ულტიმატუმი სახელმწიფოს, „გადაარჩინოს კლუბები“

ულტიმატუმი სახელმწიფოს, „გადაარჩინოს კლუბები“

access_time2020-12-16 17:00:03

კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, თბილისის მსოფლიოში ცნობილმა კლუბებმა, საკუთარი ინიციატივით, დახურეს კარები და შეწყვიტეს მუშაობა. 10 თვის თავზე, როცა პანდემიას დასასრული ჯერ ისევ არ უჩანს, ელექტრონული მუსიკის სფეროს წარმომადგენლები გადარჩენის საკუთარ გეგმას სთავაზობენ ხელისუფლებას და მოითხოვენ დახმარებას.

 

 „ეს ერთადერთი სექტორია, რომელმაც ქვეყანას მოუტანა უზარმაზარი წარმატება და გლობალური მასშტაბით გახადა აღიარებული“, - აცხადებს ნაჯა ორაშვილი, კლუბ BASSIANI-ის თანამფლობელი და განაგრძობს: „ამ სფეროს გაქრობა არ უნდა იყოს სახელმწიფოს ინტერესებში“.

 

საქართველოში, სფეროს წარმომადგენლებს, აღრიცხული აქვთ ელექტრონული მუსიკის 100-მდე სივრცე, რომელთაც, ძირითადად, საერთო გამოწვევები აქვთ - თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა და მათი შენარჩუნება, საბანკო ვალდებულებები, დაზღვევისა და კომუნალური გადასახადები. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების პროცესი, მოულოდნელი ეკონომიკური შეზღუდვები და ინსტრუქციების ხშირი ცვლილება, სფეროს წარმომადგენლების მტკიცებით, მათ საქმიანობის სწორად დაგეგმვის საშუალებას არ აძლევს.

 

„ხიდის“ მესაკუთრე, თამუნა აქსანდერი ამბობს, რომ 10 თვეა კლუბს საკუთარი ხარჯებით ინახავს, თუმცა არ იცის, მიმდინარე თვეში როგორ შეძლებს, დაფაროს დახურული კლუბის შესანარჩუნებლად აუცილებელი თანხა.

 

„ახლა დაახლოებით 6 ათასი ლარი გვიჯდება თვეში, რომ იყოს დახურულ მდგომარეობაში. ვუხდით ხელფასს მხოლოდ რამდენიმე ადამიანს და ისიც მიზერულს. გვაქვს ფიქსირებული კომუნალურები, დაცვის თანხა, დაზღვევა, კრედიტები. 10 თვეში კი, ხვდებით, რამხელა თანხა შეგროვდებოდა, როცა არანაირი შემოსავალი არ გაქვს“, - ამბობს ის.


„ეს სფერო მიტოვებულია სახელმწიფოსგან“, - ამბობს ნაჯა ორაშვილი. მისი თქმით, „ბასიანს“ საკმაოდ დიდი საიჯარო ვალდებულებები აქვს, ახლა კი კლუბი და მისი დამფუძნებლები გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. ორაშვილის თქმით, კრიზისის ფონზე, სფეროს ტოვებენ შემოქმედი ადამიანები და მაღალკვალიფიციური ტექნიკური ჯგუფები.


 

„ჩვენ ვითხოვთ იმ თანხას, რომლითაც სახელმწიფო ერთ ფესტივალს აფინანსებდა ხოლმე ზაფხულის პერიოდში“, - ამბობს ორაშვილი.

 

ასოციაცია „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობამ“ თავად დაითვალა საჭიროებები, ჩაატარა სამუშაოები, რომლებიც, მათივე თქმით, მთავრობას უნდა ჩაეტარებინა და ხელისუფლებას შესთავაზა შემდეგი 6 თვის განმავლობაში ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის ფინანსური დახმარების პაკეტი.

 

„ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორს მიეცეს მთავრობის მიერ ინიცირებული ანტიკრიზისული პროგრამით სარგებლობის უფლება და სექტორის გადასარჩენად შეიქმნას გადაუდებელი ფინანსური დახმარების ფონდი“, - აცხადებენ ასოციაციის წევრები და ოთხ მოთხოვნას აყენებენ:

 

  1. 55-მდე ბიზნესერთეულისთვის იჯარის სრულად ან ნაწილობრივ სუბსიდირება;

  2. იურიდიული პირებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება, კონსერვაციის რეჟიმში ზედა ზღვრის გათვალისწინებით;

  3. ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორში დასაქმებული პირების, მათ შორის, 500-ზე მეტი შემოქმედი ადამიანის და ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების პაკეტით სარგებლობა;

  4. ეპიდემიოლოგიური რისკისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კულტურისა და რეკრეაციული სივრცეების უსაფრთხო ამუშავებისთვის მათი 10 000-ზე მეტი სწრაფი ტესტით უზრუნველყოფა.

ასოციაციის აზრით, ასევე, 2021-2022 წლებში, მუსიკალურ და კულტურულ ღონისძიებებზე გაყიდული ბილეთების ფასზე დღგ 18%-დან 5%-მდე უნდა შემცირდეს.

 

სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა.

 

„ნახავთ, თუ რისი გაკეთება შეიძლება, რესურსი შეზღუდულია - ყველა ინდუსტრიას უჭირს. აქედან გამომდინარე, ყველაზე პრიორიტეტული და ყველაზე მტკივნეული საკითხები უნდა გამოიკვეთოს“, - აცხადებს თურნავა.

 

ელექტრონული მუსიკის სფეროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, საკლუბო სცენას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სექტორს, დახმარება გაუწიოს.

 

„ნებისმიერი სტრუქტურა გამოგვეხმაუროს, მყისიერი ნაბიჯები გადადგან უახლოეს მომავალში. განიხილება რადიკალური ზომებიც [აქციები, აგიტაცია]“, - აცხადებს ნაჯა ორაშვილი.


წყარო: რადიო თავისუფლება 



თეგები:
BASSIANI



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up