უმრავლესობა ხაზარაძის საქმეზე საგამოძიებო კომისიას იმ შემთხვევაში შექმნის, თუ ის წერილს წარადგენს

უმრავლესობა ხაზარაძის საქმეზე საგამოძიებო კომისიას იმ შემთხვევაში შექმნის, თუ ის წერილს წარადგენს

access_time2019-03-05 17:13:56

თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი კითხვებზე პასუხის მისაღებად, სამართლებრივი პროცესების დასრულებას ელოდება. თუმცა ევროპული საქართველო ხელმოწერებს აგროვებს, რათა პარლამენტში საგამოძიებო კომისია შექმნას.

 

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმისთვის, რომ თიბისი ბანკის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას უმრავლესობა მამუკა ხაზარაძისგან მტკიცებულებას ითხოვს.

 

ცოტა სერიოზულობა მაინც რომ შეიძინოს საკითხზე მსჯელობამ, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, ამ ადამიანმა უნდა წარმოადგინოს წერილი თუ რა საშუალებით მიიღო ეს წერილი და არსებობს თუ არა საერთოდ ის. ამაზე უნდა გაეცეს პასუხები. ამ შემთხვევაში შეიძლება კიდევ მსჯელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება აღმოვჩნდეთ სასაცილო მდგომარეობაში, რომ თურმე წერილი საერთოდ არ არსებობს, ან სხვა წერილზეა საუბარი, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, რომ შექმნაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ხაზარაძე წერილს წარადგენს.

 


უმრავლესობის ყოფილი წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია გაირკვეს, იყო თუ არა მუქარა მამუკა ხაზარაძეზე. მისი განცხადებით, ამაზე კითხვები არსებობს და ეს ამბავი ასე არ დასრულდება.

 

ნაციონალური მოძრაობა კი შინაგან საქმეთა მინისტრის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს. 

 

ცოტა ხნის წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა. როგორც გამოკითხვის შემდეგ ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მან სასამართლოში გიორგი გახარიასგან მიღებული წერილის ასლი მიიტანა, ორიგინალი კი ექსპერტიზისთვის ლონდონშია გადაგზავნილი.

 

საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ხაზარაძის მიერ ელექტრონული ვერსიით წარმოდგენილ წერილს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს.

 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი იმ წერილთან დაკავშირებით გამოკითხეს, რომელიც, მისი ინფორმაციით, მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა. ამ განცხადებას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა: „მე წერილებს არ ვწერ და სათქმელს პირში ვეუბნები ყველას“.


imedinews.ge




„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up