უმუშევრად დარჩენილი ნიუ იორკელი ახალგაზრდები გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდნენ

უმუშევრად დარჩენილი ნიუ იორკელი ახალგაზრდები გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდნენ

access_time2020-12-26 19:00:19

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, რესტორნების, მაღაზიების, თეატრების და სხვა თავშეყრის ადგილების დახურვამ, ნიუ-იორკის უმუშევრობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაზარდა. 


ახალგაზრდა და შრომისმოყვარე ჰარი როსადოს სამსახურის პრობლემა არასდრს შექმნია. საშუალო სკოლის დასრულებისთანავე იგი მანჰეტენის ცენტრში მოდის ორ მაღაზიაში Journey-ში და Zumierz-ში გამყიდველის პოზიციაზე მუშაობდა. კულინარიის კოლეჯის  დასრულების შემდეგ კი როსადო რესტორან Queens- ში მიმტანის პოზიციაზე გადავიდა, სადაც ის კვირაში 300$ გამოიმუშავებდა.


მას შემდეგ რაც მარტის თვეში,შეზღუდვები დაწესდა და სარესტორნო ბიზნესმა მუშაობა შეაჩერა, როსადო უმუშევარი დარჩა,  თუმცა მოგვიანებით რესტორანმა მუშაობა განაახლა, მაგრამ შეზღუდვების გამო სარესტორნო  ბიზნესი იმდენად ნელი ტემპით მიმდინარეობდა მუშაობას  აზრი აღარ ჰქონდა. 


აგვისტოს თვეში, კორონავირუსის პანდემიით  გამოწვეული  კრიზისი  აშშ-ის  შტატებს შორის, ყველზე მწვავედ ნიუ იორკში იგრძნობოდა.


ნიუ-იორკელი ახალგაზრდების უმეტესობა, ისეთ  სფეროებშია დასაქმებული, სადაც სოციალური  დისტანცირება  შეუძლებელია, აქედან გამომდინარე ეკონომიკური  კრიზისი  ყველაზე  მწვავედ 25 წლამდე  ახალგაზრდებს შეეხო.


ნიუ იორკის საქმის ცენტრის The new school -  ის ეკონომიკური  და ფისკალური პოლიტიკის დირექტორის ჯეიმს პაროტის განმარტებით  ნიუ იორკში პანდემიამ 25 წლამდე  ახლაგზარდების 19 % უმუშევარი დარჩა, რაც შეეხება დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებს, მათში უმუშევრობის მაჩვენებელმა 14%-ს მიაღწია.


ეკონომისტების და ექსპერტების აზრით უმუშევრობა მომდენო რამდენიმე წელზე  აისახება, რაც ეკონომიკურ არასტაბილურობას გამოიწვევს, ასევე შემცირდება ხელფასები და დასაქმების პერსპექტივები.


კრიზისი განსაკუთრებით მწვავე იქნება საკრედიტო ბარათის მფლობლთათვის და ასევე მათთვის  ვისაც განათლების მისაღებად ვალი აქვს აღებული.


პანდემიის  გავლენას ახალგაზრდა თაობაზე დიდი ხნის განმავლობაში დავინახავთ -  აღნიშნავს  ჯენფერ მიშორი,  მემარცხენე პოლიტიკის  კვლევითი  ინსტიტუტის The century foundation' -  ის წარმომამდგენელი.


ახალგაზრდა სამუშაოს მაძიებელთა ბრძოლას ქვეყნის  ეკონომიკაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, - აღნიშნავს ბრუკინგის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი და  ეკონომიკური კვლევების დირექტორი სტეფნია არონსონი.


”ახალგაზრდებს გაცილებით დიდი დრო დასჭირდება პროდუქტიული სამუშაოს მოსძებნად, რაც ფინანსურად დააზარალებს მათ და მათ ოჯახებს. საბოლოო ჯამში კი ეს ეკონომიკას აზარალებს და ეკონომიკურ ზრდას აფერხებს -  აღნიშნავს სტეფანია არონსონი.


მთელი ქვეყნის მასშტაბით ნოემბერში უმუშევრობის დონე 6,7% იყო, მაგრამ 20-24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში უმუშევრობის ნიშნულმა 10.5% მიაღწია, ხოლო 25-54 წლამდ ასაკობრივ ჯგუფებში ეს მაჩვენებელი 6% იყო.


