უმთავრესია შეჩერდეს ეს ქაოტური მშენებლობები - ბათუმის გენგეგმაზე კონკურსი უკვე მეორედ სექტემბერში გამოცხადდება

უმთავრესია შეჩერდეს ეს ქაოტური მშენებლობები - ბათუმის გენგეგმაზე კონკურსი უკვე მეორედ სექტემბერში გამოცხადდება

access_time2019-07-11 17:00:13


როგორც „კომერსანტს“ ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა მირიან მეტრეველმა განუცხადა, ბათუმის გენერალური გეგმაზე კონკურსი სექტემბრის პირველ დეკადაში გამოცხადდება. ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია ტექნიკური დავალება და აგვისტოში დასრულდება.


„ბათუმის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციაზე კონკურსს ოფიციალურად გამოაცხადებს ბათუმის მერია. აღსანიშნავია, რომ ტექნიკურ დავალებას ვამუშავებთ თავიდან და ის იქნება სრულად მორგებულ განახლებულ კანონმდებლობას (მოგეხსენებათ სამშენებლო მიმართულებით გარკვეული ცვლილებები ამოქმედდა). თავად კონკურსი გახლავთ ორეტაპიანი: ჯერ უნდა მოხდეს კვლევების წარმოება და დადგინდეს არსებული პრობლემები, შემდეგ კი არსებული მოცემულობის განვითარების დაგეგმარება. პროცესი ორწლიანია და საბოლოოდ, გენგეგმა ორ წელში იქნება მზად“,-- განმარტავს მირიან მეტრეველი.


იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის გენერალურ გეგმაზე კონკურსი უკვე მეორედ გამოცხადდა, კითხვაზე  რამდენად არსებობს ალბათობა, რომ ახლაც  ჩაიშალოს -  მეტრეველი გვპასუხობს, ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ამჯერად ტექნიკური დავალება ბევრად გამართულია:


„ზუსტად ვერ გეტყვით პირველად, გაზაფხულზე გამოცხადებულ კონკურსში, რატომ არ მიიღო არავინ  მონაწილეობა. შეიძლება იმიტომ, რომ ერთმანეთს დაემთხვა კანონმდებლობის შეცვლა და კონკურსის გამოცხადება... თუმცა ახლა ეს ნაწილი გათვალისწინებულია და გვაქვს მოლოდინი, რომ შესაბამისი სექტორი დაინტერესდება“.



„კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად და დასაზუსტებლად  „სითი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ მამუკა სალუქვაძეს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გაზაფხულზე ბათუმის გენგეგმაზე გამოცხადებული კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან ტექნიკური დავალება  იყო ბუნდოვანი და სუსტი. 


„თავის დროზე ტექნიკურ დავალებაში ბევრი უზუსტობა იყო, მაგალითად თანხის გადაცემის პირობები, რომელის მეორე ეტაპის დასრულებამდე შეუძლებელი იყო. ასევე პროფესიონალური საკითხებიც გაურკვეველი გახლდაც -  მაგალითად, დოკუმენტში ზღვა იყო მხოლოდ ერთხელ ნახსენები და თითქოს საერთოდ სხვა ქალაქზე იყო მსჯელობა. მაგალითისთვის კი მოყვანილი ჰქონდათ თელავის გენგეგმა...მოკლედ ბევრი რამ იყო დაულაგებელი და ამიტომ ყველამ თავი შევიკავეთ პირველ ჯერზე, ახლა ვნახოთ. ზოგადად ჯობს, რომ ტექნიკური დავალებაზე მსჯელობა საჯარო იყოს და ასე უფრო გაუადვილდებათ დოკუმენტზე მუშაობაც (კონკურსიც არ ჩავარდება), მაგრამ მაინც დაველოდოთ სექტემბერს“.


როგორი იქნება ბათუმის გენგეგმა და რა ცვლილებები შევა დოკუმენტში? - მამუკა სალუქვაძე მთავარ აქცენტს მშენებლობის  ნაწილზე აკეთებს.


„აქ ბევრი რამეა მნიშვნლოვანი, მაგრამ ალბათ უმთავრესია შეჩერდეს ეს ქაოტური მშენებლობები, რამაც შეჭამა ბათუმი. ეს ბეტონის მაღალსართულიანი სახლები კედელივით აეფარა ზღვისპირა ზოლს და გადაკეტა ყველაფერი. არადა განაშენიანება, პირველ რიგში, უნდა გულისხმობდეს იმას, რომ სახლები მთებიდან ეშვებოდეს ჰარმონიულად და შენარჩუნდეს ბალანსი.  ამიტომ გენგეგმაში ეს საკითხი აუცილებლად დარეგულირდება. ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების ნაწილიც... რა თქმა უნდა, რთულია ქალაქის უკვე დაზიანებული  მხარის აღდგენა, მაგრამ დოკუმენტი ბიძგს მოგვცემს ბათუმის სწორად განვითარებისკენ“.




სალომე ლემონჯავა





ბათუმის მერია „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

ბათუმის მერია  „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს
access_time2019-07-16 18:55:01
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. აღნიშნულ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე...

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ
access_time2019-07-16 20:00:14
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიღებამაც, შესაძლოა, აიძულოს საერთაშორისო საგადამხდელო სისტემები Visa და MasterCard-ი რუსეთიდან გავიდნენ. თუ ასე მოხვდა, რუსეთის მოქალაქეები ვერ შეძლებენ თავიანთი ბარათების გამოყენებას უცხოეთში, ხოლო რუსეთში აიკრძალება უცხოური ბანკების პლასტიკური ბარათები. 23 ივლისს იგეგმება კანონპროექტის „ეროვნული საგადასახადო სისტემის თაობაზე“ განხილვის დაწყება. მიღების შემთხვევაში, კანონი...

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“
access_time2019-07-16 19:00:05
“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება “ — ასე აფასებს აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი ზურაბ გურული სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნდებას, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა...

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება
access_time2019-07-16 17:55:19
არც ერთი სასტუმრო, საოჯახო ტიპის თუ საშუალო ზომის, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მცირე და საშუალო მეწარმეების დასახმარებლად კონკრეტული მექანიზმები აქვს. კერძოდ, ბახტაძის თქმით, მეწარმეებს, რომლებსაც ბიზნესის განსავითარებლად სესხები აქვს აღებული, მათი პროცენტების თანადაფინანსება სახელმწიფოს...

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს
access_time2019-07-16 17:50:11
ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც ბინის შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. სესხი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც საცხოვრებელი ბინა ჯერ არ გაუყიდიათ და სურთ, 1 დიდი სახლით ორი, ან უფრო მცირე ბინა შეიძინონ. პროდუქტის დახმარებით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, თანხა გამარტივებულად, მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით მიიღონ, არ იჩქარონ ძველი სახლის გაყიდვა და ახალ ბინაში სესხის დამტკიცებისთანავე გადავიდნენ. მომხმარებლებისთვის 6-თვიანი...


მსგავსი სიახლეები

up