უმდიდრესი ქართველის გზა ბნელი 90-იანებიდან ფინტექის მწვერვალებამდე

უმდიდრესი ქართველის გზა ბნელი 90-იანებიდან ფინტექის მწვერვალებამდე

access_time2021-10-18 19:00:06

საქართველოში პოპულარობის მოპოვება არც ისე რთულია, რთულია აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს და სხვა არაფერი გაინტერესებდეს. არსებობს ადამიანი რომელმაც ეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეძლო. კაცი სპორტული ფეხსაცმელებითა და თავისუფალი სტილით საზოგადოების ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა, თურმე არსებობს ქართველი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილზე მეტი ფული აქვს. ყველაფერი კი გაცილებით დიდი ხნის წინ დაიყო - სამოქალაქო დაპირისპირება, უშუქობა, უწყლობა, ნაცრისფერი ქალაქი, სადაც მომავლის იმედი თითქმის არავის ჰქონდა. თუმცა, იმ დროს საქართველოში ცხოვრობდა ერთი ბიჭი, რომელიც ჰარვარდში სწავლაზე ოცნებობდა. სჯეროდა იმის, რომ კომპანიის რიგითი თანამშრომელი არ იქნებოდა და რაღაც ახალს შექმნიდა.

 


მიხეილ ლომთაძე სამხედრო მოსამსახურის ოჯახში გაიზარდა, ბავშვობა ფუფუნებაში არ გაუტარებია. ახსოვს როგორც ყოფდა დედა მისთვის და მისი დისთვის სნიკერსს ოთხ ნაწილად , შოკოლადი 2 დღე უნდა ჰყოფნოდათ. შეიძლება სახლში არ ჰქონოდათ საკვები, მაგრამ ყოველთვის იყო წიგნები. მამა ოცნებობდა შვილი ინჟინერი გამოსულიყო, თუმცა მიშამ სხვა გზა აირჩია. ისე, რომ მშობლებისთვის არაფერი უთქვამს, ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად, ახალ გახსნილ ბიზნეს სკოლაში ჩააბარა.


 

„უნივერსიტეტში ისე ჩავაბარე, მამისთვის არაფერი მითქვას. მივედი ბიძასთან, ფული ვესესხე და 30%-იანი ფასდაკლებით 5 წლის სწავლის საფასური წინასწარ გადავიხადე. ეს იყო ჩემი ყველაზე კარგი ინვესტიცია. მხოლოდ ამის შემდეგ ვუთხარი მამას, რომ ბიზნესის მართვაზე ჩავაბარე. თავიდან განიცდიდა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ აღარ განიცდის“.

 


მაშინ, როცა ქვეყანაში არაფერი ხდებოდა, Coca-Cola-სა და Pepsi-ის შორის მარკეტინგულ ომზე კითხულობდა. პარალელურად მუშაობდა საქართველოს ერთ-ერთ ბანკში, საკუთარ თავს კი ახალ თამასას უწესებდა. სამი წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ლექტორებთან ერთად აუდიტორული კომპანია დაეარსებინა, რამაც საშუალება მისცა ცოდნის არეალი კიდევ უფრო გაეფართოებინა. ყველაფერი ნულიდან დაიწყო, შესაბამისად, დასაკარგიც არაფერი ჰქონდა. ამბობს, რომ მთელი მისი ცხოვრება სწავლასთანაა დაკავშირებულია.


 

„არ მქონდა ფული, ამიტომ მეგობრებთან გართობის დრო არ მქონდა. შეზღუდვები ცხოვრებაში კარგია - მეგობრებთან არ ვერთობოდი, მუსიკას არ ვუსმენდი იმ დოზით, რა დოზითაც ჩემი კოლეგები. მქონდა მიზანი - ვსწავლობდი, თუ ვსწავლობდი უნდა ვყოფილიყავი ნომერ პირველი, თუ წავიდოდი ბიზნესში, უნდა ვყოფილიყავი ნომერ პირველი. მნიშვნელოვანია საქმეზე კონცენტრაცია და ის, რომ  გარშემო ისეთი ადამიანები გყავდეთ, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და წინსვლისკენ გიბიძგებენ. სასწაულების არ მჯერა, მაგრამ ფაქტია - გამიმართლა იმ ადამიანებში, რომლებიც ჩემს გარშემო არიან“.

 


მისი ოცნება ჰარვარდში სწავლაზე, მეგობრებს ფანტაზიის ჟანრიდან ეგონათ. რა თქმა უნდა, ოცნების რეალიზაცია გადაწყვიტა. ჰარვარდში მოხვედრა ორჯერ სცადა. პირველი მცდელობა 22 წლის ასაკში წარუმატებელი აღმოჩნდა. კომისიის მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაანაწყენა, მიზეზი გარკვევას შეეცადა. ახლა იხსენებს, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებით შეაფასა. უნივერსიტეტში კომისიის წევრთან დაგეგმილი 15 წუთიანი შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც საუკეთესო ბიზნეს სკოლაში სწავლა მეორედ გადაწყვიტა. მისია წარმატებით შეასრულა.


