უმსხვილესმა ექსპორტიორმა სახელმწიფოსთან 200 მილიონიანი დავა წააგო

უმსხვილესმა ექსპორტიორმა სახელმწიფოსთან 200 მილიონიანი დავა წააგო

person access_time2016-04-12 16:05:15

უმსხვილესმა ექსპორტიორმა კომპანიამ, „ჯორჯიან მანგანეზმა" ხელისუფლებასთან დავა წააგო. საუბარია, რამდენიმე თვის წინ დაწყებულ შპს „ჯორჯიან მანგანეზსა" და შემოსავლების სამსახურს შორის სამართლებრივ, 200 მილიონი ლარის დავაზე. ორი სუბიექტის დავის საგანს წარმოადგენს რამდენიმე საკითხი. მათ შორის, კვებაზე, შლამზე და წიდაზე არსებული დანაკარგები.


„ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი სულხან ხვედელიძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არაკომპეტენტური გადაწყვეტილება მიიღო და უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შედეგად, ძალაში დარჩა შემოსავლების სამსახურის მთლიანი მოთხოვნა.


„სასამართლო სხდომა ერთი წუთი გაგრძელდა, ამ ერთ წუთში მოვისმინეთ მოსამართლის არაკომპეტენტური პასუხი და ის, რომ მხარეებს სასამართლო გადაწყვეტილება ორ კვირაში ჩაბარდებათ"-აცხადებს ხვედელიძე.


მისივე ინფორმაციით, მოსამართლე ვერ ერკვეოდა ბიზნეს დავებში. ხვედელიძე განმარტავს, რომ შეუძლებელი იყო 200 მილიონიანი საქმე მას 3 დღეში შეესწავლა.



„მოსამართლე იმდენად არაკომპეტენტური იყო, რომ სასამართლოს სხდომაზე არცერთი შეკითხვა არ გასჩენია, ასევე მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში არაფერი უკითხავს. ეს იყო სრულიად არაპროფესიონალური გადაწყვეტილება" -აცხადებს ხვედელიძე. მისი ინფორმაციით, შპს „ჯორჯიან მანგანეზს" წარდგენილი ჰქონდა წამყვანი აუდიტორული კომპანიების დასკვნები, რაც მოსამართლის მიერ ასევე არ იქნა გათვალისწინებული.


„ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურმა კომპანია არასოდეს არ უნდა მიიყვანოს 200 მილიონიან დარიცხვაზე, რადგან ეს ნიშნავს, რომ  კომპანიას აკოტრებს.


ხვედელიძე განმარტავს, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი" არ ეთანხმება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.


აღსანიშნავია, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზი" „ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციაციის" წევრია.


თავად შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ "კომერსანტს" განუცხადეს, რომ კომპანია დაელოდება სასამართლოდან სამოტივაციო წერილის მიღებას და განცხადებას მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს. მათივე ცნობით, ეს სავარაუდოდ 2-3 კვირაში მოხდება.




დავით უსუფაშვილი - დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი

დავით უსუფაშვილი - დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი
access_time2020-10-31 12:47:41
დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი ნაძალადევის მე- 13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის...

ნათია მეზვრიშვილი - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 881 პირი გამოჯანმრთელდა

ნათია მეზვრიშვილი -  ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო  2 881 პირი გამოჯანმრთელდა
access_time2020-10-31 10:49:45
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.       მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა  და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.       „დღეის...

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]
access_time2020-10-31 08:32:01
ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.   ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა და კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.   „საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა; კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით; ნაკადის მომწესრიგებელს...

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
access_time2020-10-31 08:05:56
საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.   მთელი ქვეყნის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....


მსგავსი სიახლეები

up