უკრაინული ხორბლის პოტენციალი საქართველოში

უკრაინული ხორბლის პოტენციალი საქართველოში

access_time2020-08-25 16:25:12

ხორბლის პური მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი საკვებია. საქართველოშიც, სხვა ქვეყნების მსგავსად, სასურსათო კალათაში პური პირველ ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში ხორბლის მთლიანი მოხმარების 85%-ი იმპორტირებულ ხორბალს უჭირავს. უკვე წლებია, იმპორტირებული ხორბლის 90% რუსეთიდან შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთლიანი მოხმარების 76%-ი რუსულ ხორბალზე მოდის.


ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის,მნიშვნელოვანია,უპირველესი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის საწარმოებლად მხოლოდ ერთ მომწოდებელზე არ იყოს დამოკიდებული. ეს საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ახალი კორონა ვირუსის პირობებში. მსოფლოში ეკონომიკური მდგომარეობა მუდმივად ცვალებადია. არსებობს რისკი, რომ მხოლოდ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულებამ, შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის მარაგებზე პრობლემა შექმნას.

ხორბლის იმპორტის ალტერნატიულ გზებზე, პერსპექტივასა და შესაძლებლობებზე წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორს,  ლადო ბიძინაშვილს ვესაუბრეთ.

-    ბატონო ლადო,  ხორბლის რა რეზერვი გააჩნია საქართველოს?

 

-      სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა იძულებულია, მუდმივად იმპორტირებული ხორბალი მოიხმაროს, რადგან ქვეყანაში, გარდა მოსავლის აღების პერიოდისა (ივლისი-სექტემბერი), მხოლოდ 2 თვის მოხმარების რეზერვები გაგვაჩნია.

 

-      იმისთვის, რომ მხოლოდ ერთ ქვეყანაზე არ ვიყოთ დამოკიდებული, მით უმეტეს, მეზობელ რუსეთთან არასახარბიელო პოლიტიკური თუ დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში, რომელი ქვეყანა შეიძლება განვიხილოთ ხორბლის იმპორტის  ალტერნატივად?

 

-   რუსული ხორბლის ალტერნატივად, ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე,  შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ყაზახური, ასევე უკრაინული ხორბალი. ორივე მათგანი ხორბლის მსხვილი ექსპორტიორია. 2019 წლის მონაცემებით, მსოფლიოში არსებულ ხორბლის ექსპორტიორ ტოპ ქვეყნებს შორის, უკრაინა მე-7-ე ადგილს იკავებს, ხოლო ყაზახეთი მე-10-ე ადგილზეა.  ბოლო პერიოდში დაფიქსირებული  ფასების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,  უკრაინული ხორბლის შემოტანა გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ყაზახურის. ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი სარკინიგზო გადაზიდვით ხორციელდება, რაც ძალიან აძვირებს საქართველოში ჩამოტანილი ხორბლის ღირებულებას (1 ტონა-75-80$).

 

 

 

-   რა სურათს იძლევა ფასების შედარება? უკრაინული ხორბლის  თვითღირებულება და ტრანპორტირების ხარჯები რუსულთან შედარებით როგორ გამოიყურება?

 

-         სტატისტიკას რომ გადავხედოთ, უკრაინული ხორბალი ბოლო პერიოდში ფასების მიხედვით კონკურენტუნარიანია . თუმცა,  უკრაინიდან ხორბლის მსხვილი იმპორტი 2015 წლის მარტის შემდეგ არ გვქონია, თუ არ ჩავთვლით 2018 წელს მცირე რაოდენობის იმპორტს - 1176 ტონა, რაც რეალურ სურათს არ ცვლის.  გასული წლის მეორე ნახევრის და მიმდინარე   წლის ფასებს რომ შევხედოთ, 1 ტონა უკრაინული ხორბლის ღირებულება მცირედით, მაგრამ მაინც დაბალია რუსულთან შედარებით. მაგალითად: 2019 წლისშემოდგომაზე - ოქტომბერში ტონა რუსული ხორბალი თუ 201 $ ღირდა, უკრაინულის ფასი 191 $ ფიქსირდებოდა. ნოემბერში ორივე ქვეყანაში ტონა ხორბლის ოფიციალური ფასი იდენტური იყო და 208 $ შეადგინა. მომდევნო თვეს - დეკემბერშიც 3 დოლარით ნაკლები (210 $) იყო უკრაინული ხორბალი რუსულთან (213 $) შედარებით.                                მცირედით დაბალი ფასი უკრაინულმა ხორბალმა მიმდინარე წელსაც შეინარჩუნა. თვეების მიხედვით ფასთა სტატისტიკა ასე გამოიყურება:


 

  2020                                   რუსული              უკრაინული

 

იანვარი                               219 $                       217 $

თებერვალი                       228 $                        227 $

მარტი                                  215 $                       214 $

აპრილი                               223 $                       222 $

მაისი                                   229 $                         227 $

 

საშუალოდ,1 ტონა უკრაინული ხორბლის იმპორტი 215$ ღირს (CIF to POTI), თუმცა, ტარიფი ცვალებადია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის - მოსავალზე.