 

„კურსზე ყველაზე პატარა ვიყავი. ეს იყო არაჩვეულებრივი ორი წელი, რომელიც ორ ეტაპად იყოფა. პირველი, როდესაც ონკანიდან წყალს უშვებ, თუმცა არ შეგიძლია დალიო, წყალი კი მაინც მოდის. შეუძლებელია ამ ყველაფრის გადახარშვა, გძინავს სამი საათი, კითხულობ ქეისებს, ხვდები დიდი რაოდენობით ჭკვიან ადამიანებს. პირველი წელი არანორმალური სწავლის წელი იყო. სიმართლე გითხრათ, არც ერთი წიგნი არ წამიკითხავს. ჯგუფში 90 მდე სტუდენტი ვიყავით. ბიზნეს სკოლა აშენებულია იმ პრინციპზე, რომ ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან, გამოცილებას უზიარებენ, როდესაც ამ ყველაფერს განიხილავ ხვდები, რომ ერთმანეთისგან სწავლობ. როდესაც გავიაზრე, რომ პირველი წელი წარმატებით დავასრულე, მივხვდი რომ შემიძლია ცოტა დავისვენო და მეგობრებს უფრო მეტს ვესაუბრებოდი. შედეგად დღეს არ არსებობს გავლენიანი კომპანიები, სადაც ჩემი კურსელი არ მუშაობს“.

 


ბიზნესის კეთების თეორიული და პრაქტიკული გამოცილება უკვე ჰქონდა, ახლა ეძებდა კომპანიას, სადაც საინტერესო საქმეს წამოიწყებდა. როგორც ამბობს, ხელფასიც არ აინტერესებდა, ამიტომ მუშაობა რუსეთში, საინვესტიციო კომპანიაში გააგრძელა. უხელფასო თანმშრომელი ერთ წელში Baring Vostok-ის პარტნიორი გახდა. კომპანიაში ინვესტიცია რამდენიმე მიმართულებით გააკეთა. ერთ-ერთი იყო Kaspi. უნდა შეეკრიბა გუნდი, რომელიც საბანკო სექტორში რევოლუციას მოახდენდა და ნომერ პირველი საფინანსო ინსტიტუტი გახდებოდა. სწორედ აქედან იწყება მრავალწლიანი თავისუფალი ფრენა.


 


ახალი ფორმატის ადამიანმა უნიკალური ბიზნეს მოდელი შექმნა. მიხეილ ლომთაძემ 15 წლის განმავლობაში მოახერხა ის, რომ სტანდარტულად მოსაწყენი ბანკი უნივერსალურ ეკოსისტემად ექცია, რომლის სერვისითაც მილიონობით ადამიანი სარგებლობს. ჰქონდა რწმენა, რომ საუკეთესო კომპანიას აშენებდა, გამოუვიდა კიდეც.  არ აქვს წესები და საზღვრები, შესაბამისად რასაც დღეს აკეთებს იცის რომ მომხმარებელს სჭირდება.

 

 

„ჩვენ თვითონ ვირჩევთ საკუთარ მისიას და ვწერთ ისტორიას, შეგვიძლია ვიყოთ ერთადერთები და უნიკალურები იმაში რასაც ვაკეთებთ. გვქონდა სურვილი შეგვექმნა საუკეთესო სერვისი და ადამიანების ცხოვრება გაგვეუმჯობესებინა. სწორედ ეს არის ჩვენი გუნდის მიზანი და არა ფულის შოვნა. ინოვაციური სერვისის შექმნა, მოსახერხებელი და ლამაზი დიზაინით ყველაზე კარგად გამოგვდის. არ ვიქცევით ისე, როგორც სხვები იქცევიან, გასცემენ სესხებს, იღებენ დეპოზიტები, არ მუშაობენ უქმეებზე. ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ გვიყვარდეს მომხმარებელი და მოვექცეთ ისე, როგორც უახლოეს მეგობარს. ყველა თვითონ წყვეტს საით წავიდეს, ზევით თუ ქვევით, ჩვენ ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთეთ“.

 

ბიზნესმენის ალღო ყოველთვის ამართლებს, ზუსტად იცის მომხმარებელს რა დროს რა პროდუქტი უნდა შესთავაზოს. არასდროს ისახავს გლობალურ  დავალებებს, ცდილობს შექმნას პროდუქტები, რომელიც ადამიანებს ცხოვრების გამარტივებაში ეხმარება. მისთვის მნიშვნელოვანია განსაზღვროს, თუ რა სჭირდება მომხმარებელს და რა მოუტანს მათ ყველაზე დიდ სარგებელს. თვეში მხოლოდ 30 000 ზარს იმიტომ ახორციელებენ, რომ მომხმარებლის აზრი გაიგონ. კასპის მოტივაციის მთავარი ხაზი მომსახურების ხარისხზე გადის და არა გაყიდვების რაოდენობაზე. რაც ყველაზე მთავარია - არასდროს ივიწყებენ მადლობის გადახდას.


