უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

access_time2022-08-07 12:30:25

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოითხოვს ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაციას. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით.


„რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპაციის ქვეშ ჰყავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე. უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - აცხადებენ სამინისტროში.


ამავე განცხადების მიხედვით, იმის გამო, რომ მსოფლიო საზოგადოებისგან რუსეთმა სათანადო პასუხი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე არ მიიღო, 2014 წელს რუსეთმა გააგრძელა აგრესიული ქმედებები უკრაინაში - დაიკავა ყირიმი და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილი, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი მოქმედებები დაიწყო.



„დარწმუნებულნი ვართ, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის მკაცრი დაცვისა და იმ ქვეყნების სრული მხარდაჭერით, რომლებზეც მოსკოვი ახორციელებს აგრესიას. შესაძლებელია საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია, ხოლო რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა აგონ უმკაცრესი პასუხი“, - აღნიშნეს სამინისტროში.


წყარო: interpressnews.ge


თეგები:
უკრაინა



ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს

ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
access_time2022-10-05 21:55:28
5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი დასრულდა და  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე ეროვნული ჯილდოს მფლობელი...

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ
access_time2022-10-05 23:30:37
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს დააწესებენ რუსული საწვავის ღირებულებაზე, რადგან ეს შეუსაბამოა. „ჩვენთვის შეუსაბამოა ასეთი ინსტრუმენტის დანერგვით  მოვამარაგოთ ის მომხმარებლები, რომლებიც გამოიყენებენ ფასების შეზღუდვას. ნავთობს მივაწოდებთ მხოლოდ მათ, ვინც უზრუნველყოფს საბაზრო ფასების მექანიზმებს“, - განაცხადა მან. ნოვაკის თქმით, რუსეთი...

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა
access_time2022-10-05 22:30:49
აზერბაიჯანმა გემების ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას report.az ავრცელებს.  შესაბამისი გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. კასპიის ზღვაში მცურავი გემების ეკიპაჟისთვის გადახდილი თანხების ოდენობა გაიზარდა 15-დან 25 მანეთამდე (დღეში), ხოლო კასპიის ზღვის წყლების გარეთ მცურავი გემების ეკიპაჟისთვის - 15-დან 25 აშშ დოლარამდე.

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?
access_time2022-10-06 00:00:54
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები, ასევე რუსეთი და ნავთობის მომპოვებელი რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც OPEC-ში არ შედის, ვენაში გამართულ მინისტერიალზე შეთანხმდნენ ნოემბრიდან დღე-ღამეში 2 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. Reuters-ისა და Bloomberg-ის ცნობები დაადასტურა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. ეს ნავთობის მოპოვების ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შემცირება იქნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ. როგორც...

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა
access_time2022-10-05 20:30:31
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა. რუსული მედიის ცნობით, განკარგულების თანახმად, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილ კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ოპერირებასთან დაკავშირებით, 30 სექტემბრამდე გაცემული ყველა ნებართვა, ძალაში რჩება რუსეთის კანონების...


მსგავსი სიახლეები

up