უმძიმესი კრიზისი აფხაზეთში – „მთავრობამ“ გამოაცხადა, რომ ივნის-ივლისში ხალხს ხელფასებს ვეღარ დაურიგებს

უმძიმესი კრიზისი აფხაზეთში – „მთავრობამ“ გამოაცხადა, რომ ივნის-ივლისში ხალხს ხელფასებს ვეღარ დაურიგებს

access_time2020-06-12 19:00:38

აფხაზეთში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, რის შესახებაც ადგილობრივი მედია უკვე ღიად წერს. ინფორმაციას დე ფაქტო პრემიერი ანქვაბიც ადასტურებს და ამბობს, რომ შესაძლოა ე.წ. საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ივნისსა და ივლისში ხელფასები ვეღარ გადაუხადონ.თბილისში კი ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ და ამბობენ, რომ რუსეთმა რიგი მიზეზების გამო აფხაზეთს დაფინანსება შეუმცირა და ე.წ. ახალი ხელისუფლების მიმართ გარკვეული მოთხოვნები აქვს. ამის საფუძვლიან ეჭვს კი ე.წ. პრეზიდენტის ბჟანიას რუსეთში მოულოდნელი ვიზიტი აჩენს. ჯერჯერბოობით უცნობია რატომ გაემგზავრა ის მოსკოვში და ვისთან, რა საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა შეხვედრები. „რეზონანსთან“ კი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი აფხაზეთთან სამ საკითხთან დაკავშირებით ვაჭრობს.


ხსენებული განცხადება დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა ხუთშაბათს „მოსახლეობის კორონავირუსისაგან დაცვის საკოორდინაციო შტაბის“ სხდომაზე განაცხადა.


„უკვე არსებულ შეზღუდვებს დაემატა ფინანსური პრობლემები. მართალია, 5 თვეში საგადასახადო შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი 98%-ით შერულდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ივნისშიც ასე იქნება. ივნისში ყველაფერი გაცილებით უარესად იქნება. არ გაშინებთ, რეალობა ასეთია, რომ აკრძალვებმა და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებამ სერიოზული ზარალი მიაყენა ჩვენს მოქალაქეებსა და ქვეყნის ნიუჯეტს“, – განაცხადა ანქვაბმა.


ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ზოგადად ეკონომიკური პრობლემები თავად რუსეთსაც აქვს. ყირიმთან და დონბასთან მიმართებაშიც რუსეთის ფინანსური მხადაჭერა შესუსტდა. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ამ ფონზე გამორიცხული არ არის, რომ რუსებმა დაფინანსება აფხაზეთსაც შეუმცირეს.


მისივე ცნობით, რამდენიმე დღის წინ ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში მოულოდნელად და ჩუმად გაემგზავრა. არავინ იცის ვის შეხვდა და რასთან დაკავშირებით იყო ჩასული. ან რა შდეგით ჩამოვიდა, რაც ბევრი მითქმა-მოთქმის საფუძველს იძლევა.


„აფხაზეთში დღემდე ე.წ. მთავრობა დაკომპექტებული არ არის და „მინისტრების“ უმრავლესობა დანიშნული არაა. ეს დუმილი და სიჩუმე, როგორც ჩანს, რაღაცაზე მეტყველებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, რუსეთთან ე.წ. ახალი პრეზიდენტი გარკვეულ დეტალებზე და საკითხებზე ჯერ ვერ შეთანხმდა. რუსეთი, როგორც ჩანს, მათგან მეტ ლოიალობას და ნაბიჯების გადადგმას ელოდება. რაღაცა პირობის შესრულებას, რომელსაც ჯერ ვერ ხვდებიან რა შეიძლება იყოს. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შავი ზღვის სანაპიროზე ნავთობის მოპოვების საკითხზეა საუბარი.


„რუსეთი აფხაზებს ამაზე ყოველთვის ხელებს უგრეხდა. თანაც ე.წ. ყოფილი პრეზიენტი ანქვაბი ამაზე თანხმდებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ბჟანია წინააღმდეგობას უწევდეთ.



