„უკვე აღარ ვიცით ვიცინოთ, თუ ვიტიროთ. ეს ყველაფერი ჩვენი სექტორისთვის უკვე დამდგარი რეალობა იყო და ახლა კომენტრის გაკეთება და პროგნოზები უაზრობად მიმაჩნია. მივწერეთ ეკონომიკის მინისტრს, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა მოგვცეს, მან გვიპასუხა, რომ გამოაქვეყნებს დაკონკრეტებულ დახმარების პაკეტებს,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის" დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ესაუბრა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დასაშვებია პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, „დელივერი“„დრაივი“.
შალვა ალავერდაშვილის თქმით, სასტუმროების სექტორი აქამდეც მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა ახლა მინიმალური შემოსავლიც აღარ ექნებათ დასაქმებულებს.
„გვქონდა შეხვედრები მთავრობის წარმომადგებლებთან, სადაც ჩვენ ვითხოვდით, რომ 10 საათამდე თუ ამუშავებდნენ რესტორნებს, პერსონალითვის სახლში მისვლის დრო მიეცათ და ნახევრამდე მაინც მოვახერხებდით მუშაობას. საბოლოოდ მივიღეთ, ის რომ „1 თებერვლამდე თქვენი ხმა არ გავიგოთო“. თუ მუშაობა გინდათ, იმუშავეთ გატანის სერვისზეო. არაფრის თქმას აზრი არ აქვს, ჩვენი სასტუმროების სექტორი მკვდარია და ახლა მკვდარს გინდა „ვენოკი“ დაადე და გინდ უმღერე, მკვდარი მკვდარია. ახლა უბრალოდ კიდევ უფრო მეტს გაუჭირდა, ვიდრე აქამდე. იმათ, ვისაც მინიმალური შემოსავალი მაინც ჰქონდა, ისინიც წავიდნენ სახლში. ისედაც გაბანკროტებული იყო სექტორი,“ – ამბობს შალვა ალავერდაშვილი.
მარიამ მორგოშია