ დროისთვის სამომავლო გეგმების დაკონკრეტება რთული იქნება.  შევხედავთ გლობალურ სიტუაციას და ამის მერე მივიღებთ...

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დიზელის ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-01 15:10:06
2020 წლის 1 ივლისიდან, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ავტოგასამართი სადგურების ქსელში აგროდიზელის ფასმა 1,36 ლარი შეადგინა. აღნიშნული ფასი ქსელში, სავარაუდოდ, 10 ივლისამდე შენარჩუნდება. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ განმარტავს, რომ აგროდიზელის ფასის 20 თეთრით გაძვირების მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდაა. კერძოდ, 2020 წლის ივნისის საშუალო საერთაშორისო ფასი ბაზარზე (პლაცი) არის 77%-ით მეტი 2020 წლის აპრილის საშუალო ფასთან შედარებით და 40% მეტი, ვიდრე 2020 წლის...

კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა

კომერციულ ბანკებში მოქალაქეთა დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-07-01 17:25:50
დღეიდან კომერციულ ბანკებში დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაიზარდა. სააგენტოს სადაზღვევო პრემიას ბანკები უხდიან. იმ შემთხვევაში, თუ ბანკს გადახდისუნარიანობის პრობლემა დაუდგება, პროცესში დეპოზიტების სააგენტო ჩაერთვება, რომლის ვალდებულებაა, მოქალაქეს საკუთარ დეპოზიტზე არსებული თანხა 20 დღის ვადაში აუნაზღაუროს. ამ შემთხვევაში, დეპოზიტი გულისხმობს ნებისმიერ პოზიტიურ ბალანსს, რაც ანგარიშზე აქვს მოქალაქეს, ეს შეიძლება, იყოს ვადიანი ანაბარი,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-01 21:30:48
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს, ეს საბჭოთა, კომუნისტური მენტალიტეტია - თემურ ჭყონია „ბიუჯეტით რომ ფინანსდება ზარალიანი კომპანიის აღდგენა, ეს არის კომუნისტური, საბჭოური მენტალიტეტი. კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფოსთვის...

სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, ტერიტორია დალაგებულია და ნაგავსაყრელი არ არის - „შპს მშენებელი2019“- ის პასუხი კალაძეს

სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, ტერიტორია დალაგებულია და ნაგავსაყრელი არ არის - „შპს მშენებელი2019“- ის პასუხი კალაძეს
access_time2020-07-01 15:00:48
„სამუშაოები ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, ტერიტორია დალაგებულია და ნაგავსაყრელი არ არის“, - ასე პასუხობს თბილისის მერის დღევანდელ ბრალდებებს „შპს მშენებელი2019“- ის დირექტორი ამირან გელაძე. საუბარია, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. კახი კალაძის განცხადებით, მონიტორინგის შედეგად, ხარვეზები გამოვლინდა. მისი თქმით,...


მსგავსი სიახლეები

up