უმსხვილესი სამშენებლო კომპანიები მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებენ–მთავარი გამოწვევა  დოლარის კურსია და არა სამშენებლო მასალების დეფიციტი

უმსხვილესი სამშენებლო კომპანიები მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებენ–მთავარი გამოწვევა დოლარის კურსია და არა სამშენებლო მასალების დეფიციტი

access_time2020-03-25 10:50:13

კორონავირუსის გავრცელების შედეგებით საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.  საქართველოს მთავრობა სხვადასხვა გზებით ცდილობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ ჩამოიშალოს. სწორედ ამიტომ მათივე გადაწყვეტილებით, ამ დრომდე  ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების და მშენებლობების განხორციელება ნებადართულია.

 

 სააქციო საზოგადოება „ტრანსმშენს“ 5 აქტიური მშენებლობა აქვს. როგორც  სამშენებლო ორგანიზაციაში აცხადებენ, ხუთივე მშენებლობა ამ დროისთვის შეუფერხებლად მიმდინარეობს. შესყიდვების სამსახურის მენეჯერი გიორგი ტაბატაძე იმის საფრთხეს, რომ მშენებლობები  გაჩერდეს ვერ ხედავს , რადგან მისი თქმით, სამშენებლო მასალების მარაგები „ტრანსმშენს“ საკმარისად აქვს.

 

„ამ ეტაპზე არანაირი სამშენებლო მასალის დეფიციტი არ გვაქვს. ჩვენს ობიექტებზე ძირითადად ისეთ პროცესში ვართ, რომ ყველგან მონოლითი სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადი საშუალებები რაც მონოლითს სჭირდება შესყიდული გაქვს. ბეტონის ქარხნები ჩვეულებრივ რეჟიმში გვაწვდიან ბეტონს, ჩვენი ბრიგადებიც ჩვეულებრივად აგრძელებენ ახალი კანონების ფარგლებში მუშაობას,  რომელიც სპეციალური აღჭურვილობით მუშაობას გულისხმობს. თუ არ მოხდა ბეტონის და ბლოკის მწარმოებელი ქარხნების გაჩერება, ჩვენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ“, - აცხადებს გიორგი ტაბატაძე.

 

ქვეყანაში არსებული სიტუაციის გართულების შემთხვევაში კომპანიამ ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება დაიწყო.  როგორც „ტრანსმშენში“ „კომერსანტს“ განუცხადეს ყველაზე დიდ პრობლემებს ბიზნესს ამ ეტაპზე  გაუფასურებული ლარი უქმნის.

 

„ანტიკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და ეს ძირითადად ლარის კურსს ეხება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება პრობლემას ყველა კომპანიას უქმნის. ძირითად მასალები იმპორტირებულია  და აქედან გამომდინარე კურსზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს სახელმწიფოსთან იმასთან დაკავშირებით, რომ კურსთა შორის სხვაობა გაითვალისწინონ და იმედი გვაქვს, რომ რაღაც თანხას აგვინაზღაურებენ. დღეს ჩვენთან დღის წესრიგში ეს საკითხი დგას, მთავარი გამოწვევა არის დოლარის კურსი და არა სამშენებლო მასალების დეფიციტი. მომავალში კი არ ვიცი რა როგორ შეიცვლება“ - განაცხადა გიორგი ტაბატაძემ.

 

ამ ეტაპზე მომარაგების პრობლემა არ აქვს არც სამშენებლო კომპანია „ანაგს“. როგორც კომპანიის პროექტების დირექტორი გოგა გუგავა აღნიშნავს,ანაგს არც ერთი მშენებლობა არ შეუჩერებია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სამშენებლო მასალების მარაგიც აქვს, როგორც გოგა გუგავა ამბობს, პრობლემები არც შესყიდვების კუთხით შექმნით:

 

„ძირითადი ინგრედიენტები რაც არის მშენებლობაში ბეტონი, არმატურა , მსხვილი მასალები არაფრის დეფიციტი არ გვაქვს, თუმცა გრძელვადიან პერიოდში წარმოებას ან იმპორტს თუ შეექმნათ პრობლემები ეს ჩვენზეც აისახება. ანტიკრიზისული გეგმის დასახვა სამშენებლო მიმართულებით ცოტა რთულია, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა იქნება ქვეყანაში, როგორც მასალების მოწოდების კუთხით ასევე კლიენტების მხრიდან პროექტების განხორციელების კუთხით“, - განმარტავს გოგა გუგავა.

 

ანაგის პროექტების დირექტორი გოგა გუგავა აცხადებს, რომ ლარის ყოველდღიური ცვალებადობა პრობლემურია, თუმცა, მნიშვნელოვნია გრძელვადიან პერიოდში როგორი განვითარდება პროცესები.

 

გრძელვადიან პერიოდში თუ ლარის კურსი დასტაბილურდება სექტორს პრობლემები არ შეექმნება, მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის მერყეობა მშენებლობებზე მასშტაბურ გავლენას არ ახდენს. მაშინ როდესაც კრიზისია მთელ მსოფლიოში რთულია რამეზე იმსჯელო, რადგან პროცესები ასახვას ყველაფერზე ჰპოვებს. მაშ შემდეგ რაც, ის კრიზისული ფაქტორები რაც  ეროვნულ ვალუტაზე გავლენას ახდენს გადაივლის, ვფიქრობ რომ პრობლემა აღარ იქნება. თუ კრიზის გრძელვადიანი ეფექტი ექნება და გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსი არ დასტაბილურდება გარკვეული პრობლემები აუცილებლად შეგვექმნება“, - აცხადებს გოგა გუგავა.

 

 ბაჩო ადამია




4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

4 ივნისი - ქართული ლარი 6 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-06-04 19:00:57
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-04 21:30:57
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.წყალტუბოს მასშტაბური განვითარება იდეის დაანონსებიდან მე-7 თვესაც არ დაწყებულა სანატორიუმი „იმერეთი“, სანატორიუმი „თბილისი“, სანატორიუმი „გეოლოგი“, სანატორიუმი „რკინიგზელი“, სანატორიუმი „მედეა“, ჯამში სახელმწიფოს...

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა

საქართველოში უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში გაიზარდა
access_time2020-06-04 17:20:31
„2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. საქსტატის მონაცემებით, 2013-2019 წლებში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 30%-დან 19.5%-მდე შემცირდა. პრემიერი სიღარიბის მხრივ ქვეყანაში არსებულ ტენდენციას, ყურადღების მიღმა ტოვებს. ქვეყანაში სიღარიბის შემცირების ტენდენცია 2011 წელს დაიწყო და 2015 წლის ჩათვლით გაგრძელდა. 2016-2017 წლებში ქვეყანაში...

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის

ეს ფარსი უნდა დამთავრდეს-„ფრონტერა“ გიორგი გახარიას ღია წერილის უგზავნის
access_time2020-06-04 16:25:04
კომპანია „ფრონტერა“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღიას წერილს უგზავნის, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია, პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად ჩვენც ვართ მომსწრენი იმისა თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, რომელიც არ სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს სახელმწიფოს მიტაცებას ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა. 2013 წლიდან...

რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან

რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება 8 ივნისიდან
access_time2020-06-04 21:00:36
8 ივნისიდან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთი ნაწილი იხსნება, თუმცა კვლავ რჩება სავალდებულო ხასიათის შესასრულებელი მოთხოვნები. შეზღუდვები, რომლებიც იხსნება: მიმოსვლა შესაძლებელი ხდება...


მსგავსი სიახლეები

up