უკრაინული ბლოკადა ოკუპირებულ ყირიმში ტბებს აშრობს

უკრაინული ბლოკადა ოკუპირებულ ყირიმში ტბებს აშრობს

access_time2020-11-08 19:00:53

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში 2014 წლიდან 10 ტბა დაშრა.

 

ნახევარკუნძული ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე დგას, ადგილობრივი ხელისუფლება  ეკოლოგების განცხადებებზე არ რეაგირებ, მოსახლეობას კი ობიექტურ ინფორმაციას უმალავს.

 

დიდი იალტას რაიონში მთის ტბა სულ რაღაც 6 თვეში დაშრა და დღეს ის წყლისგან სრულიად დაცლილია. ადრე წყალსაცავი ათობით ტურისტს იზიდავდა - იქვე მშვენიერი ხედი მთა აიუ-დაგზე იხსნებოდა, დღეს კი - იქ  ვერავის ნახავთ.

 

ტბისგან რამდენიმე გუბე დარჩა, იქ სადაც წყალი იყო - დღეს საქონელი ბალახობს.

 

ამ ტბას არა მხოლოდ ტურისტულ-ესტეტიკური მნიშვნელობა ჰქონდა - ის სარწყავი წყლით ადგილობრივი ფერმერების ვენახებს უზრუნველყოფდა, მათ შორის ყირიმის საფირმო ნაირსახეობას „მასანდრას“.

 

ეკოლოგების თქმით, ტბა წყალქვეშა წყლებით იკვებებოდა, დღეს კი წყაროები აღარ არსებობს.

 

ტბამ წყალი საიდანღაც უნდა მიიღოს. პირველი წყაროა - ნალექი. ყირიმი კი დიდი ნალექიანობით არ გამოირჩევა. მეორე წყაროა - წყალქვეშა წყლები თუმცა, ეს რეზერვუარებიც დაშრა.  ტბა არ არსებობს“ - ამბობს ეკოლოგი მარგარიტა ლიტვინენკო.


 

 

ბოლო წლების მანძილზე კიდევ რამდენიმე საკმაოდ დიდი ტბა გაქრა და ეს პროცესი ჯერ კიდევ ოკუპაციამდე, სხვადასხვა მიზეზების გამო დაიწყო, თუმცა, ბოლო წლებში ვითარება მკვეთრად გაუარესდა უკრაინის მიერ ნახევარკუნძულისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტის გამო.

 

ექსპერტების აზრით, ამ მხრივ სიტუაცია მომავალში მხოლოდ გაუარესდება, და ყირიმმა შესაძლოა ყველა დანარჩენი ტბაც დაკარგოს, თუ სასწრაფო ზომები მიღებული არ იქნება.

 

მათი თქმით, დღეს წელიწადში 10 ტბა ქრება და თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება, 30 წელიწადში არც ერთი არ დარჩება.

 

რუსეთის მთავრობა ცდილობს ამ პრობლემის გადაწყვეტას, და წყალმომარაგების უკრაინისგან დამოუკიდებელი სისტემის შესაქმნელად 5 მლრდ. რუბლი გამოიყო. თუმცა, ამ გრანდიოზული პროექტების რეალიზების კონკრეტული ვადები არ სახელდება.

 

პრობლემა კი დღეს მთელი სიმწვავით დგას - ყირიმის ქალაქებში და სოფლებში წყლის მიწოდება მკაცრი განრიგით ხდება, თუმცა, ხშირად ისიც ირღვევა და მთელი რაიონები უწყლოდ რამდენიმე დღითაც კი რჩებიან.

 

ყირიმში უკვე 5 მდინარე დაშრა, რომელიც ნახევარკუნძულს წყლით უზრუნველყოფდა და ეს პროცესი არ შეწყდება - კიევი კატეგორიულად გამორიცხავს ყირიმის წყალმომარაგების აღდგენას მანამ, სანამ ოკუპირებული ტერიტორია უკრაინის იურისდიქციაში არ დაბრუნდება.

 

უკრაინა ჩრდილოეთ-ყირიმის არხის მეშვეობით აწვდიდა ყირიმს წყალს მდინარე დნეპრიდან. ამ სისტემაზე მოდიოდა ყირიმის წყალმომარაგების 85%. დღეს ეს არხი მთლიანად გადაკეტილია.


rbc.ua


მოამზადა თენგიზ აბლოთია


თეგები:
ყირიმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up