უკრაინული Bees Airline საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას აპრილის ბოლოდან გეგმავს

უკრაინული Bees Airline საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას აპრილის ბოლოდან გეგმავს

access_time2021-03-29 18:00:56

ახალი უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Bees Airline საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას ინტენსიურად განიხილავს. ავიაკომპანიის ბიზნესგეგმის მიხედვით, უკრაინის ქალაქებიდან Bees Airline თბილისისა და ბათუმის მიმართულებით განიხილავს ოპერირებას. ავიაკომპანიის სურვილია, რომ კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირებას აპრილის ბოლოდან შეუდგეს, ხოლო ოდესა-თბილისი-ოდესას საჰაერო ხაზზე კი მაისის დასაწყისიდან.

 

რაც შეეხება ბათუმის მიმართულებას, Bees Airline კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებაზე რეგულარული რეისების დაწყებას 9 ივნისიდან აპირებს. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკომპანია კიევსა და ბათუმს შორის ყოველდღიურად განახორციელებს.

 

 

აღსანიშნავია, რომ Bees Airline-ს ავიაპარკი ამ დროისათვის ორ საჰაერო ხომალდს აერთიანებს. როგორც ცნობილია, უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ორი Boeing 737-800 NG შეიტანა, რომლის ოპერირებასაც Bees Airline ახდენს. საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის ნომრებია: UR-UBA (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSC, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA) და UR-UBB (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSD, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA). ორივე საჰაერო ხომალდის გამოშვების თარიღია 2010 წელი.

 


Bees Airline-მ ორივე საჰაერო ხომალდი ლიზინგით კომპანია San Сlemente Leasing LLC-სგან მიიღო.

 

Bees Airline-ს გენერალური დირექტორის განმარტებით, 2021 წლის ბოლომდე Bees Airline-ს ავიაპარკი 4 ერთეულ Boeing 737-ს გააერთიანებს, 2022 წლის ბოლომდე კი ავიაკომპანია 6 საჰაერო ხომალდს გაუწევს ოპერირებას. Bees Airline რეგულარულ ფრენებს ლოუქოსტერ სეგმენტში შეასრულებს, თუმცა იმავდროულად ორიენტირებული იქნება ჩარტერული ფრენების შესრულებაზეც. Bees Airline-ს ბაზირების აეროპორტი კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი: IEV) იქნება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, Bees Airline-ს მფლობელი ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი სმირნია.

 

avianews.ge



თეგები:
Bees Airline



ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან

ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან
access_time2021-05-12 21:00:37
ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარების ანალიზისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამ განაპირობა დაძაბულობა - ისრაელში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა თუ საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმა და ახლო აღმოსავლეთის შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ლანდშაფტმა.ისრაელში განვითარებული მოვლენები ორი კვირის წინ დაწყებული მასობრივი არეულობების - ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დამბობვების გაგრძელებაა. საბედნიეროდ, ორი კვირის წინ განხორციელებულ დაბომბვებს, რომლებიც ასევე,...

ლაშა ჟვანია - ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება

ლაშა ჟვანია - ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება
access_time2021-05-12 16:50:10
ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.„ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს დაბეჯითებით გთხოვთ, გაითვალისწინეთ – დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს სერიოზული პრობლემის აღმოფხვრას. სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. აშკელონი, აშდოთი და შდეროთი ახლაც იბომბება.დაანონსებულია სარაკეტო იერიში...

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა
access_time2021-05-12 20:00:08
ბოლო წლების მანძილზე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ერთ-ერთ კერად რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს პროექტი რჩებოდა. ეს მხოლოდ გაზის მიწოდების პრობლემა არაა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ გერმანიაში გაზის ტრანსპორტირების გარდა, პუტინის მაქინაციებს ხელს უწყობს. ამ პროექტით რუსეთი უკრაინულ ტრანზიტზე უარის თქმას და ამით კიევის დასჯას აპირებს. ნიშანდობლივია, რომ ამ პროექტის პოლიტიკური მხარე არც ბერლინს და არც ბრიუსელს არ აწუხებთ და ეს მაშინ, როდესაც...

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს არასტანდარტული ხილისგან“ - Mambo Frost

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს არასტანდარტული ხილისგან“ - Mambo Frost
access_time2021-05-12 18:00:51
საიტი East Fruitt კომპანია შოკური გაყინვის ტექნოლოგიით მომუშავე კომპანია Mambo Frost-ის დამფუძნებელს მამუკა მიქაშავიძეს ესაუბრა. -რას წარმოადგენს თქვენი კომპანია? ჩვენ წარმოებაში ტონელური ტიპის ინდივიდუალური გაყინვის ტექნოლოგიას ვიყენებთ, რომელიც ხილის და კენკრას სტრუქტურის და გემოს მაქსიმალური შენარჩუნების საშუალებას იძლევა. პროდუქციას ვაწარმოებთ მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულიდან, რომელსაც ფერმერებისგან ვყიდულობთ. ჩვენს...

ვაგრძელებთ ინტერვენციას საქართველოს ეკონომიკაში- სებასტიან მოლინეუსი

ვაგრძელებთ ინტერვენციას საქართველოს ეკონომიკაში- სებასტიან მოლინეუსი
access_time2021-05-12 12:00:57
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკაში ინტერვენციებს აგრძელებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ქვეყანას 85 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება გამოუყო, რომლის მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და პანდემიით დაზარალებული კომპანიების მხარდაჭერაა. "ჩვენ ვაგრძელებთ ინტერვენციას ამ მიმართულებით, რაც მსოფლიო ბანკის ფართო პაკეტის ნაწილია. პირველი ფაზის განმავლობაში, პანდემიის დაწყებისთანავე, მსოფლიო ბანკმა დაუყოვნებელი დახმარება გაუწია ქვეყანას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up