„უმძიმეს მდგომარეობაში გვაგდებს ის ამბავი რაც  ეროვნულ ვალუტას ემართება“ - გადასახადის გადამხდელთა კავშირი

„უმძიმეს მდგომარეობაში გვაგდებს ის ამბავი რაც ეროვნულ ვალუტას ემართება“ - გადასახადის გადამხდელთა კავშირი

access_time2020-04-01 14:30:10

„ამ ეტაპზე პროდუქტზე ფასი არ გაზრდილა, მგრამ ხვალ რა ეტაპი დადგება ნამდვილად ვერ გეტყვით, არა ჩვენი სურვილების გამო, არამედ ეროვნული ვალუტის გამო“, - ამის შესხებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა  და „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბიზნეს მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს, რამაც საბოლოოდ ალექსანდრე რატიშვილის განმარტებით, შესაძლებელია კომპანიის გაჩერება გამოიწვიოს.

 

„სამწუხაროდ უმძიმეს მდგომარეობაში გვაგდებს ის ამბავი რაც ქართულ ეროვნულ ვალუტას ემართება, შეიძლება ამან გაგვაჩეროს და არა კორონავირუსის გამო წესების არ დაცვამ ან კორონავირუსის გავრცელებამ. თუკი რამე გაგვაჩერებს, გაგვაჩერებს ეს. პირდაპირ დავარქვათ თავისი სახელი რაც ხდება იმას, ესაა კატასტროფა. ამ  სიტყვის სრული გაგებით, ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით წარმოებისთვის ეს არის სრული კატასტროფა. მე დამნაშავეს არ ვეძებ, მოხდა ის რაც მოხდა, თუმცა ამის გაგრძელება იქნება კატასტროფა, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ კი ვართ ადგილობრივი წარმოება, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი ქვეყნის საუბედუროდ, უმეტესი პროდუქცია რასაც ჩვენ პურ-ფუნთუშეულის დასამზადებლად გამოვიყენებთ, იქნება ეს ხორბალი, ზეთი, შაქარი, თუ მარილი  ყველაფერი იმპორტირებულია, ადგილზე აბსოლუტურად არაფერს  ვაწარმოებთ სწორედ ამიტომ გაქვს ის შედეგი რაც არის“, - განმარტავს ალექსანდრე რატიშვილი.

 

გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გაუფასურებული ლარის გამო ყველა იმპორტიორი უმძიმესი მდგომარეობაში აღმოჩნდა, ალექსანდრე რატიშვილის განმარტებით, დღეს ბიზნესი არჩევანის წინაშე დადგა გააგრძელოს თუ არა საერთოდ მუშაობა:


 

„მოგვივიდა ისეთი სიგნალები, რომ ზოგიერთი ნედლეულის მომწოდებელმა შეიძლება პროდუქცია ხვალ ვეღარ მოგვაწოდოს, ამ დროს გავჩერდებით. მე მათი მესმის, ისინი არიან გაურკვევლობაში, რაიმეს დაგეგმვაზე და ფასს წარმოქმნაზე საუბარი ამ პირობებში სრულიად წარმოუდგენელია. ეს არის ის რეალობა, რამაც შეიძლება გვაიძულოს ფასები გავზარდოთ, ამ სიტყვის კარგი გაგებით, რადგან არავის გვინდა ამ კრიზისულ სიტუაციაში, რომ ჩვენი პროდუქტი გაძვირდეს.მწარმოებელთა ფედერაციის სახელით, გადასახადის გადამხდელთა კავშირის სახელით, წლებია ვამბობთ, რომ უნდა მიეხედოს საქართველოში წარმოებას. უნდა განვითარდეს წარმოება. დღეს ამბობს ეკონომიკის მინისტრი, რომ აქამდე არ გვჭირდებოდა და ახლა აღმოჩნდა რომ საჭირო ყოფილა მაგალითად, პირბადეების წარმოება. ახლა დავინტერესდებით და ხელს შევუწყობთ, აქამდე ათწლეულები არ იყო საჭირო რამე რომ გვეწარმოებინა? არ ვიცი ძალიან მძიმე სიტუაციაა“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.


ბაჩო ადამია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up