უკრაინული გამოცემა „ ობოზრევატელის“ ცნობით, დეპუტატ ალექსანდრ დუბინსკის ინფორმაციაზე დაყრდნობით, სავარაუდოდ დაკავების მცდელობისას მოკლულია რუსეთ-უკრაინის პირველ მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრი დენის კირეევი, რომელსაც სახელმწიფო ღალატში ედებოდა ბრალი.
უკრაინაში ეს ღალატის პირველი შემთხვევა არ არის. 4 მარტს კიევში რადას დეპუტატი ნესტორ შუფრიჩი დააკავეს, რომელიც ჯარის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას რუსეთის საოკუპაციო ძალებს აწვდიდა. მათ გარდა ადგილობრივი მოსახლეობა მოროდიორებს ყოველდღიურად უსწორდება, რომლებსაც როგორც წესი წებოვანი ლენტით განათების ბოძზე აბამენ და ვიდეოს სოცოალურ ქსელში ანთავსებენ.