უმსხვილესი მუნიციპალური საწარმოების უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს - IDFI

უმსხვილესი მუნიციპალური საწარმოების უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს - IDFI

access_time2021-04-07 17:00:38

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებული თანამშრომლები და შრომის ანაზღაურების ხარჯები შეისწავალა. არასამთავრობო ორგანიზცია 10 უმსხვილეს მუნიციპალურ საწარმოს ასახელებს, რომლის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი გაზრდილია, თუმცა მათი უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს.

 

მათი ინფორმაციით, ბოლო წლებში, მუნიციპალიტეტების მიერ დაარსებულ იურიდიულ პირებში მიმდინარე პროცესების შესახებ არაერთი კვლევა ჩატარებულა, რომლებიც ბიუროკრატიული აპარატის გამოწვევებზე მიუთითებენ. კვლევაში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არასრულად იყო მოცემული, რამაც ანალიზის და შედარების პროცესი საგრძნობლად გაართულა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის მონაცემები 37 მუნიციპალიტეტიდანაა მიღებული, 2019 წლის მონაცემები 47 მუნიციპალიტეტიდან, ხოლო 2020 წლის მონაცემები ჯამში 48 მუნიციპალიტეტიდან. რაც შეეხება იურიდიული პირების საშტატო ნუსხებს, ეს პუნქტი დააკმაყოფილა მხოლოდ 35-მა მუნიციპალიტეტმა.

 

 

კვლევის მიხედვით, ძირითადი მიგნებები შემდეგია:

 

 

- 35 მუნიციპალიტეტის მონაცემების მიხედვით, მათ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 5%-ით იზრდება.

 

 

 

- შესწავლილი მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების სახელფასო ფონდების საერთო მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით 14%-ით იზრდება.

 

 

 

- ცაგერის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია 1,000 მდე თანამშრომელი, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მხოლოდ 8,800 პირს შეადგენს.

 

 

 

- 2019-2020 წლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები თითქმის 4,000 პირს ასაქმებდნენ. ამ თვალსაზრისით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება რუსთავის მაჩვენებელს, ხოლო სამჯერ აღემატება გორის მაჩვენებელს.

 

 


 

- 2020 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების საერთო ბიუჯეტი 263,296,876 ლარს შეადგენდა. სადაც დასაქმებული იყო 3,942 პირი, ხოლო შრომის ანაზღაურებაზე გაწეული საერთო ხარჯი 30 მილიონ ლარს აღწევდა.

 

 

 

- კვლევის ფარგლებში შესწავლილი 10 უმსხვილესი მუნიციპალური საწარმოს (თბილისის  გარდა) შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი 2019 წელს 18,284,225 ლარს შეადგენდა. მათი უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს და მუნიციპალური ბიუჯეტიდან სუბსიდირდება.

 

 

 

- ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბუღალტრები, საქმისმწარმოებლები და შესყიდვების სპეციალისტები ძირითადად თბილისის ა(ა)იპ-ებში გვხვდებიან, სადაც მათი საშუალო ანაზღაურება დაახლოებით ორჯერ აღემატება ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში ანალოგიურ პოზიციაზე დასაქმებულთა მაჩვენებელზე;

 

 

 

- შესწავლილი ა(ა)იპ-ების 12 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელიდან ყველა დასაქმებულია თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში და მათი ანაზღაურება 3000-იდან 6000 ლარამდე მერყეობს.

 

 

39 მუნიციპალიტეტის2 2018-2019 წლის მონაცემთა ანალიზის შედეგად, სახეზე გვაქვს სახელფასო ფონდების თითქმის 14%-იანი ზრდა. კერძოდ 138,977,067 ლარიდან 161,205,692 ლარამდე.

მაგალითად, 2,069,313 ლარიდან 3,538,600 ლარამდე გაიზარდა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს სახელფასო ფონდი. მნიშვნელოვნად გაზრდილია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ოთხივე ა(ა)იპ-ის სახელფასო ფონდი. მათ შორის გამოკვეთილია ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრი, რომლის შრომის ანაზღაურების ფონდი 2018 წელს 151,520 ლარისგან შედგებოდა, ხოლო 2019-ში 755,945 ლარს მიაღწია. საჩხერის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ ზურმუხტის შრომის ანაზღაურების ფონდი 82,728 ლარიდან 484,068 ლარამდე გაიზარდა. ქარელის მუნიციპალიტეტის ხუთივე ა(ა)იპ-ის შრომის ანაზღაურების ფონდი საშუალოდ 30%-ით გაიზარდა, ხოლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 26%-ით. ამ უკანასკნელის შემთხვევაში მატება ძირითადად განპირობებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ რაგბის განვითარების კავშირის და ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების თითქმის გასამმაგებული შრომის ანაზღაურების ფონდებით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

 

კვლევაში ცალკე გამოყოფილი თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ები.