„თუმცა, აქ საქმე შესაძლოა კიდევ უფრო რთულად იყოს და ჩვენი ინტერესებიც დაზიანდეს. რუსეთი მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო ახალი ხელისუფლებისგან მეტ დათმობას ელოდება. ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა აფხაზეთში ფინანსური კრიზისი ხელოვნურდა შექმნას და იძულებული გახადოს ბჟანია, რომ ამ დათმობებზე წავიდეს“, – აცხადებს „რეზონანსთან“ ზაქარეიშვილი.


მისვე თქმით, აფხაზეთში ახლა ყველა რაღაცის მოლოდინშია. ბჟანიასაც უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიყიდვაზე არსებული შეზღუდვის შესახებ არასდროს ღია განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა კულუარებში არის საუბარი, რომ ის ამ თემებს ეწინააღმდეგება. ამიტომაც აფხაზურ საზოგადოებაში არის მოსაზრება, რომ ამ კრიზისის და სტაგნაციის მიზეზი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთის გარკვეული სურვილების არშესრუულებაა.


კავკასიოლოგი გორგი კანაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ფინანსებთან დაკავშირებული თავშეკავება რამდენიმე მიზეზით შესაძლოა იყოს განპირობებული. მისი თქმით, პირველ რიგში კორნავირუსთან დაკავშირებით, რუსეთს თავადაც საკმაოდ მძიმე სიტუაცია აქვს და გარკვეული თანხების გამოყოფა აფხაზეთისთვის საკმაოდ ფერხდება.


თუმცა აქვე სხვა საკითხები იჩენს თავს, რომელიც აფხაზეთის ე.წ. ახალ ხელისუფლებას უკავშირდება. კანაშვილი ამბობს, რომ რუსეთში ბჟანიას მიმართ გარკვეული უნდობლობა არსებობს და მას მაინც ნაციონალისტად აღიქვამენ, რომელსაც არ არის გამორიცხული, რომ საქართველოსთან და ევროკავშირთან მიმართვებაში გარკვეული დამოკიდებულება ჰონდეს. მისი ბოლო დროინდელი განცხადებებიც საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთს ეჭვიანობის საფუძველს აძლევს, ამიტომაც მას რამდენიმე საკითხზე დათმობას სთხოვენ.


„რუსეთისთვის ახლა სამი ძირითადი საკითხია მნიშვნელოვანი, რომელზეც ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან დათმობა უნდა. პირველი, ეს არის რუსებისთვის აფხაზური „პასპორტების“ ადვილად მიღება, რათა მათ საკუთრების უფლება მიეცეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ბჟანია ამ დათმობაზე წავიდა, აფხაზეთის ყიდვა რუსებისთვის რამდენიმე საათის საკითხია.


„ყველა დე ფაქტო ხელისუფლება ამ ქონების საკითხს, რბილად რომ ვთქვათ, ზედ აჯდება, თუმცა მგონია, რომ ამ წნეხს, რომელიც რუსეთის მხრიდან მოდის ფინანსური დახმარების შეწყვეტის სახით დიდხანს ვერ გაუძლებენ.


„მეორე საკითხი კი შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებას ეხება. ესეც საკმაოდ პრობლემური თემაა კრემლისთვის და ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს.


„მესამე საკითხი, რაზეც სავარუდოდ, აფხაზეღთის დე ფაქტო ხელისუფლების დათანხმება უნდათ, უასფრთხოების თემაა. რუსები აფხაზეთში რუსი ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.


„აი, ეს საკიხებია, რომელზეც ბჟანიას დიდი ალბათობით რუსები ულტიმატუმს უყენებენ. სამწუხაროდ, არ ველი, რომ ის ამას გაუძლებს. ჩვენც არანაირად არ ვერევით და მარტო დარჩენილ აფხაზებს დიდი წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ აქვთ. საბოლოო ჯამში კრემლი იმას მიიღებს, რაც სურს. ეს კი ჩვენთვის უმძიმესი შედეგი იქნება“, – აცახდებს კანაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.


წყარო: “რეზონანსი”


თეგები:
აფხაზეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up