„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

access_time2019-11-11 19:30:30

“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა.


„წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე სასტუმროები ზაფხულის სეზონის განმავლობაში და არამარტო, ძირითადად ორიენტირებულები არიან რუსულ ბაზარზე. კრიზისი, რომ არ ყოფილიყო ბევრად უკეთესი მოლოდინი გვქონდა შედეგების კუთხით. გვქონდა მოლოდინი, რომ მთლიანად ზრდის პროცენტი იქნებოდა მაღალი, ვიდრე დავინახეთ. ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით გარკვეულწილად მოვახერხეთ დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება. ზოგადად მთავრობამ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინდუსტრიას ძალიან დიდი დახმარება გაუწია. მოხდა ბაზრების ჩანაცვლება სხვა ქვეყნის ახალი ბაზრებით, რომლებიც აქამდე არ ჩამოსულან საქართველოში, ან ჩამოსულან არამასიურად. დღეს უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან.“- აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე


შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ოქტომბრის პერიოდის მონაცემებით, საქართველოში 782 670 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8%-ით აღემატება. საერთაშორისო ვიზიტორთა განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 665 055 შეადგინა, რაც 8.8%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 438 805-ს გაუტოლდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 7.8%-ით აღემატება.


რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს, 10 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში პირველად ისტორიულ 8 მილიონს გადააჭარბა და 8 020 230 შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.


საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6 647 866 შეადგინა (ზრდა 6.2%-ია), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ – 4 429 601 (ზრდა 6%).


2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 118 252 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 21 114 ვიზიტით ანუ 15.2%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათ შორის, ტურისტული ვიზიტის რაოდენობამ 79 477 შეადგინა, რაც 28 170 ვიზიტით ანუ 26.2%-ით ნაკლებია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.


რაც შეეხება 2019 წლის 10 თვეს, ამ პერიოდში რუსეთიდან ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობამ 1 324 226 შეადგინა, რაც 6%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. მათ შორის, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 984 533 შეადგინა ანუ 1.9%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით.


მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში, ზრდის ტემპების გარკვეული შემცირებისა, ჯამში, ტურიზმის სფეროში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა და ძლიერდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ყოველდღიური სამუშაო იყო მინიმუმამდე დასულიყო ის ზარალი, რომელიც კერძო სექტორს და მთლიანად ქვეყანას მიადგა.



კერძოდ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანიები ჩაატარა აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, მათ შორის ბალტიისპირეთში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, საუდის არაბეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, უზბეკეთში, ყაზახეთში და სხვ. – იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულებისადმი ინტერესი მაღალია და ტურისტები გამოირჩევიან სწრაფი გადაწყვეტილების მიღებით. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიურად იმუშავა, რათა ერთი ბაზრიდან მიღებული დანაკარგი მაქსიმალურად შევსებულიყო სხვა ტურისტული ბაზრებიდან ზრდით.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს კამპანიებს ისრაელში, გერმანიაში, უკრაინაში, ქუვეითსა და პოლონეთში.


საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია გრძელდება National Geographic-სა და Google-ზე. CNN-ზე წლის ბოლომდე გრძელდება მასშტაბური კამპანია, რომელიც მოიცავს სატელევიზო რეკლამას, სპეციალურ რეპორტაჟებს და ონლაინგვერდებს. კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia” დამზადდა.


სარეკლამო კამპანიები ტარდება სხვა გავლენიანი საერთაშორისო მედიით და ონლაინპლატფორმებით. პარალელურად, ვმასპინძლობთ მსოფლიოში მაღალრეიტინგული მედიასაშუალებების ასობით წარმომადგენელს.


დეტალური სტატისტიკა ასეთია:


ევროკავშირის ქვეყნები:


• ესტონეთი +79.1%, საფრანგეთი +51.4%, გერმანია +43.6%, პოლონეთი +43%, გაერთიანებული სამეფო +31% და სხვა.


განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:


• ყაზახეთი +139.4%, ყირგიზეთი +66.7%, ჩინეთი +58.9%, ისრაელი +56.9%, საუდის არაბეთი +44.9% და სხვა.


ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი:


• სომხეთი (+12.7%), აზერბაიჯანი (+7.7%), რუსეთი (-15.2%) და თურქეთი (+16.9%) განხორციელდა.


წყარო: avianews.ge





კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მთავრობის წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა  ყველა მთავრობის  წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“
access_time2019-12-15 10:00:50
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და 2020 წლის პერსპექტივები ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. გიორგი ხიშტოვანი საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს,რომ ლარის გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან არ არის...

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა
access_time2019-12-14 15:00:33
კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე ცოტა ხნის წინ გაიყიდა. აუქციონის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად ყოფილი რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა. რეზიდენცია კომპანია „აი ღვინის სახლმა“ იყიდა. კომპანიის  მფლობელი ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილია.   ქაშაკაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია . ბიზნესმენმა...

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება
access_time2019-12-14 20:00:22
2020 წელს ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) გეგმავს საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვას, აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე აკეთებს. კარანაძის თქმით, აღნიშნული წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის...


მსგავსი სიახლეები

up