უმუშევართა მხრიდან აშშ-ის სახელმწიფოს მიმართ პრეტენზიების მკვეთრი ზრდა ახალი ეკომიკური კრიზისის საწინდარია

უმუშევართა მხრიდან აშშ-ის სახელმწიფოს მიმართ პრეტენზიების მკვეთრი ზრდა ახალი ეკომიკური კრიზისის საწინდარია

access_time2021-01-19 18:00:40

ამერიკაში კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა ათი თვის თავზე შრომის ბაზარი გაანადგურა, ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემია შოკურ ეფექტებს კვლავ განაგრძობს. 


მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის გაზაფხულზე დაკარგული 22 მილიონი სამუშაო ადგილიდან ნახევარზე მეტი აღდგა, ინფექციის ახალმა ტალღამ კომპანიების კვლავ დახურვა და ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლება გამოიწვია, კრიზისი  განსაკუთრებით სტუმართ-მასპინძლობისა და ტურიზმის სექტორებს შეეხო.


გასული კვირის ხუთშაბათს აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უმუშევრების მხრიდან შემწეობის შეღავათზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რამაც ივლისის თვის მაჩვენებელს მილიონით გადააჭარბა.


რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის მთავრობამ გამოაცხადა, რომ დამსაქმებლებმა დეკემბერში 140,000 დასაქმებული გაათავისუფლეს, რაც გასული წლის გაზაფხულის შემდეგ პირველი დიდი შემცირებაა.


რესტორნები, ბარები და სასტუმროები დიდი კრიზისის წინაშე დგანან და  ზარალს ვეღარ ითვლიან.


„ჩვენ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში ვართ და არასწორი მიმართულებით მივდივართ. კვლევები აჩვენებს, რომ უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისგან პრეტენზიების ზრდა მოსალოდნელია და იმის საფუძველი ნამდვილად არსებობს, ვიფიქროთ, რომ ყველაფერი გაუარესდება“, - აღნიშნა უფროსმა ეკონომისტმა დანიელ ჟაომ.


მისივე განცხადებით, ეს პერსპექტივა კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რადგან გასულ თვეში პრეზიდენტ ტრამპის მიერ ხელმოწერილი  უმუშევართა შემწეობის 300 დოლარიანი პაკეტი მარტის თვეში ამოიწურება.


ამერიკის  ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა, რომ ის კონგრესის გავლით სტიმულირების ახალ პაკეტებს შემოიღებს, რითაც როგორც დასაქმებულებს ასევე დამსაქმებლებს დაეხმარება მანამ, სანამ ამერიკაში პანდემია იმძვინვარებს.


ბაიდენის გეგმა მოიცავს  შიდამეურნეობის, მცირე ბიზნესისა და ადგილობრივი და სახელმწიფო მმართველობის  დახმარებას.


როგორც გასულ ხუთშაბათს  ამერიკის  შრომის  დეპარტამენტმა განაცხადა, უმუშევრობის შემწეობაზე 1.15 მილიონმა მუშაკმა შეიტანა  განაცხადი. 


ახალი წლის პირველი კვირის განმავლობაში, პანდემიით გამოწვეული უმუშევრობის შემწეობისთვის  გადაუდებელი დახმარების  ფედერალურ პროგრამას 284 000-მა  მოქალაქემ მიმართა. ესენი არიან  შტატგარეშე და ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული თანამშრომლები, რომლებიც სახელმწიფო შემწეობის პროგრამაში ვერ მოხვდნენ. პანდემიამდე უმუშევრობის შემწეობაზე  კვირაში 200.000 - მდე განცხადება შედიოდა. საახალწლო დღესასწაულების დროს ეს მაჩვენებელი იმის გამო შემცირდა, რომ ადამიანები დღესასწაულების დასრულებას ელოდებოდნენ, რათა  ახალ  წელს ახალი განაცხადი შეეტანათ, თუმცა ამ ფაქტს აშშ-ის ეკონომისტების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. ეკონომისტების და ექსპერტების  ვარაუდით ახალი სამუშაოს მაძიებლებს პანდემიის პერიოდში ნაკლები პერსპექტივები აქვთ. ბოლო ხუთი თვის მონაცემები აჩვენებს, რომ ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია.


აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, ნოემბრის თვეში ვირუსის  შემთხვევების  მკვეთრად მატებამდე  უმუშევართა რაოდენობა სამუშაო ადგილებს ოთხი მილიონით აჭარბებდა.


ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის, მემარცხენე მკვლევართა ჯგუფი, აცხადებს, რომ პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რაოდენობა გაცილებით მეტია ვიდრე ამას დეკემბრის თვეში ოფიციალური  სტატისტიკა  აჩვენებს, სტატისტიკის მიხედვით ეს მაჩვენებელი10.7 მილიონს შეადგენდა. 


მკვლევარები ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მონაცემები თავიდან დაითვლება  და სწორად დაკლასიფიცირდება სამუშაო ძალის გარეთ დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 26.8 მილიონი იქნება.


უმუშევობის ყოველკვირეული 300 დოლარიანი კომპენსაცია, რომელიც გამყოფილი იყო  ხელოვანებისთვის და სხვადასხვა  სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებიც  მოკლევადიან პროექტებში იყვნენ დასაქმებულები ამოიწურა.


სენატორმა, ორეგონის დემოკრატმა და სენატის საფინანსო კომიტეტის მომავალმა თავმჯდომარემ რონ უიდენმა განაცხადა, რომ იგი უმუშევართა შეღავათების სისტემის აღდგენისთვის ყველაფერს გააკეთებს.


ეკონომიკის აღდგენის გეგმის ფარგლებში, ბაიდენი შეეცდება, რომ კონგრესში უმუშევრობის შემწეობის ავტომატური განახლების პროგრამა დაამტკიცოს, ასევე გამოყოს სახსრები სხვადასხვა დახმარებისთვის, მანამ სანამ უმშევრობის მაჩვენებელი მკვეთრად არ დაეცემა.


„როდესაც პანდემიის და ჯანმრთელობის მდგომარეობას ვუყურებ, ვხედავ რომ ადამიანებს ვირუსის მაინც ეშინიათ,  კორონავირუსი არის სათავე ყველაფერ იმისა, რაც დღეს ხდება, ამ ყველაფერს კი ეკონომიკაზე თავისი გავლენა ექნება“, - აღნიშნა ეკონომისტმა ანა ელისაბეტ ნონკელმა.


ანალიტიკოსები და ეკონომისტები უკეთეს პერიოდს გაზაფხულიდან პროგნოზირებენ.  ისინი ვარაუდობენ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გაიკეთებს  ვაქცინას, მით უფრო მალე მოიხსნება შეზღუდვები ბიზნესზე და ასევე სამომხმარებლო ბიზნესიც განაახლებს ფუნქციონირებას. 


თუმცა ეკონომისტები ასევე აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის შემსუბუქების შემდეგ ეკონომიკის აღდგeნა ერთ დღეში ვერ მოხდება და გარკვეული პერიოდი დასჭირდება. 


თაკო კვაჭანტირაძე

Nytimes.com






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up