 

„2020 წლის მდგომარეობით, თბილისში 71 ა(ა)იპ-ი ფუნქციონირებდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 34 მათგანი წარმოადგენს სახელოვნებო სკოლებს, რომლებიც თვით-დაფინანსებაზე იმყოფებიან, ხოლო 37 საბიუჯეტო დაფინანსებაზე იმყოფება. მათ შორის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს ყველაზე მსხვილ დაწესებულებას, როგორც დასაქმებულთა რაოდენობის, ასევე ერთიანი სახელფასო ფონდის თვალსაზრისით. სააგენტოში გვხვდება 245 საშტატო ერთეული და ხელშეკრულებით დასაქმებული 58 პირი. შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მასშტაბური ზრდა ფიქსირდება ეროვნული ბოტანიკური ბაღის შემთხვევაში, სადაც 2019 წლის ხარჯი 1,993,724 ლარს შეადგენდა, ხოლო 2020 წლისთვის 18%-ით გაიზარდა და 2,359,018 ლარს მიაღწია, თუმცა არ შეცვლილა დასაქმებულთა საერთო რაოდენობა. აღსანიშნავია რომ ანაზღაურების ზრდა ეროვნული ბოტანიკური ბაღის ყველა თანამშრომელს შეეხო, გარდა დირექტორისა.

 



ცხრილზე ასახული ა(ა)იპ-ებიდან შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯის შემცირება მხოლოდ 5-ში ფიქსირდება, მათ შორის თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის შემთხვევაშიც. თავშესაფრის ფუნქციას წარმოადგენს უსახლკარო მოქალაქეების საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა და მათი საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება. 2020 წელს, უწყების მთლიანი ბიუჯეტი 1,140,671 ლარს შეადგენდა, რაც ჩამოუვარდება თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ საბიუჯეტო სახსრებს ისეთ ა(ა)იპ-ებზე, როგორიცაა გლდანინაძალადევის სპორტული ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, ზოოლოგიური პარკი, მუზეუმების გაერთიანება, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია, საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო და ეროვნული ბოტანიკური ბაღი.

 

მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება 2018 წელს დაარსდა და 30 პირს ასაქმებდა. 2019 წელს მას შეუერთდა თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა, რომელიც 300-მდე ბიბლიოთეკარს და სხვა პერსონალს ასაქმებდა.

 

საშუალო ანაზღაურების თვალსაზრისით გამოირჩევა თბილისის განვითარების ფონდი (თვეში 2693 ლარი), რომელიც ასაქმებს ინჟინრებს, მშენებლებს და არქიტექტორებს, თუმცა ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამშრომლებს წარმოადგენენ დირექტორის 5 მოადგილე (თვეში 5,000 ლარი) და 3 მრჩეველი (თვეში 3,500 ლარი).

 

საშუალო ანაზღაურების თვალსაზრისით ასევე გამოირჩევა ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, ხოლო 2020 წელს 18 საშტატო ერთეულს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ 40-მდე პირს მოიცავდა. სააგენტოს ძირითად ფუნქციას საზოგადოებასთან კომუნიკაცია წარმოადგენს და 24 პიარ მენეჯერს ასაქმებს, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 1,700-იდან 2,375 ლარამდე მერყეობს.

თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2020 წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების საერთო ბიუჯეტი 263,296,876 ლარს შეადგენდა. მათ ფარგლებში დასაქმებული იყო 3,942 პირი, ხოლო შრომის ანაზღაურებაზე გაწეული საერთო ხარჯი 30 მილიონ ლარს აღწევდა.

 

კვლევის ფარგლებში IDFI-მ 10 ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონე შპს-ები შეისწავლა.

 



„ცხრილში გამოკვეთილია შპს ბათუმის ავტოტრანსპორტი, რომელმაც 2019 წელს 11,792,382 ლარის შემოსავალი მიიღო და 500-მდე პირს ასაქმებდა, კომპანიამ ამავე წელს 8,423,363 ლარი მიიღო სუბსიდიის სახით ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, თუმცა წელი 713,925 ლარიანი ზარალით დაასრულა. 428,926 ლარიანი მოგება უფიქსირდება ბათუმის შპს სანდასუფთავებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ სრული შემოსავლის 97% მომდინარეობს მუნიციპალური სექტორისათვის გაწეული სანიტარული დასუფთავების მომსახურებიდან. ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ებიდან ყველაზე მომგებიანი გახლავთ შპს შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიეროკვლევითი ცენტრი, რომელიც მოიცავს ბათუმის დელფინარიუმს. შემოსავლის მთავარ წყაროს კი ბილეთების რეალიზაცია წარმოადგენს. 2019 წელს ცენტრმა 4 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღო და საოპერაციო ხარჯების დაფარვის შემდგომ 890,088 ლარის მოგებაზე გავიდა. ასევე, მოგებაზე გავიდა შპს თელავის მუნიციპალიტეტის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც 114 მდე პირს ასაქმებდა და 1,761,402 ლარის ბრუნვა ჰქონდა. ცხრილზე ასახულ ყველა დანარჩენ შპს-ს 2019 წლის საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს უარყოფითი ბალანსი დაუფიქსირდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანს მიღებული აქვს სხვადასხვა რაოდენობით სუბსიდიები შესაბამისი დამფუძნებელი მუნიციპალიტეტისგან.

 

2019 წელს, ცხრილზე ასახული მუნიციპალური საწარმოების მიერ შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი 18,284,225 ლარს შეადგენდა. 2018 წელთან მიმართებით, ეს ხარჯი საგრძნობლად გაზრდილია თითქმის ყველა ნახსენებ შპს-ში. ასევე აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს და მუნიციპალური ბიუჯეტიდან სუბსიდირდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up