``უკვე, ქვეყანამ განვითარების ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ სამუშაო ადგილი ნებისმიერ ფასად უკვე აღარ უნდა გვაკმაყოფილებდეს`` - გიორგი გახარია

``უკვე, ქვეყანამ განვითარების ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ სამუშაო ადგილი ნებისმიერ ფასად უკვე აღარ უნდა გვაკმაყოფილებდეს`` - გიორგი გახარია

access_time2020-08-18 09:45:48

რუსთავი არის ჩვენი ეკონომიკის სიძლიერისა და გაძლიერების ერთ-ერთი ფუნდამენტი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რუსთავში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ მოიცავს მხოლოდ ეკონომიკას, რუსთავი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველია.

 

„დღეს ჩვენ, როდესაც რუსთაველ საზოგადოებას ვესაუბრებით, რა თქმა უნდა, უნდა გვახსოვდეს წარსულიც, უნდა ვისაუბროთ პრობლემებზეც და მომავალზეც. ყველას კარგად გვესმის, რომ რუსთავი არის უმსხვილესი საწარმოების ადგილი. დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი იქმნება აქ. ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის საფუძველი არის რუსთავი და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ, იმიტომ, რომ ჩვენ, დღეს, ჯერ კიდევ ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ და თითოეულ სამუშაო ადგილს ქვეყნისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ, უკვე, ქვეყანამ, განვითარების ისეთ დონეს მივაღწიეთ, რომ სამუშაო ადგილი ნებისმიერ ფასად უკვე აღარ უნდა გვაკმაყოფილებდეს", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

გიორგი გახარიამ ეკოლოგიურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა.

 


„ყველამ კარგად ვიცით, რა დონი ეკოლოგიური პრობლემებია რუსთავში. როდესაც ვსაუბრობთ საწარმოების, ბიზნესის, ინდუსტრიების მხარდაჭერაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, უკვე ერთდროულად, ამასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიაზე. ამიტომ, რუსთაველების აბსოლუტურად სამართლიანი გაბრაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ეკოლოგია არის მისახედი, ჩვენის მხრიდან იყო აბსოლუტურად სერიოზულად აღქმული. ამიტომ, უახლოეს პერიოდში, რუსთავს ექნება ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმა. ასეთი გეგმა დღეს აქვს მხოლოდ და მხოლოდ თბილისს. სწორედ ამიტომ იყო მთავრობის მიერ ინიცირებული და დღეს უკვე პარლამენტშია და დარწმუნებული ვარ, საშემოდგომო სესიაზე ეს ყველაფერი სწრაფად იქნება დამტკიცებული, რაც ჩვენ გვაძლევს საკანონმდებლო საფუძველს, იმ კომპანიებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან, კანონიერად მოვთხოვოთ ეკოლოგიური ნორმების დაცვა. მერწმუნეთ, რომ ეს იქნება გაკეთებული უმკაცრესად. აქამდე რაც ხდებოდა, ხდებოდა მარტივი, უბრალოდ კომპანიებისთვის უფრო მომგებიანი იყო ამ მცირე ჯარიმების გადახდა და არავინ არ ფიქრობდა სისტემურად, ეკოლოგიურად, გარემოზე ზიანის შემსუბუქებას. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ახლა განხორციელდება, იქნება უმკაცრესი, სერიოზული ჯარიმები, რისი ძირითადი პრინციპიც იქნება აბსოლუტურად ევროპული მიდგომა -  ზიანი ბუნებას, ჰაერს, ეკოლოგიას და პირდაპირ დამზიანებლის მაქსიმალურად ეფექტურად  და სწრაფად დასჯა. ეს ის პირობები და ფუნდამენტია, სადაც გპირდებით, რომ კომპრომისს არ დავუშვებთ. მარტივია რატომ, იმიტომ, რომ ყოველთვის, ჩვენი გუნდის ძირითადი მიზანი იყო და იქნება ადამიანზე ზრუნვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ გვჭირდება სამუშაო ადგილები ნებისმიერ ფასად, ადამიანის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთლობის და ეკოლოგიის ფასად. ამიტომ, ეს უნდა იყოს საერთო კონსენსუსი ყველასთვის და კომპანიები მათ შორის, რომლებიც რა თქმა უნდა, დოვლათს, სამუშაო ადგილებს ქმნიან, მაგრამ მათ, გარემოზე ზემოქმედების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და გათვალისწინება უნდა დაიწყონ. ეს კანონმდებლობა ძალაში შევა 2021 წლის პირველი იანვრიდან  და აქ, არანაირი კომპრომისი ჩვენი მხრიდან არ იქნება. ადრე უნდა გაკეთებულიყო? დიახ, უნდა გაკეთებულიყო ადრე, მაგრამ მერწმუნეთ, დღესაც, როდესაც კრიზისულ სიტუაციაში ვიმყოფებით, როგორც ეპიდემიოლოგიურად, ასევე ეკონომიკურად, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ის მწირი სახელმწიფო რესურსები, რომელიც გაგვაჩნია, სამართლიანად გადავანაწილოთ, რასაც ვცდილობდით და ვცდილობთ, გავაკეთოთ პანდემიის პირობებში", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს იყო ძირითადი პრინციპი, როდესაც მთავრობა გეგმავდა და საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზა სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტულ ქმედებებში გამოხატული.

