უკრაინული მედიის ინფორმაციით, რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით უკრაინულმა ავიაკომპანიებმა ქართულ მხარეს მიმართეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით უკრაინულმა ავიაკომპანიებმა ქართულ მხარეს მიმართეს

access_time2020-05-20 08:17:26

უკრაინულმა ავიაკომპანიებმა საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით ქართულ მხარეს შესაბამისი თხოვნით მიმართეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ინსფრასტრუქტურის მინისტრზე ვლადისლავ კრიკლიზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან ნათია თურნავასთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

 

კრიკლის ინფორმაციით, საუბრის დროს ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველო მზადაა პირველი ივლისიდან საერთაშორისო რეისების განხორციელებისთვის.

 


„ჩვენ მზად ვართ, სწრაფად და სინქრონულად ვიმოქმედოთ, რათა ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიარეისები აღდგეს. უკრაინულმა ავიაკომპანიებმა უკვე მიმართეს ქართულ მხარეს“, – განაცხადა კრიკლიმ.

 

ნათია თურნავას უკრაინელ კოლეგასთან საუბრის შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომაც გაავრცელა.

 

უწყების ცნობით, ნათია თურნავამ ვლადისლავ კრიკლისთან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა.





პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არ აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არ აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ სამ წელიწადში ეკონომიკა...

პარლამენტის ყოფილ თავჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

პარლამენტის ყოფილ თავჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:16:14
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ სამ წელიწადში ეკონომიკა 40%-ით გაიზარდა. „[ეკონომიკა] 2016 წელთან შედარებით, სამ წელიწადში, პანდემიამდე გაზარდა 40%-ით, 2020 წლის გამოკლებით. თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს რა მასშტაბით ზრდას...

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში
access_time2020-09-25 18:50:59
„ლელოს” წევრმა, ბატონმა საბა ბუაძემ გაავრცელა ყალბი განცხადება, რის მიხედვითაც, ჩემს დეკლარაციაში ასახული გადასესხების ფაქტი თითქოს და ეხება თანხის ხელზე გადასესხებას.   პირადად მას მსურს ვუთხრა და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ კერძო სექტორში საქმიანობის პერიოდში, პირადი კრედიტი გადავასესხე კომპანიაზე, რაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც მიღებული პრაქტიკაა.   ბატონ ბუაძეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ავრცელებს დეზინფორმაციას....

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება
access_time2020-09-25 18:10:49
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა და მისი გაუფასურება დღემდე გრძელდება. მიმდინარე კვირაში, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი რეკორდულად თითქმის 11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2295 ლარი იყო, ხოლო დღევანდელი მონაცემებით 3.3332 ლარი შეადგინა.   დღეს დილიდან ვაჭრობა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში $1/3.3175 ლარით...


მსგავსი სიახლეები

up