ოქტომბრის თვეში აშშ-ს მთავრობას უმუშევრობის შემწეობის თხოვნის მილიონზე მეტმა 25 წლამდე მოქალაქემ მიმართა, ისინი ასევე შეღავათებს ითხოვნდნენ გადასახადებზე, შედარებისთის გასულ წელს მსგავსი თხოვნით უწყებაში მხოლოდ 80 000 განაცხადი შევიდა. 


მისტერ როსიდომ, დასაქმების საიტებზე Craigslist- სა და Indeed.com- ზე ათობით განაცხადი გააკეთა, მაგრამ გასაუბრებაზე მხოლოდ რესტორან ვენდისში დაიბარეს, თუმცა მისტერ როსადო აღნიშნავს, რომ მას  სამსახურში საქმეს არ აძლევენ.


უმეტესწილად, მე არაფერს მავალებენ , - თქვა მისტერ როსადომ, რომელიც ნათესავებთან ქუინსში ცხოვრობს  და უმუშევრობის შემწეობა კვირასი 160 დოლარს იღებს ”ყველა იბრძვის ერთი და იგივე პოზიციებისთვის.”- აღნიშნავს როსადო.


ახალ სამსახურში დასაქმება ვირუსის  გავრცელების ზრდის პარალელურად უფრო და უფრო რთული გახდება, რასაც ბიზნესისთვის მაცრი შეზღუდვების დაწესება განაპირობებს, ეს  უკანასკნელი კი უფრო მეტი ადამიანის სამსახურიდან გათავისუფბლებას და  ნაკლები სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა.


პანდემიის პერიოდში ეროვნული სოციალური ორგანიზაცია( Seedco) ნიუ – იორკის, მემფისისა და ბალტიმორის რეგიონებში 400 – ზე მეტ ახალგაზრდას დასაქმებაში დაეხმარა65 მათგანი სასიცოცხლოდ აუცილებელ ბიზნესში დასაქმდა. 


Seedco - ს აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით  მიმდინარე წელს ვაკანსიების რაოდენობა წინა წელთან  შედარებით 2/3 ით არის შემცირებული, ამას  ისიც  ემატება, რომ ახალგაზრდები უფრო ასაკიანი და გამოცდილი სამუშაოს მაძებლებლებით ჩაანაცვლეს.


პანდემიით გამოწვეულმა  უმუშევრობამ განსაკუთრებით ის შავკანიანი მშრომელები დააზარალა, რომლებსც კოლეჯის დიპლომიც კი  არ აქვთ. 


იმ ადამიანებს ვისაც პანდემიამდეც უჭირდათ სამსახურის დაწყება, პანდენიამ ისინი კიდევ უფრო უკან დახია - აღნიშნა Isaac center -  ის აღმასრულებელმა დირექტორმა და ნიუ იორკში სოციალური მომსახურების აგენტმა  ჯორჯ მორისმა.


20 წლის საფირ კრონუოლმ აპირველი სამსახური 2018 წელს იშოვა, იგი კომპანია Bonx- გაყიდვების დეპარტამენტში დასაქმდა, 2020 წლის მარტში კი პანდემიამ მისი კომპანია დახურა და საფირის უმუშევარი დარჩა.


სამუშაოს დაკარგვის შემდეგ მან უმუშევრობის შემწეობით 650$-ის მოგროვება შეძლი,  რაც იმაზე მეტი იყო რასაც სამსახურში იღბდა. 


მას შემდეგ კი რაც ივლისის  თვეში სახელმწიფო  დახმარება  დასრულდ,ა მან  1600 დოლარიანი  დანაზოგი ბინის  ქირაზე და  სურსათზე დახარჯა.


ქალბატონმა კორნილმა Bed Bath & Beyond და Dollar Tree -ში, სამუშაოზე განაცხადი  შეიტანა , თუმცა როგორც იგი  აღნიშავს, ამ ეტაპზე  ორივე  კომპანიას  ისეთი ადამიანი  სჭირდება, რომელიც პირდაპირ დაიწყებს მუშაობას და გადამზადებას არ საჭიროებს.


პანდემიამდე  ახალგაზრდებს  ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ  გამოცდილების გარეშე მოტივაციით და  სხვა  უნარებით დამსაქმებელზე  გავლენა მოეხდინათ და პირველი სამსახური დაეწყოთ, ახლა ეს პრქტიკულად შეუძლებელია, აღარ არის შესაძლებლობა, რომ მიხვიდე დამსაქმებელთან და თქვათ აი ეს მე ვარ-  აღნიშნა რეიმი დე ლა კრუზმა, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ახალგაზრდა ძალის პროგრამის დირექტორმა  , რომელიც კორნუოლს თავის დროზე პირველი სამსახურისმოძიებში დაეხმარა.