„ეს იყო ის, როგორც ვეხმარებით ბიზნესებს სექტორულად, ტურიზმი იქნებოდა, სოფლის მეურნეობის სფერო თუ ინდუსტრიული კომპანიები. სამართლიანობა იქნება ძირითადი პრინციპი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, თუმცა არსებობს სტრუქტურული, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემური მიმართულებები, სადაც ჩვენ შემდგომი წლების განმავლობაში რეფორმები დაგვჭირდება.

რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ბავშვები და მათ განათლებაზე ზრუნვა. ხელისუფლების და მთავრობის პასუხი ამ გამოწვევაზე იყო განათლების რეფორმა, რომელიც მიუხედავად ყველა კრიზისისა, არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე, რადგან ჩვენს შვილებს, რომლებმაც ამ ქვეყანაში უნდა მიიღონ ხარისხიანი განათლება, ქვეყნის დატოვებისას უნდა შეეძლოთ სხვა ქვეყნის შვილებთან კონკურენცია და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი შვილების წინაშე.

ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები, რომელთა ჯანმრთელობაზე და ელემენტარული სოციალური დონის შენარჩუნებაზე სახელმწიფომ და ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.

რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვალდებულია, შეუქმნას თანაბარი პირობები ყველას იმისთვის, რომ ვიშრომოთ, ვიყოთ ეფექტურები, გვქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. ეს არის ის ძირითადი ფუნდამენტური პრინციპები, რაზეც აქამდეც ვზრუნავდით და რაც უნდა გავაგრძელოთ. ეს არის ის, რის ირგვლივაც ჩვენ კიდევ წლების განმავლობაში მოგვიწევს ტრიალი, მაგრამ რა თქმა უნდა, არის ისეთი მიმართულებები, რომელიც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არის სოფლის მეურნეობა, საინვესტიციო გარემო, ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რომელსაც წლები დასჭირდება, რომ ნორმალურ ევროპულ მდგომარეობამდე მივიყვანოთ. გზები, წყალმომარაგება, რომელიც დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით უაღრესად დიდი პრობლემაა, რუსთავშიც მათ შორის. აქ ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა და მათი ფინანსური მოცულობა რა თქმა უნდა, გაიზრდება.

რუსთავში უახლოეს პერიოდში დასრულდება 25-ე და 26-ე სკოლების სრული რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. უამრავია საშრომი ჯერ კიდევ, მაგრამ ძირითადი პრინციპია, რომ დაწყებულია ბევრი უაღრესად კარგი საქმე და ეს საქმეები ერთად უნდა დავასრულოთ.

დარწმუნებული ვარ, ნინო ლაცაბიძე იქნება რუსთავის საუკეთესო წარმომადგენელი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მარტივი მიზეზის გამო. ჯერ კიდევ საკრებულოში შრომობს და მუშაობს, მაგრამ უკვე რუსთავის ინფრასტრუქტურულ პროექტებში - სკვერების, ბაღების რეაბილიტაციის პროცესში, უკვე ჩართულია. იგი იქნება უაღრესად ეფექტური და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ!", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up