უკრაინისა და საქართველოს დაახლოების მიზეზები

უკრაინისა და საქართველოს დაახლოების მიზეზები

access_time2017-11-28 11:17:22

უკრაინა-საქართველოს დამთბარი ურთიერთობები - რაშია ორი ქვეყნის ინტერესების თანხვედრა? ოფიციალური თბილისისა და კიევის თანამშრომლობა, ორი ქვეყნის საერთო პრობლემა - რუსეთის დესტრუქციული ქმედებები, ოკუპირებული ტერიტორიები და ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები - თბილისში უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ვლოდიმირ გროისმანის, პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს ასეთი იყო მთავარი აქცენტები.

 


ფაქტია რომ უკრაინა და საქართველო კიდევ უფრო დაახლოებას გეგმავენ და თითქოს ყველა ივიწყებს იმპერიოდს, რომელსაც ანალიტიკოსები საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სახელს უკავშირებენ. რას ეფუძნება კიევისა და თბილისის დაახლოების გეგმები?

 

როგორც „რადიო თავისუფლება" წერს, ანალიტიკოსებისთვის ცხადია, რომ კიევსა და თბილისს შორის საკმაოდ გაცივებული ურთიერთობები მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ჩამოშორდა უკრაინის ხელისუფლებას. მას შემდეგ უკრაინისა და საქართველოს ოფიციალური პირები რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, ივლისში კი, საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც სტუმრობდა.


 

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რადიო თავისუფლებასთან" ამბობს, რომ უკრაინისა და საქართველოს ძალების გაერთიანების საჭიროება ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საერთაშორისო სარბიელზე იკვეთება. „ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში კოორდინირებული ქმედებებია საჭირო; მეორე საკითხი შეიძლება უკავშირდებოდეს სუამის, როგორც გავლენიანი ორგანიზაციის, შესაძლო აღორძინების საკითხს; მესამე საკითხად შეიძლება დასახელდეს ნატოსთან თანამშრომლობა, რადგან როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ მიიღო დაპირება (2008 წლის) ბუქარესტის სამიტზე, რომ გახდებიან ნატოს წევრები; ასევე აღსანიშნავია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და უკრაინა მუდმივად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში - მათ შორის ურთიერთობათა გაცივების პირობებშიც კი".

 

იმის გამო, რომ პეტრო პოროშენკოს თბილისში ვიზიტის შემდეგ მალევე მიხეილ სააკაშვილს ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, ხოლო სექტემბერში საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს კვლავ მოსთხოვა სააკაშვილის დაკავება და ექსტრადიციის საკითხის განხილვა, ოპოზიციაში გაჩნდა ეჭვი, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრებზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი განიხილება. თუმცა უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა უკრაინაში კერძო პირია და მისი საკითხი არ არის მაღალი რანგის მოლაპარაკებების საგანი.

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ გროისმანი საქართველოში წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დღეს, გროისმანი „აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობს.



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up