“აქსისი“  და „არქი“ თბილისის მერიის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებს  “კომერსანტთან“ აფასებენ

“აქსისი“ და „არქი“ თბილისის მერიის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებს “კომერსანტთან“ აფასებენ

access_time2019-02-05 11:00:38

“აქსისი“  და „არქი“ თბილისის მერიის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებში პრობლემას ვერ ხედავენ. რამდენიმე დღის წინ კახა კალაძის მიერ  დაანონსებულ სამშენებლო რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას ორი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია “კომერსანტთან“ აფასებს.

 

სამშენებლო კომპანია „აქსისთაუერსის“ გენერალური დირექტორი ახალი რეგულაციებს მიესალმება. თემურ ჭოხონელიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ რეგულაციები სამშენებლო ბაზრის განვითარებისთვის და მაღალი სტანდარტების დანერგვის კუთხით მნიშვნელოვანია.

 

„დეველოპერული კომპანია “აქსისი“, რომელიც უკვე 20 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ყოველთვის დიდ მნიშვნელობას  ანიჭებდა სტანდარტების დაცვას  და სწორედ ამით გამოირჩეოდა. ჩვენ მუდმივად  თვალყურს ვადევნებდით  ახალ ტექნოლოგიებს და ახალი სტანდარტების შემოსვლას მსოფლიო ბაზარზე და ვზრუნავდით მათ დანერგვაზე. მაგალითისთვის, აქსისმა  პირველმა საქართველოში უზრუნველყო საცხოვრებელი  შენობები  საერთო ცენტრალური გათბობის სისტემებით. დღეს კი, კარგი მაგალითია აქსისთაუერსი -  ლოკომოტივი თანამედროვე ტექნოლოგიების და ნოვატორული იდეების დამკვიდრებისა ქვეყანაში. ვფიქრობთ, რომ ახალი რეგულაციების შემოღება ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას. ამავე დროს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მიღებული რეგულაციების მოთხოვნების  შესრულების მონიტორინგი, რათა ეს რეგულაციები სრულდებოდეს და იყოს დაცული“, - განაცხადა თემურ ჭოხონელიძე

 

რეგულაციებს დადებითად აფასებს სამშენებლო კომპანია „არქი“ -ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორიც  ნინო ღოღობერიძე. კომპანიის ამჟამინდელი მრჩეველი ამბობს, რომ თბილისში მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს რისი გაკონტროლებაც აუცილებელია.

 

„წლების განმავლობაში მშენებლების მცირე რაოდენობა პატიოსნად და კეთილსინდისიერად ცდილობდნენ ვალდებულების გარეშე დაეცვათ უსაფრთხოების ნორმები, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. მშენებლობების რაოდენობა ჩვენს ქალაქში ძალიან მასშტაბურია, რის გამოც ბევრი უბედური შემთხვევა ხდებოდა. შეიძლება ვთქვათ, რომ მცირე დროში ძალიან ბევრი რეგულაცია ამოქმედდა, მაგრამ უკონტროლო არაფერი ვარგა.  მოქალაქის გადმოსახედიდან ამ რეგულაციებს ვეთანხმები. როდესაც ხარისხზე და ადმიანის სიცოცხლეზეა საუბარი ყველაფერი დაცული და გათვალისწინებული უნდა იყოს“, - განმარტავს  ნინო ღოღობერიძე.


 



 ნინო ღოღობერიძის თქმით, ენერგოეფექტური მასალების გამოყენება მოსახლეობას უმცირებს ელექტრო ენერგიის ხარჯს დაახლოებით 40 პროცენტით. რაც მისი თქმით, დიდი შეღავათია მოსახლეობისთვის და მშენებლობის ხარისხსაც ზრდის. როგორც ნინო ღოღობერიძემ “კომერსანტს“ განუმარტა, ამოქმედებულ რეგულაციებს მსხვილი სამშენებლო კომპანიებისთვის პრობლემები არ შეუქმნია:

 

„ჩვენს შემთხვევაში გარკვეული მზაობა, ცოდნა და უნარი იყო იმისი, რომ ამ რეგულაციებს გარკვეულწილად მომზადებულები დავხვედროდით. რეგულაციები გარკვეული კომპანიებისთვის შესაძლებელია იყოს მცირე შეფერხება, მაგრამ მაინც მისასალმებელია, რათა რისკები დაცული იყოს და მოსახლეობა საფრთხის წინაშე არ დადგეს“,   განაცხადა ნინო ღოღობერიძემ.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამოქმედებულმა სამშენებლო რეგულაციებმა გააძვირა თუ არა უძრავი ქონება ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის პასუხი შემდეგია:

 

„ზრდა რომ გითხრათ რადიკალურად განსხვავებულია  წინ წლებთან შედარებით, მოგატყუებთ. სტატისტიკას, თუ გადავხედავთ ბოლო 5 წელის განმავლობაში ბინების ფასი ყოველთვის მატულობს. მიუხედავად რეგულაციებისა და სხვა ფაქტორებისა ფასი ყოველწლიურად იზრდება. ზრდამ საშუალოდ 2018 წელს 2017 წელთან შედარებით  დაახლოებით 10 პროცენტი შეადგინა. ინფლაციას, ლარის მერყეობას და   რეგიონში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას რომ მივაქციოთ ყურადღება და ა.შ. ფასების ზრდა სამშენებლო ბაზარზე სტაბილურად წლიდან წლამდე ერთნაირად იზრდება“, - აცხადებს ნინო ღოღებრიძე.  

 

 

ბაჩო ადამია





Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება
access_time2019-06-27 14:00:09
ქართული ღვინის ხარისხი ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა - ამტკიცებს როსპოტრებნადზორი, თუმცა ავსტრიელი და გერმანელი მეღვინეები ამას ვერ ამჩნევენ - ალბათ იმიტომ, რომ ყიდულობენ ყველაზე ხარისხიან ქართულ ღვინოს ევროპული ბაზრისთვის. მოთხოვნა კი სწრაფად იზრდება. „არც ჩვენ, არც მაკონტროლებელ ორგანოებს არ გვაქვს არავითარი პრობლემები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით,“ - ამბობს ჰამბურგში მდებარე მაღაზია GeoVino-ს თანამფლობელი ანდრე...

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე
access_time2019-06-27 12:30:59
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლება აანონსებდა, რომ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ტრიბუნიდან მთავრობის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მოგვასმენინებდა. ასევე დაანონსებულია, რომ ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მივა შს მინისტრი გიორგი გახარია. რამდენად სწორად გეგმავს ხელისუფლება პოლიტიკურ ნაბიჯებს და რამდენად...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება გრძელდება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება  გრძელდება
access_time2019-06-27 12:23:14
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2.8603 ლარად ივაჭრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2356 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა უფასურდება. მეტიც, ორი დღეა ლარი გაუფასურების...

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი
access_time2019-06-27 11:50:53
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთანდ აკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას „კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების...

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს 1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს  1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“
access_time2019-06-27 10:00:54
„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ტურისტული მიზნებით 1.7 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მილიარდი ლარი იქნებოდა. ბუნებრივია, დღეს ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე. ჩვენი როლი და ფუნქცია არის ის, რომ შევასუსტოთ ეს დარტყმა და დანაკარგი.“ რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი...


მსგავსი სიახლეები

up