-   სხვა რა უპირატესობა, ან სარგებელი აქვს უკრაინული ხორბლის იმპორტს ჩვენი ქვეყნისთვის, ან რეგიონისთვის?

 -   უკრაინასთან ხორბლის ლოგისტიკის აწყობა არ არის მარტო საქართველოსთვის ხორბლის მომწოდებლების დივერსიფიკაცია, ეს პროცესი აუცილებლად წაახალისებს სხვა სასაქონლო პოზიციებზე ქვეყნებს შორის ვაჭრობასაც.

უკრაინიდან და ყაზახეთიდან ლოგისტიკური გზების გაძლიერება  საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ქვეყანაში არ შეგვექმნას სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემა. ბოლო პერიოდის რეალობას რომ გადავხედოთ, პანდემიასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ ნათლად დაგვანახა,ერთ რომელიმე ქვეყანაზე დამოკიდებულება პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, შესაძლოა, სავალალოც კი აღმოჩნდეს.

 

-  როგორ ფიქრობთ, რუსული ხორბლის ალტერნატივად უკრაინული, ან  ყაზახურის იმპორტის შემთხვევაში, რაში უნდა გამოიხატოს სახელმწიფოს მხარდაჭერა?

 

- რუსულის ალტერნატივად უკრაინული ხორბლის ექსპორტისთვის უპრიანი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან ლოგისტიკის სუბსიდირება, რაც მნიშვნელოვნად წაახალისებდა ამ გადაწყვეტილებას.

 

როგორია უკრაინიდან ხორბლის იმპორტის გამოცდილება? შემოდიოდა თუ არა ის და უწევდა თუ არა კონკურენციას რუსულ ხორბალს? ან რამდენად მოხერხებულია ლოგისტიკურად და რა რისკები შეიძლება ახლდეს?

 

    მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად უკრაინიდან ხორბლის იმპორტის მაინცდამაინც დიდი გამოცდილება არ გვაქვს, ვფიქრობ, ღირს მცდელობად, მოვსინჯოთ ეს ლოგისტიკური მიმართულება, მაგრამ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ უკრაინიდან შემოსატანი ხორბლის რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 3000 ტონა (1 გემი). უახლოეს წარსულში გამოცდილების არ ქონის გამო საჭიროა მოხდეს უკრაინული ხორბლით ფქვილის წარმოებაზე ეტაპობრივი გადასვლა. ამასთანავე, ანგარიშგასაწევია ცხობის სპეციფიკა, ის ისეთივე უნდა იყოს, როგორსაც მიჩვეულნი არიან საქართველოში არსებული საცხობები.

 

-     ჩვენს კომპანიაში ყოველკვირეულ რეჟიმში ვახდენთ უკრაინული ხორბლის ფასების გადამოწმებას და საქართველოში იმპორტის შესაძლებლობის სხვადასხვა ალტერნატივებს განვიხილავთ.  რათქმაუნდა, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ამ საკითხს რადგან, არსებობს რისკი, რომ უკრაინული ხორბლის ფქვილს შეიძლება ისეთივე პურის ცხობის თვისებები არ ჰქონდეს, რაც ამ ეტაპზე, ქართულ ბაზარზეა დამკვიდრებული. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, რომ წარმოება არ დავაზარალოთ და არსებული რისკები სხვა, ჩვენს ბიზნესში ჩართულ კომპანიებთან გავინაწილოთ.

 

ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ვცდილობთ, ვიპოვოთ პარტნიორი, ვინც ამ რისკს ჩვენთან ერთად გაინაწილებს. პარალელურ რეჟიმში, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომ მოგვცენ დამატებითი საბრუნავი აღნიშნული ოპერაციის განსახორციელებლად. ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირება ჩვენი ქვეყნისთვის იმდენად დიდ ეფექტს მოახდენს, რომ მზად ვართ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და რისკი გავწიოთ.

 

 

 (R)

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up