პანდემიის პიკში ზოგიერთი ახალგაზრდა ცდილობდა, რომ  ფედერალურ  დანამატთან  ერთად, უმუშევრობის შეღავათითაც  ესრგებლა, რადგან ხშირად მათ გადასახადებში იმაზე მეტი ფული ეხარჯებოდათ, ვიდრე ფედერალური დანამატის სახით ირებდნენ , - თქვა ვან მაილსმა, აღმოსავლეთ ჰარლემში სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომელმა.


ნიუ-იორკში ახალგაზრდებს კვირაში $ 1,105 დოლარის შეგროვება შეეძლოთ, ასევე იღებდნენ ფედერალურ დანამატს 600$-ის ოდენობით.


სამუშაო ადგილების ზოგიერთი პროგრამა ფოკუსირებულია პანდემიის დროს დაძაბულ სამუშაოზე, ასეთია სასწრფოს მძღოლების პოზიცია, დაცვის თანამშრომლების, მშენებლების,  ჯანმრთელობის ცენტრის  ხელმძღვანელების და სხვა.


გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიამ ავტოსკოლების მუშაობა შაჩერა, ბევრმა  ახალგაზრდამ მძღოლის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა დაკარგა, რადგან მათ მართვის მოწმობა არ აქვთ, ხოლო პანდემია მათ ავტოსკოლაში სწვალის შესაძლებლობას არ აძლევს.


მარტიდან დღემდე, გადასახადების გარდა ყველაფერი ჩიხშია -  აღნიშნა კრისტინა კოულმანმა,The Children’s Village- ის  , ახალგაზრდული პროგრამის დირექტორმა.


საქმე იმდენად ცუდად არის, რომ ზოგიერთი  საზოგადოებრივი ჯგუფი თუ სოციალური სამსახური, რომლებიც სამუშაოს მაძიებლებს და კომპანიებს ერთმანეთს აკავშირებდნენ , თვითონ დარჩნენ თანამშრომლების გარეშე დაიძულებულები გახდნენ, რომ ეს  ახალგაზრდები თვითონვე  დაესაქმებინათ.


ბრუკლინის არაკომერციული საზოგადოებრივი ორგანიზაცია Red Hook- ის  ინიციატივით ახალგაზრდები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან სოციალური სამართლიანობისა და მცირე ბიზნესის ჯგფუგებში.


რამდენიმე ადამიანი ამ პროექტში უკვე ჩაერთო და კომპანია მათ საათში 15$ და ადგილობრივი მეურნეობიდან უფასო კვბას სთავაზობს, ასევე სტაჟიორებს პპირბადეებითა და ხელის დასაბანი საშუალებებით ამარაგებს.


პანდემიამდე Isaac center - მა კულინარიული აკადემია გახსნა, მათი მიზანი იყო, რომ ხუთვარსკვლავაიან სასტუმროში არსებული რესტორნებისთვის მაზრეულები მოემზადებინათ, თუმცა პანდემიის გამო ბევრი რესტორანი დაიხურა ან შეზღუდულ და საცალო მუშაობაზე გადავიდა. 


თავდაპირველად ცენტრმა დამწყები მზარეულები დაიქირავა, რომლებიც მოხუცებულების  და დაბალშემოსავლიანი ოჯახების გამოკვბზე იზრუნებდნენ. 


კრეგლისტში რეკლამის ნახვის შემდეგ, ახალგაზრდა როსადო კულინარიულ სასწავლო პროგრამაზე დარეგისტრირდა და ჰარლემის კაფეში  საატში 15 დოლარიან სტაჟირებაზე  დასაქმდა.


იგი წუხს რესტორნის ინდუსტრიაზე, რომელიც პანდემიამ გაანადგურა, თუმცა აღნიშნა, რომ რისკი იმ საქმისთვის  რისი გაკეთებაც  სიამოვნებს ღირს.


მე მომწონს იდეა, მიხარია, რომ ადამიანებს კვბის შესაძლებლობას ვაძლევ, და ისინი თვს  კარგად  გრძნობენ ,ეს ჩემი ნიშააა - აღნიშნავს მისტერ როსადო.


წყარო: nytimes.com

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up