უმსხვილეს ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups-ზე რეგისტრაცია დაიწყო

უმსხვილეს ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups-ზე რეგისტრაცია დაიწყო

access_time2020-04-28 11:25:46

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორმა - 500 Startups-მა აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო.  დაინტერესებულ სტარტაპებს 25 მაისამდე აქვთ შესაძლებლობა, შეავსონ განაცხადი და გახდნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აქსელერაციის პროგრამის ნაწილი. ამისთვის კი საჭიროა მათ გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://ecosystems.500.co/500georgia


აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა სტარტაპებს  მისცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას სხვადასხვა წარმატებული კომპანიის დამფუძნებლებთან და მენტორებთან ერთად იმუშაონ საკუთარი იდეების დახვეწაში. ამასთან, მოიძიონ ფინანსური რესურსი, მიიღონ საინტერესო ინფორმაცია მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინის, გაყიდვებისა და სხვა მათთვის საჭირო სფეროების შესახებ. აქსელერაციის პროგრამაში მონაწილე სტარტაპებისთვის სექტორული უპირატესობა არ არსებობს. თუმცა, კომპანიებმა უნდა წარადგინონ ტექნოლოგიური ან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, ინოვაციური გადაწყვეტები. აქსელერაციის პროცესი დაყოფილია ორ ნაწილად. პროგრამა წარმოადგენს ინტენსიური და დისტანციური ტრენინგის კომბინაციას, რომელიც 10 თვის განმავლობაში ხორციელდება. 2020 წლისთვის  დაგეგმილია 2 ნაკადი. ერთი გაზაფხულზე, მეორე კი შემოდგომაზე. 


„500 სტარტაპის საქართველოში გამოჩენა შეიძლება ითქვას, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა რაც ორ რამეს ნიშნავს ერთდროულად: პირველი ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოცხადება ქართული ნიჭის და ტალანტის მიმართ, რადგან მათი შემოსვლა ცალსახად ნიშნავს, იმას, რომ ამ გეოგრაფიაზე, ამ რეგიონში სადაც ჩვენ ვართ ღირს დროის და ენერგიის დახარჯვა იმ ადეებზე სამუშაოდ, რომელიც ძალიან განსხვავებული და უნიკალურია. მეორე ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ როგორც ქვეყანამ შესაბამისი ეკოსისტემის მიწოდების მხრივ, ასევე ქართულმა სტარტაპებმა გავამართლოთ ის მოლოდინები, რისი რწმენითაც ეს ორგანიზაცია შემოდის საქართველოში. ვენჩურული კომპანიები, ფონდები თუ კერძო ინვესტორები, რომელიც ინოვაციურ სტარტაპებში ახდენენ თანხების ინვესტირებას, ადევნებენ თვალს 500 სტარტაპის განვითარებას გეოგრაფიაში და იმეორებენ მათ გზას, რაც თავის მხრივ გულისხმობს ჩვენს ეკოსისტემებზე ინტერესის გაჩენას ზოგადად ინდუსტრიაში, რაც თავის მხრივ გამოიხატება მეტი მოზიდული თანხით და გლობალზე გასული ქართული გუნდებით“, - განაცხადა საქართველოს ბანკის სტარტაპების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა ვახო ვახტანგიშვილმა.



500 Startups-ი საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს  ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შემოვიდა. სამმხრივი შეთანხმება მხარეებს შორის 2020 წლის 20 თებერვალს გაფორმდა.


„500 Startups ის შემოსვლის ბენეფიტები იყო - 1. საქართველოს გლობალურ სტარტაპ რუკაზე წარმატებული გამოჩენა; 2. ქვეყნის რეგიონალურ ჰაბად პოზიციონირება; 3. ქვეყანაში ინოვაციების და სტარტაპების მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვა და რაც მთავარია 4. მაღალი პოტენციის მქონე ინოვაციების/სტარტაპების აღმოჩენა, მათი მასშტაბურ პროექტებად ქცევა, გლობალურ ბაზარზე გაყვანა, ასევე 5. მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შექმნა; 6. გლობალურ გამოწვევების შესახებ (მათ შორის covid-19) ინოვაციური გადაწყვეტების ხელშეწყობა; 7. კერძო სექტორიდან ინოვაციებში რესურსების მობილიზება; 8. მეწარმეული უნარების საგრძნობლად განვითარება; 9. Shadowing - სხვა სტარტაპ პროგრამების ორგანიზაციების (დაინტერესებული მხარეების) წარმომადგენლების გადამზადება; 10. საბოლოო ჯამში ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირება“, - აცხადებენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.


500 Startups  ბიზნეს იდეის საწყის ეტაპზე დამფინანსებელი აქსელერატორია. გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups ხელს უწყობს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებას,  მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციის ორგანიზებას. 500 სტარტაპმა მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტირება მოახდინა 17 სტარტაპ კომპანიაში.  მათ შორის არიან Credit Karma, Twilio, Canva, Grab, Gitlab, VTS, Bukalapak, The RealReal, Talkdesk, Knotel და Udemy.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up