 

„თვითშეფასება თავისთავად კარგი მექანიზმია იმის გასარკვევად, თუ რამდენად კარგადაა მდგომარეობა კომპანიაში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია კომენტარები. შესაბამისად, ჩვენ ყველა შეფასებას ფიზიკურად ვაგროვებთ. ამის შემდეგ ვსხდებით და განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევას, რატომ იყო მომხმარებელი უკმაყოფილო. უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ შეფასების მიღება, არამედ მდგომარეობის გამოსწორება და დასკვნების გამოტანა. რომ შევხედოთ ბოლო 5 წელში რამდენად შეიცვალა კლიენტებთან ურთიერთობა, ვხედავ უდიდეს უკუკავშირს. ვცდილობთ, გავიგოთ რა სჭირდებათ და როგორ შეიძლება დავეხმაროთ . ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც ბოლო წლებში მოხდა. ჩვენ მივხვდით რას ნიშნავს მომხმარებელზე ზრუნვის იდეა“.

 


წითელი სნიკერები, სპორტული შარვალი და მაისური, ბანკირს ჰალსტუხის გარეშე თავისუფალი სტილი აქვს. ამბობს, რომ Kaspi-ში კოსტიუმით არავინ დადის. ყოველთვის ცდილობს არასდროს დაკმაყოფილდეს იმ მდგომარეობით, რომელშიც იმყოფება. მუდმივად ვითარდება, სწორედ ეს არის მისი წარმატების მთავარი ფორმულა.


 

„იმისთვის, რომ მუდმივად წინ იარო, სამი რამ არის საჭიროა. პირველი, ეს არის დაუკმაყოფილებლობის განცდა იმ საქმისგან, რომელსაც აკეთებთ. ძალიან მნიშვნელოვანია დაუკმაყოფილებლობის და უკმაყოფილების განცდა, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მეორე არის განათლება, სურვილი ყოველდღიურად სწავლობდე. მესამე არის ადამიანები ვისთან ერთადაც გააგრძელებთ სიარულს. ეს სამივე თქვენზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით ადამიანები, რომლებიც თქვენთ ერთად არიან. რატომ არიან ადამიანები მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ მათგან სწავლობთ, ეს თქვენი განვითარების პირველი სტადიაა, შემდეგ ისინი სწავლობენ თქვენგან და ბოლოს ყველანი ერთად სწავლობთ“.

 


ადამიანი მომავლიდან ბედისგან საჩუქარს არასდროს ელოდება, იცის იმისთვის რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეს დიდი შრომა და ძალისხმევაა საჭიროა. არც არასდროს დაუშურებია. ყაზახეთის ციფრულ ტრანსფორმაციაში და საინვესტიციო მიმზიდველობაში უდიდესი წვლილ შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან უყვარს სამშობლოში პროექტის განხორციელება არ სურს, როგორც ამბობს ამის მიზეზი, მცირე ბაზარია. სწავლობდა შტატებში, რამდენიმე წელი მუშაობდა რუსეთში, საქართველო და ყაზახეთი ის ქვეყნები, სადაც მიხეილ ლომთაძემ ცხოვრების ყველაზე დიდი დრო გაატარა. ამ დროის განმავლობაში კი იდენტობის გაცვლა არასდროს უფიქრია, დღემდე ქართული პასპორტი აქვს.


 

„საქართველო ჩემი სამშობლოა, იქ დავიბადე, ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ. როგორ გითხრათ, მამაჩემი ყოფილი სამხედროა. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ მსოფლიო მოქალაქე ვარ. ზოგადად, პასპორტს და ვიზას გაუგებარ ბარიერად აღვიქვამ, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არ უნდა არსებობდეს. ყოველდღიურად რაღაც ახალს ვქმნით, თუმცა ამ დრომდე გვაქვს პასპორტები და ამ დრომდე გვჭირდება ვიზა. მთლიანობაში საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე და ძალიან მიყვარს“.

 


რთულია იმის თქმა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ლომთაძე საქართველოში რომ დარჩენილიყო, შეძლებდა თუ არა იგივე წარმატების მიღწევას და მოუტანდა თუ არა ქვეყანას მილიარდობით დოლარის ინვესტიციას. ახლა დანამდვილებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება, ბევრი წლის შემდეგ, როცა ძალიან დაიღლება და დასვენება მოუნდება, საქართველოში დაბრუნდება. ზუსტად იცის, რომ სიბერეს სამშობლოში გაატარებს.



 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up